შინაარსზე გადასვლა

მაგდალენა სიბილა ჰოლშტაინ-გოტორპელი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მაგდალენა სიბილა ჰოლშტაინ-გოტორპელი
წოდებები
მეკლენბურგ-გიუსტროვის ჰერცოგინია
დაიბადა 14 ნოემბერი, 1631
გარდაიცვალა 22 სექტემბერი, 1719, (87 წლის)
საგვარეულო ოლდენბურგები
მეუღლე(ები) გუსტავ ადოლფი, მეკლენბურგ-გიუსტროვის ჰერცოგი
შვილ(ებ)ი თერთმეტი შვილი
მამა ფრედერიკ III, ჰოლშტაინ გოტორპის ჰერცოგი
დედა მარია ელიზაბეთ საქსონიელი
რელიგია ლუთერანიზმი

მაგდალენა სიბილა ჰოლშტაინ-გოტორპელი (დან. Magdalene Sibylle af Holsten-Gottorp, გერმ. Magdalena Sibylla von Holstein-Gottorf; 14 ნოემბერი, 1631 — გ. 22 სექტემბერი, 1719) — ოლდენბურგების დინასტიის წარმომადგენელი. ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგ ფრედერიკ III-ისა და მარია ელიზაბეთ საქსონიელის ასული. მეკლენბურგ-გიუსტროვის ჰერცოგ გუსტავ ადოლფის მეუღლე.

მაგდალენა სიბილა დაიბადა 1631 წლის 14 ნოემბერს გოტორპში. იგი იყო შლეზვიგ-ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგ ფრედერიკ III-ისა და მისი მეუღლის, მარია ელიზაბეთ საქსონიელის ასული.

1654 წლის 28 დეკემბერს, იგი ცოლად შერთეს მეკლენბურგ-გიუსტროვის ჰერცოგ გუსტავ ადოლფს. მათ თერთმეტი შვილი შეეძინათ, თუმცა საბოლოოდ მემკვიდრე ვერ დატოვეს, რასაც 1701 წელს მეკლენბურგ-გიუსტროვის სხვა მონათესავე ოჯახების მიერ გადანაწილება მოჰყვა. მაგდალენა სიბილას მეუღლე 1695 წელს გარდაიცვალა.

ამის შემდეგ იგი გიუსტროვის პატარა სასახლეში დასახლდა. სწორედ აქ გაატარა მან თავისი უკანასკნელი წლები და გარდაიცვალა 1719 წლის 22 სექტემბერს, 87 წლის ასაკში.

  1. იოჰანი (1655-1660), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  2. ელეონორა (1657-1672), გარდაიცვალა მცირელოვანი;
  3. მარია (1659-1701), ცოლად გაჰყვა მეკლენბურგ-შტრელიცის ჰერცოგ ადოლფ ფრიდრიხ II-ს;
  4. მაგდალენა (1660-1702), გარდაიცვალა გაუთხოვარი;
  5. სოფია (1662-1738), ცოლად გაჰყვა ვიუტემბერგ-ოელსის ჰერცოგ კრისტიან ულრიხ I-ს;
  6. კრისტინა (1663-1749), ცოლად გაჰყვა სტოლმბერგ-გედერნის გრაფ ლუდვიგ კრისტიანს;
  7. კარლი (1664-1688), მეკლენბურგ-გიუსტროვის ჰერცოგი, ცოლად შეირთო მარია ამალია ბრანდენბურგელი;
  8. ჰედვიგი (1666-1735), ცოლად გაჰყვა საქსენ-ცოირბიგის ჰერცოგ ავგუსტს;
  9. ლუიზა (1667-1721), ცოლად გაჰყვა დანიისა და ნორვეგიის მეფე ფრედერიკ IV-ს;
  10. ელიზაბეთი (1668-1738), ცოლად გაჰყვა საქსენ-სპრემბერგის ჰერცოგ ჰაინრიხს;
  11. ავგუსტა (1674-1756), გარდაიცვალა გაუთხოვარი;
  • Johann Stieber: 'Merckwürdige und erbauliche Lebensbeschreibung der … Fürstin Magdalena Sibylla, verwitwete regierende Fürstin zu Mecklenburg, Rostock, 1745.