ზარზმის ფერისცვალების ხატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზარზმის ფერისცვალების ხატი. ხელოვნების მუზეუმი

ზარზმის ფერისცვალების ხატი, ფეოდალური ეპოქის ქართული ჭედური ხელოვნების ძეგლი, რომელიც წარწერის მიხედვით 886 წლით თარიღდება. ხელოვნების მუზეუმში გადატანამდე იგი შემოქმედის ეკლესიაში ინახებოდა. ხატი დაზიანებულია, ეტყობა ადრინდელი რესტავრაციის კვალი. კომპოზიციის ცენტრში, ოვალურ "დიდებაში" გამოსახულია ფეხზე მდგომი ქრისტეს მთლიანი ფიგურა მაკურთხებელი მარჯვენით; ტრადიციის თანახმად, წინასწარმეტყველები ვედრების პოზაში დგანან. ძეგლის შესრულების სტილი გრაფიკულია, ყოველი ხაზი და დეტალი დეკორატიულადაა დამუშავებული. როგორც მხატვრული, ისე ევოლუციური თვალსაზრისით, ზარზმის ფერისცვალების ხატი მონუმენტურ-დეკორატიული ხელოვნების მნიშვნელოვანი ძეგლია, რომელიც კარგად გამოხატავს ეპოქის სულისკვეთებას.

ხატის დაქარაგმებულ ასომთავრულ წარწერაში მოხსნიებულია ლაკლაკთა საგვარეულოს (ჩორჩანელების განშტოება) წარმომადგენლები.

ხატის პერანგის ნაწილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]