გერიტ რიტველდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გერიტ რიტველდი

გერიტ თომას რიტველდი (Gerrit Thomas Rietveld; დ. 24 ივნისი, 1888 — გ. 25 ივნისი, 1964) — ნიდერლანდელი ავეჯის დიზაინერი და არქიტექტორი.

1916 წელს რიტველდმა საკუთარი ავეჯის ქარხანა დააარსა. ამავე დროს ის არქიტექტურას სწავლობდა. რიტველდმა შემდგომში კლასიკად ქცეული "წითელი და ლურჯი სკამი" 1917 წელს შექმნა, თუმცა მისი ფერები მომდევნო წელს შეცვალა დე შტიილის მოძრაობის გავლენით, რომლის წევრიც ის 1919 წელს გახდა. იმავე წელს ის არქიტექტორი გახდა. 1924 წელს მან პირველი შენობის პროექტი შექმნა. ეს იყო რიტველდ-შრიოდერის სახლი. სახლი ზომით მცირეა, ხოლო დიზაინი სტანდარტული პირველ სართულზე, მეორეზე კი — რადიკალური, ანუ სრულიად გაშლილი, ფიქსირებული კედლების გარეშე. დიზაინი მონდრიანის ნახატის სამგანზომილებიან განხორციელებას ჰგავდა. ეს სახლი უტრეხტში 2000 წლიდან იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი.

1928 წელს რიტველდი დე შტიილის მოძრაობას განუდგა და ნეოპლასტიციზმს მიემხრო. იმავე წელს ის თანამედროვე არქიტექტურის საერთაშორისო კონგრესის წევრი გახდა.

სკამი "ზიგ-ზაგი" რიტველდმა 1932 წელს შექმნა. ამავე წელს შექმნა მან ამსტერდამში ვან გოგის მუზეუმის პროექტი, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ დასრულდა.

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]