დეკემბერი 2010

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
<< დეკემბერი >>
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
2010

დეკემბერი - 2010 წლის მეთორმეტე თვეა. დაიწყო ოთხშაბათს და დამთავრდა 31 დღის შემდეგ პარასკევს.

პორტალი:ახალი ამბები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიმდინარე მოვლენები 1 დეკემბერი, 2010 (2010-12-01) (ოთხშაბათი)
  • ყაზახეთის დედაქალაქში დღეს ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის (ეუთოს) სამიტი გაიხსნა. მასში მონაწილეობას 28 ქვეყნის ლიდერები იღებენ. ეს ეუთოს პირველი მსგავსი შეხვედრაა უკანასკნელი 11 წლის განმავლობაში. ორგანიზატორების თქმით, განიხილება მსოფლიოში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ყველაზე მწვავე საკითხები. სამიტზე ქართულ დელეგაციას პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში არიან, ასევე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე. (რადიო თავისუფლება)
  • დღეს ძალაში შევიდა კანონი, რომლის თანახმად ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლის ან მის გვერდით მჯდომი მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა მძღოლის 40 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. ჯარიმა არ დაეკისრება იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლს, რომლის კონსტრუქციაც უსაფრთხოების ღვედებს არ ითვალისწინებს. (რადიო თავისუფლება)
მიმდინარე მოვლენები 2 დეკემბერი, 2010 (2010-12-02) (ხუთშაბათი)
მიმდინარე მოვლენები 3 დეკემბერი, 2010 (2010-12-03) (პარასკევი)
  • რუსეთმა პოლონეთს გადასცა კატინის ხოცვა-ჟლეტასთან დაკავშირებული დოკუმენტების მორიგი წყება, ვარშავაში პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე. საბჭოთა უშიშროების სამსახურის მიერ მეორე მსოფლიო ომის დროს, 1940 წელს 20 ათასამდე პოლონელი ოფიცრისა და საზოგადო მოღვაწის დახოცვა მრავალი წელია დაძაბულობის გამომწვევი ფაქტორი ორმხრივ ურთიერთობაში. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა დოკუმენტების გადაცემას „მნიშვნელოვანი ნაბიჯი“ უწოდა და დასძინა, რომ ვარშავას სურს, მოიპოვოს მთელი მასალა კატინის ხოცვა-ჟლეტასთან დაკავშირებით. (რადიო თავისუფლება)
  • ერაყის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, 16 ადამიანი, მათ შორის 14 ირანელი მომლოცველი დაიღუპა ორი ავტობუსის შეჯახების შედეგად. ავარია ბაღდადის სამხრეთით, ქალაქ ჰილაში მოხდა. (რადიო თავისუფლება)
მიმდინარე მოვლენები 4 დეკემბერი, 2010 (2010-12-04) (შაბათი)
  • ისრაელიდან იუწყებიან, რომ ტყის ხანძარი, რომელიც უდიდესია ამ ქვეყნის ისტორიაში, ვერ დაუქვემდებარეს კონტროლს. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ამ ქვეყანაში იგზავნებიან მეხარძრეები, ასევე აწვდიან აღჭურვილობას, რათა დაეხმარონ ადგილობრივ ძალებს, რომლებიც ამაოდ ცილობენ ცეცხლის ჩაქრობას. ხანძარი მიუახლოვდა ქალაქ ჰაიფას, საიადანაც ათასობით ადამიანის ეუაკუაცია მოხდა. ხანძრის მიზეზი ჯერ დაუდგენელია. (რადიო თავისუფლება)
მიმდინარე მოვლენები 5 დეკემბერი, 2010 (2010-12-05) (კვირა)
  • ბოსნიის ხელისუფლების ცნობით, მან მიმართა არმიას, პოლიციას და სხვა ძალებს, ასევე მოხალისეებს, დახმარება გაუწიონ მას ხალხის ევაკუაციაში იმ არეალიდან, სადაც წუხელ წყალდიდობა მოხდა. ცნობით, მოსახლეობა ნავებით გაიყვანეს ამ ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავოეთში მდებარე ბიელინადან. ძლიერი წვიმის შედეგად ბოსნიის და მისი მეზობელი ქვეყნების, არაერთი მდინარე გადმოვიდა კალაპოტიდან. (რადიო თავისუფლება)
მიმდინარე მოვლენები 6 დეკემბერი, 2010 (2010-12-06) (ორშაბათი)
  • მეწყერის შედეგად, კოლუმბიის ქალაქ ბელო-ლა-გაბრიელაში 150-ზე მეტი ადამიანი მიწის ქვეშ აღმოჩნდა. უცხოური საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ხანგრძლივი წვიმებით გამოწვეული მეწყერის გამო, ქალაქ ლა-გაბრიელას ერთ-ერთი რაიონის საცხოვრებელი სახლები მიწის ქვეშ მოექცა. უგზო-უკვლოდ დაკარგულად 150-ზე მეტი ადამიანი მიიჩნევა. ქალაქის სამაშველო სამსახურის უფროსის ფრედი რონდონის განცხადებით, კოკისპირული წვიმის გამო, სამაშველო სამუშაოების ჩატარება სრულფასოვნად ვერ ხერხდება, რის გამოც, მიწის ქვეშ აღმოჩენილი ადამიანების ზუსტი რაოდენობის დადგენა ამ დრომდე შეუძლებელია. წითელი ჯვრის წარმოამდგენლებმა მიწიდან 9 ადამიანის ამოყვანა მაინც შეძლეს, რომელთა შორის 3 უკვე გარდაცვლილი იყო. კოლუმბიაში რამდენიმე კვირაა გადაუღებლად წვიმს. აღნიშნულ პერიოდში 170 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 2 მილიონ მოქალაქეს სხვადასხვა სახის ყოფითი პრობლემები შეექმნა. (რადიო თავისუფლება)
  • ისრაელის ჩრდილოეთით მეხანძრეებმა ისრაელის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ტყის ხანძრის ლოკალიზება მოახერხეს. როგორც სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელი აცხადებს, ამ ეტაპზე ხანძრის ახალი კერების გაჩენის საშიშროება არ არის. ისრაელს ხანძრის ჩაქრობაში თურქეთი, საბერძნეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, რუსეთი ასევე პალესტინის ავტონომია და სხვა ქვეყნები ეხმარებოდნენ. როგორც ისრაელიდან რადიო „თავისუფლების“ კორესპონდენტი იტყობინება, ისრაელში შეერთებული შტატებიდან ტყის ხანძრებთან ბრძოლისათვის შექმნილი მსოფლიოში ყველაზე დიდი ვერტმფრენი ჩაფრინდა. ხანძრების შედეგად ისრაელში 41 ადაიანი დაიღუპა. 17 ათასზე მეტი კი ევაკუირებულია. (რადიო თავისუფლება)
  • სერბიამ დღეს პირველად იზეიმა ამ ქვეყნის წარმომადგენლის მიერ „დეივისის თასის“ მოპოვება. სერბმა ვიქტორ ტროიცკიმ ბელგრადში დაამარცხა ფრანგი ჩოგბურთელი, მიქაელ ლოდრა. (რადიო თავისუფლება)
მიმდინარე მოვლენები 7 დეკემბერი, 2010 (2010-12-07) (სამშაბათი)
  • ბრიტანეთის პოლიციამ დააპატიმრა ვიკილიქსის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი. ლონდონის პოლიციის განცხადებით, ასანჟი, რომელიც ავსტრალიის მოქალაქეა, დღეს დილას დააკავეს, როცა ის ლონდონის პოლიციაში გამოცხადდა. დღესვე, მოგვიანებით, ის სასამართლოს წინაშე წარდგება. ასანჟი დააკავეს შვედეთის მიერ გაცემული დაპატიმრების ორდერის საფუძველზე. მას სქესობრივი დანაშაულის ბრალდება აქვს წაყენებული. ასანჟი ბრალდებებს უარყოფს. მისი ადვოკატის განცხადებით, ბრალდება „პოლიტიკურად“ არის მოტივირებული. (რადიო თავისუფლება)
მიმდინარე მოვლენები 8 დეკემბერი, 2010 (2010-12-08) (ოთხშაბათი)
  • ჩილეში 81 ადამიანი შეიწირა ხანძარმა, რომელიც ციხეში გაჩნდა. დაშავდა 19 ადამიანი. ჯერ არ არის ნათელი, რამ გამოიწვია ხანძარი ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოს იმ ციხეში, რომელშიც, მედიის ინფორმაციით, 1900-მდე პატიმარია მოთავსებული მიუხედავად გაცილებით ნაკლები, 700-მდე პატიმრისთვის განკუთვნილი ადგილისა. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის გაჩენიდან უკვე ორი საათი იყო გასული, როცა ციხეში მეხანძრეები მივიდნენ. (რადიო თავისუფლება)
მიმდინარე მოვლენები 9 დეკემბერი, 2010 (2010-12-09) (ხუთშაბათი)
  • დღეს ავღანეთში 18 მესანგრე მოიტაცეს. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ეს მოხდა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ხოსტის პროვინციაში, რომელიც პაკისტანს ესაზღვრება. ამ რაიონში აქტიურად მოქმედებენ თალიბები; თუმცა, როგორც მათმა წარმომადგენელმა განაცხადა, მოტაცების შესახებ მან არაფერი იცის. დღესვე, უფრო ადრე, გავრცელდა ცნობა, რომ სამხრეთ ავღანეთში, მეამბოხეთა თავდასხმის შედეგად, დაიღუპა „ნატოს“ საერთაშორისო ძალების მოსამსახურე. დეტალებზე ჯერჯერობით არაფერს იუწყებიან. (რადიო თავისუფლება)
მიმდინარე მოვლენები 10 დეკემბერი, 2010 (2010-12-10) (პარასკევი)
  • „ვიკილიქსის“ მომხრე საკომპიუტერო ჰაკერები ინტერნეტში თავისუფლებისთვის მხარდაჭერის მიზნით, განაგრძობენ „მონაცემთა ომს“. ჯგუფმა, რომელიც თავს „ანონიმურს“ უწოდებს, წამოიწყო კიბერშეტევები იმ კომპანიების მიმართ, რომლებმაც უარი თქვეს ვიკილიკსთან თანამშრომლობაზე. სამიზნეთა შორის არიან, „ვიზა“, „მასტერკარდი“, ასევე „პეიპოლი“, მომავალში მათ რიცხვში იქნება „ამაზონი“. ონლაინ წერილში ჯგუფი იუწყება, რომ მისი მიზანი მარტივია: მოიპოვოს უფლება, შეინარჩუნოს ინტერნეტი რომელიმე, ფირმის, კორპორაციის თუ მთავრობის კონტროლისგან თავისუფალი. (რადიო თავისუფლება)
მიმდინარე მოვლენები 11 დეკემბერი, 2010 (2010-12-11) (შაბათი)
  • ავსტრიაში დააპატიმრეს ხორვატიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ივო სანადერი. ავსტრიის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა დაადასტურეს ცნობა ზალცბურგის რაიონში სანადერის დაკავების თაობაზე. მანამდე რამდენიმე საათით ადრე, ხორვატიამ გასცა ყოფილი პრემიერ-მინისტრის დაპატიმრების ორდერი, კორუფციაში ბრალდების საფუძველზე. სანადერი 2003-დან 2009 წლამდე ხელმძღვანელობდა მთავრობის მუშაობას. (რადიო თავისუფლება)
  • პაკისტანში თვითმკვლელი თავდამსხმელი ასაფეთქებელი მოწყობილობებით დატვირთული ტრაქტორით დაეჯახა საავადმყოფოს ქალაქ ჰანგუში, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაიღუპა. იერიში, სავარაუდოდ, შიიტი მუსლიმების წინააღმდეგ იყო მიმართული. ოფიციალური პირების ცნობით, შიიტები საავადმყოფოს ერთ-ერთ დარბაზში ლოცულობდნენ, როცა აფეთქება მოხდა. საავადმყოფო, იქვე მდებარე სემინარიასთან ერთად, ეკუთვნის შიიტი მაჰმადიანების კერძო ფონდს. იქვეა მეჩეთიც, რომელიც იერიშის შედეგად დაზიანდა. (რადიო თავისუფლება)
მიმდინარე მოვლენები 12 დეკემბერი, 2010 (2010-12-12) (კვირა)
  • ერაყში თვითმკვლელის მიერ ავტომობილის აფეთქების შედეგად სულ ცოტა შვიდი ადამიანი დაიღუპა. თავდასხმა მოხდა პროვინცია ანბარის ქალაქ რამადის ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოს შენობასთან. რამადი ბაღდადიდან დასავლეთით 115 კილომეტრზე მდებარეობს. დაღუპულთა უმრავლესობა პოლიციელებია. იტყობინებიან ასევე, რომ დაიჭრა ცხრა ადამინი. (რადიო თავისუფლება)
მიმდინარე მოვლენები 13 დეკემბერი, 2010 (2010-12-13) (ორშაბათი)
  • იორდანიის პრინცმა ალიმ ფეხბურთის მმართველ ორგანოს ფიფას 2022 წელს კატარში დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატის ზამთარში გამართვა სთხოვა. პრინცისსა აზრით, თანამასპინძელებად რეგიონის ზოგიერთი ქვეყანაც უნდა გამოცხადდეს. პრინცი ალის შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ კატარი ძალიან პატარა ქვეყანაა, სადაც ზაფხულში ტემპერატურა 50 ცელსიუს გრადუსამდე აღწევს.მან ასევე განაცხადა, რომ საჭიროა ჩემპიონატი რეგიონში გაიმართოს და არა ერთ პატარა ქვეყანაში. პრინცმა ალიმ თანამასპინძელ ქვეყნებად ბაჰრეინის, გაერთიანებული საემიროების და საუდის არაბეთის ჩართვაც მოითხოვა. (ამერიკის ხმა)
  • კოსოვოს საპარლამენტო არჩევნებში კოსოვოს პრემიერ-მინისტრის ჰაშიმ ტაჩის კოსოვოს დემოკრატიულმა პარტიამ მოიპოვა გამარჯვება. პირველადი მონაცემებით კოსოვოს დემოკრატიულმა პარტიამ ხმათა 34% მოიპოვა. ქვეეყნის 120 ადგილიან პარლამენტში კოსოვოს დემოკრატიული პარტია ადგილთა დიდ რაოდენობას დაიკავებს, თუმც იგი უმრავლესობის სტატუსს მაინც ვერ მიიღებს. როგორც ამერიკის ხმას განუცხადა კოსოვოს პოლიტიკურმა მიმომხილველმა კრენარ გაშიმ მეტოქე პარტიების ლიდერებმა უკვე განაცხადეს, რომ არ აპირებენ ტაჩისთან კოალიციური მთავრობის შექმნას.(ამერიკის ხმა)
მიმდინარე მოვლენები 14 დეკემბერი, 2010 (2010-12-14) (სამშაბათი)
  • ორშაბათს ვაშინგტონის საავადმყოფოში გარდაიცვალა რიჩარდ ჰოლბრუკი, ამერიკელი დიპლომატი, რომლის შუამავლობითაც 1995 წელს დეიტონის სამშვიდობო შეთანხმებების მიღწევა გახდა შესაძლებელი. ჰოლბრუკი 69 წლის იყო. ის შეუძლოდ გასულ პარასკევს სახელმწიფო დეპარტამენტში მუშაობისას გახდა. აშშ-ის პრეზიდენტმა ჰოლბრუკს „ამერიკის საგარეო პოლიტიკის ნამდვილი გიგანტი“ უწოდა. (რადიო თავისუფლება)
მიმდინარე მოვლენები 15 დეკემბერი, 2010 (2010-12-15) (ოთხშაბათი)
  • ჟურნალმა ტაიმმა „2010 წლის ადამიანად“ დაასახელა სოციალური საინტერნეტო ქსელის, ფეისბუკის ხელმძღვანელი, 26 წლის მარკ ცუკერბერგი. ამავე დროს, იმავე ჟურნალის მკითხველთა გამოკითხვის თანახმად, „წლის ადამიანის“ წოდება უნდა მინიჭებოდა ვიკილიკსის დამფუძნებელს, ჯულიან ასანჟს, რომელიც მთელ მსოფლოში გახდა ცნობილი აშშ-ის საიდუმლო დოკუმენტების გამოქვეყნების გამო. (რადიო თავისუფლება).
მიმდინარე მოვლენები 16 დეკემბერი, 2010 (2010-12-16) (ხუთშაბათი)
  • ლონდონიდან გავრცელებული ინფორმაციით, „ვიკილიქსის“ დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი პატიმრობდან თავდებით გაათავისუფლეს. სასამართლომ ლონდონში სამშაბათს მიიღო გადაწყვეტილება ასანჟის მიერ გირაოს გადახდის და მკაცრი პირობების დაცვის საფუძველზე გათავისუფლების შესახებ, მაგრამ ეს გადაწყვეტილება ბრალდებამ გაასაჩივრა. (რადიო თავისუფლება)
  • ოთხშაბათს მოსკოვში დააკავეს 1300-ზე მეტი პირი, ვინც სამართალდამცავთა ცნობით, არეულობის მოწყობას ცდილობდა. „ინტერფაქსის“ ინფორმაციით, მილიციელები ცდილობდნენ თავიდან აეცილებინათ მასობრივი შეტაკებები კავკასიელებსა და რადიკალურად განწყობილ ახალგაზრდებს შორის. ვითარება განსაკუთრებით დაძაბული იყო კიევის სადგურთან მდებარე მოედანზე, სადაც ოთხშაბათს საღამოს 7 ათასამდე ადამიანმა მოიყარა თავი. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებულებს 16 ტრავმატული პისტოლეტი, 200-ზე მეტი დანა, ბეისბოლის ჯოხი, ელექტროშოკის მოწყობილობა და სხვა საშიში ნივთი ჩამოართვეს. (რადიო თავისუფლება)
მიმდინარე მოვლენები 17 დეკემბერი, 2010 (2010-12-17) (პარასკევი)
  • პაკისტანის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, 20-ზე მეტი სავარაუდო ექსტრემისტი დაიღუპა ამერიკელი სამხედროების სამი სარაკეტო იერიშის შედეგად. სამივე იერიში უპილოტო თვითმფრინავებით განხორციელდა ჩრდილო-დასავლეთში მდებარე, ავღანეთის მოსაზღვრე ხიბერის რაიონში. შეერთებულმა შტატებმა წელს გაახშირა უპილოტო თვითმფრინავით თავდასხმები პაკისტანში, თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, ეს თავდასხმები ეწყობა ჩრდილოეთ ვაზირისტანის რეგიონში, სადაც ძლიერი პოზიციები აქვთ ალ-ყაიდას და თალიბანს. ხიბერში თავდასხმები კი უჩვეულოდ არის მიჩნეული. (რადიო თავისუფლება)
  • აშშ-მ, საფრანგეთმა და აფრიკის კავშირმა ულტიმატუმი წაუყენეს კოტ-დ’ივუარის პრეზიდენტ ლორან გბაგბოს და მოსთხოვეს ხელისუფლების გადაცემა ოპოზიციონერ კანდიდატ ალასანე უატარუსათვის. საერთაშორისო თანამეგობრობა სწორედ უატარუს მიიჩნევს ცოტა ხნის წინ ჩატარებული არჩევნების გამარჯვებულად. მოქმედი პრეზიდენტის მომხრეები ოპოზიციას მასობრივ დარღვევებში და არჩევნების შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებენ. ხუთშაბათს მომხდარი შეტაკებებისას სულ ცოტა ოცი ადამიანი დაიღუპა. (რადიო თავისუფლება)
მიმდინარე მოვლენები 18 დეკემბერი, 2010 (2010-12-18) (შაბათი)
  • ბოლივიამ პალესტინა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ სცნო. ამით ამ ქვეყანამ ბრაზილიის, არგენტინისა და ურუგვაის მაგალითს მიბაძა. განცხადების გაკეთებისას, ბოლივიის პრეზიდენტმა, ივო მორალესმა თქვა, რეგიონში „გენოციდი“ მოხდაო - და საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, იკისროს პასუხისმგებლობა მის აღკვეთაზე. (რადიო თავისუფლება)
მიმდინარე მოვლენები 19 დეკემბერი, 2010 (2010-12-19) (კვირა)
  • ცენტრალური მექსიკის რეგიონის ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენელთა თქმით, დღეს დილით იქ ნავთობსადენი გასკდა, რასაც სულ მცირე 22 ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ქალაქ სან-მარტინ-ტექსმელუკანში, პუებლას რეგიონში მოხდა. ნავთობსადენს სამთავრობო ნავთობკომპანია „პემექსი“ ამუშავებს. აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. (რადიო თავისუფლება)
  • დიდთოვლობის გამო პრობლემები შეექმნათ ევროპის საჰაერო, საგზაო და სარკინიგზო ტრანსპორტის საშუალებებს. ლონდონის, ფრანკფურტისა და პარიზის აეროპორტებს ასობით გაუქმებული რეისის შედეგებთან გამკლავება მოუხდათ - ბევრ მგზავრს ტერმინალებში მოუწია ღამის გათენება. ინგლისის ჩრდილო-დასავლეთში ასობით ადამიანმა ღამე თავიანთ მანქანებში გაატარა, რადგან ავარიის გამო მთავარი ჩრდილო-სამხრეთის ტრასა ჩახერგილი იყო. დიდთოვლობამ სამხრეთის ქვეყნებამდე ჩააღწია - მათ შორის ალჟირამდე, სადაც მთავარი ქუჩები ჩახერგილი იყო. იტალიაში პირობების გაუმჯობესება აღირიცხა და ავტომობილებით გადაადგილება გაადვილდა. ამინდის პროგნოზის თანახმად, ამგვარი ვითარება მომავალ კვირაშიც გასტანს. (რადიო თავისუფლება)
მიმდინარე მოვლენები 20 დეკემბერი, 2010 (2010-12-20) (ორშაბათი)
  • ბელორუსიის ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, უკვე დამუშავებულია საარჩევნო ბიულეტენების 100% და დადგინდა, რომ 19 დეკემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 79,67% ალექსანდრე ლუკაშენკომ მიიღო. ოპოზიციის ლიდერებმა გამოცხადებული შედეგების მიმართ პროტესტი გამოხატეს. კვირას მინსკში, დამოუკიდებლობის პროსპექტზე მთავრობის სახლის მიმართულებით მრავალათასიანი მსვლელობა მოეწყო. მილიციამ დააკავა აქციის მონაწილეები. გავრცელდა ცნობა პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატების დაკავების შესახებ. აქციის დაშლისას დაშავდა ათამდე ჟურნალისტიც. (რადიო თავისუფლება)
მიმდინარე მოვლენები 21 დეკემბერი, 2010 (2010-12-21) (სამშაბათი)
  • ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, 6,5 ბალიანი მიწისძვრა მოხდა ამ ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ქერმანის პროვინციის ქალაქ ჰოსეინაბადში. ცნობაში არაფერია ნათქვამი მსხვერპლზე. (რადიო თავისუფლება)
  • ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთში მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა. მიწისძვრამ ქერმანის პროვინციის რამდენიმე სოფელში ნგრევა გამოიწვია. ასობით ადამიანი ნანგრევებს ქვეშაა მოყოლილი. შემთხვევის ადგილზე მუშაობს მაშველთა ჯგუფი. ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, მიწისძვრის მაგნიტუდა 6,5 ბალს შეადგენდა. (რადიო თავისუფლება)
მიმდინარე მოვლენები 22 დეკემბერი, 2010 (2010-12-22) (ოთხშაბათი)
მიმდინარე მოვლენები 23 დეკემბერი, 2010 (2010-12-23) (ხუთშაბათი)
  • პოპულარული ინტერნეტსერვისი „Skype“ მომხმარებლების ნაწილისთვის მიუწვდომელია. Twitter-ის ბლოგზე „სკაიპის“ ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ტექნიკური შეფერხებების გამო მომხმარებლების რაოდენობა 21 მილიონიდან 12 მილიონამდე შემცირდა. კომპანია იმედოვნებს, რომ ვითარება რამდენიმე საათში მოგვარდება. ბოლოს ამ ინტერნეტსერვისის მომხმარებლებს დაკავშირების პრობლემა 2007 წელს შეექმნათ. მაშინ ხარვეზის აღმოფხვრას ორი დღე დასჭირდა. (რადიო თავისუფლება)
  • დღეს დილიდან ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერით მაუწყებლობის ნაცვლად გადის წარწერა „პროფილაქტიკა“ ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი, კახა ბექაური, „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში აცხადებს, რომ არხი ტექნიკური მიზეზების გამო გაჩერდა და არ იცის, თუ როდის განახლდება მაუწყებლობა. (რადიო თავისუფლება)
მიმდინარე მოვლენები 24 დეკემბერი, 2010 (2010-12-24) (პარასკევი)
  • 11 პაკისტანელი ჯარისკაცი და 24 მეამბოხე დაიღუპნენ ავღანეთის საზღვართან მომხდარ შეტაკებაში. ამის შესახებ იუწყება ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი. მანამდე პაკისტანის არმიის სარდლობამ გაავრცელა ცნობა სამი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ. ამავე ცნობის თანახმად, ღამის განმავლობაში 150-მდე მეამბოხე თავს დაესხა ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანის მოჰმანდის რაიონში მდებარე ხუთ საგუშაგოს. დამოუკიდებელი წყაროებით ამ ინფორმაციის დადასტურება ვერ ხერხდება. (რადიო თავისუფლება)
მიმდინარე მოვლენები 25 დეკემბერი, 2010 (2010-12-25) (შაბათი)
მიმდინარე მოვლენები 26 დეკემბერი, 2010 (2010-12-26) (კვირა)
  • უკრაინის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი დააკავეს ქვეყნის უშიშროების სამინისტროს მუშაკებმა მაშინ, როდესაც იური ლუცენკო ქუჩაში ძაღლს ასეირნებდა. „ნარინჯისფერი რევოლუციის“ ერთ-ერთი ლიდერის, 46 წლის ლუცენკოს წინააღმდეგ პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა თანამდებობის ბოროტად გამოყენებისა და სახელმწიფო ქონების მითვისების მუხლით. (რადიო თავისუფლება)
  • 88 წლის ასაკაში, მაიამიში გარდაიცვალა ვენესეულის ყოფილი პრეზიდენტი კარლოს ანდერს პერესი. მისი სიკვდილი დაადასტურა მარია ფრასისკა პერესმა, გარდაცვლილის ქალიშვილმა, რომელმაც განაცხადა, რომ პერესი გულის უეცარი შეტევით დაიღუპა. კარლოს ანდერს პერესი, რომელმაც ქვეყნის სანავთობე კომპანიების ნაციონალიზაცია მოახდინა, პოსტიდან გადადგა სახელმწიფო გადატრიელების შემდეგ, რომელსაც ვენესუელის დეღევანდელი ლიდერი უგო ჩავესი ედგა სათავეში. (რადიო თავისუფლება)
მიმდინარე მოვლენები 27 დეკემბერი, 2010 (2010-12-27) (ორშაბათი)
მიმდინარე მოვლენები 28 დეკემბერი, 2010 (2010-12-28) (სამშაბათი)
  • აშშ-ის აღმოსავლეთ ნაპირზე ძლიერი თოვის გამო აეროპორტებში 7 ათასამდე რეისი გაუქმდა. ნიუ-იორკის აეროპორტის ზოგიერთი ასაფრენი ბილიკი ორშაბათს გვიან გაიხსნა, თუმცა, აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში თვითმფრინავების დიდი ნაწილი აეროპორტებში რჩება. ბევრ მგზავრს რამდენიმე დღე მოუწევს მოცდა და ბილეთების გადაცვლა. (რადიო თავისუფლება)
მიმდინარე მოვლენები 29 დეკემბერი, 2010 (2010-12-29) (ოთხშაბათი)
  • რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო თვითმფრინავმა „ან-22“-მა ტულის ოლქში კატასტროფა განიცადა. დაიღუპა ბორტზე მყოფი თორმეტივე ადამიანი. თვითმფრინავი ტულის ოლქში, წითელი ოქტომბრის რაიონში ჩამოვარდა. სავარაუდოდ, შემთხვევა თვითმფრინავის ტექნიკურმა გაუმართაობამ გამოიწვია. თვითმფრინავი ვორონეჟიდან მიგალოვოს აეროდრომზე მიფრინავდა. ბორტზე ძირითადი და სათადარიგო ეკიპაჟი იმყოფებოდა. მაშველები შავ ყუთს ეძებენ, რათა ავიაკატასტროფის რეალური მიზეზები დაადგინონ. (რადიო თავისუფლება)
  • 29 დეკემბერს ქუთაისში, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შოთა რუსთაველის სახელობის პრემია და ოქროს მედალი გადასცა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს ილია მეორეს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს სახელმწიფო კომისიამ მაღალი ჯილდო მიანიჭა „თანამდეროვე ქართული ხატწერისა და ქართული სასულიერო მუსიკის შექმნისა და განვითრების საქმეში შეტანილი განსაკურებული წვლილისა“ და „თავისუფლების, პატრიოტიზმისა და ჰუმიზმის იდეალებით გამსჭავალული მოღვაწეობისათვის“. დაჯილდოების დროს წარმოთქმულ სიტყვაში საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ილია მეორის 33 წლიან მოღვაწეობაზე, იგი ილია ჭავჭავაძეს შეადარა. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ქვეყნის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა მაღალი ჯილდოსათავის და გამოთქვა იმედი, რომ მიხეილ სააკაშვილი დაეხმარება თითოეულ ქართველს გამოავლინოს ღმრთისგან მომადლებული ნიჭი. (რადიო თავისუფლება)
მიმდინარე მოვლენები 30 დეკემბერი, 2010 (2010-12-30) (ხუთშაბათი)
  • მოლდოვის პარლამენტმა თავმჯდომარედ აირჩია დემოკრატიული პარტიის ლიდერი, მარიან ლუპუ. მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 57-მა დეპუტატმა. კომუნისტმა პარლამენტარებმა თავი შეიკავეს. მანამდე, დემოკრატიული პარტია დათანხმდა დასავლური ორიენტაციის ალიანსში შესვლას, ანუ, კოალიციის შექმნას ლიბერალ-დემოკრატებთან და ლიბერალებთან ერთად. მაგრამ ვერც ამ გადაწყვეტილების შედეგად მოგროვდა ხმების საკმარისი რაოდენობა მოლდავეთის პრეზიდენტის ასარჩევად. ასეთ ვითარებაში, პარლამენტის თავმჯდომარე ხდება პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი. (რადიო თავისუფლება)
მიმდინარე მოვლენები 31 დეკემბერი, 2010 (2010-12-31) (პარასკევი)
  • მუსიკალური ჯგუფის Boney M-ის ვოკალისტი და ლიდერი, ბობი ფარელი, რუსეთში ტურნეს დროს გარდაიცვალა. 61 წლის მომღერლის წარმომადგენლის თანახმად, ფარელი მკვდარი იპოვნეს პეტერბურგში, სასტუმროში. სიკვდილის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. (რადიო თავისუფლება)