ზეპ ბლატერი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან იოზეფ ბლატერი)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზეპ ბლატერი

იოზეფ „ზეპ“ ბლატერი (გერმ. Joseph "Sepp" Blatter; დ. 10 მარტი 1936, ფისპი, ვალისი, შვეიცარია) — ფიფა-ს პრეზიდენტი 1998 წლიდან.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

დაიბადა 1936 წლის 10 მარტს. არის განქორწინებული. ჰყავს ერთი ქალიშვილი. 1956 წელს დაამთავრა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი ქალაქ ლოზანაში. ამავე წელს გაწევრიანდა შვეიცარიის სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციაში. 1948–1971 წლებში ასპარეზობდა ერთ–ერთ შვეიცარულ სამოყვარულო საფეხბურთო კლუბში. 1962 წელს დაიწყო მუშაობა ერთ–ერთ შვეიცარულ ტურისტულ ფირმაში. 1964 წელს გახდა შვეიცარიის ჰოკეის ასოციაციის გენერალური მდივანი. 1972 წელს, როგორც Longines–ის წარმომადგენელმა, მონაწილეობა მიიღო მიუნხენის ოლიმპიური თამაშების მომზადებაში. 1975 წელს დაინიშნა ფიფას ტექნიკურ დირექტორად. 1981 წელს ფიფას მაშინდელმა პრეზიდენტმა ჟოაო აველანჟმა, იგი დაამტკიცა ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე. 1998 წელს ბლატერმა მოუგო ფიფას საპრეზიდენტო არჩევნები უეფას მაშინდელ პრეზიდენტ ლენარტ იუჰანსონს და გახდა ფიფას პრეზიდენტი. 1999 წელს გახდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრი. 2001 წელს აგორდა სკანდალი, რომელიც გამოიწვია ფიფას პარტნიორი კომპანიის ISL/ISMM–ის გაკოტრებამ. ბლატერის სახელი მეორედ დიდ სკანალში გაეხვა 2010 წლის დეკემბერში, როდესაც გამოაცხადეს, რომ ფიფას 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა არა ინგლისი (როგორც უმეტესობა ელოდა) არამედ რუსეთის ფედერაცია იქნება.

ჯილდოები[რედაქტირება]

  • საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი (საფრანგეთი)
  • 1–ლი კლასის ფრანცისკო მირანდას ორდენი (ვენესუელა)
  • ნაციონალური ორდენის კომანდორი (ჯიბუტი)
  • ორი ნილოსის ორდენი (სუდანი)
  • რესპუბლიკის ორდენის დიდი ჯვარი (ტუნისი)
  • ალაუიტების სატახტო ორდენის დიდი ლენტა (მაროკო)
  • 1–ლი კლასის დამოუკიდებლობის ორდენი (იორდანია)
  • კეთილი იმედის ორდენი (სამხრეთ აფრიკა)
  • ოლივერ ტამბოს კომპანიონთა ორდენი (სამხრეთ აფრიკა)
  • მეგობრობის ორდენი (უზბეკეთი)
  • ორდენი "დანაკერ" (ყირგიზეთი)
  • ორდენი "დოსტიკ" (ყაზახეთი)
  • ორდენი "პოლარული ვარსკვლავი" (მონღოლეთი)
  • მე–5 ხარისხის თავად იაროსლავ ბრძენის ორდენი (უკრაინა)
  • ორდენი "დამსახურებისათვის" 1–ლი ხარისხი (უკრაინა)

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: