შინაარსზე გადასვლა

ექსცენტრისიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ელიფსი (e=1/2), პარაბოლა (e=1) და ჰიპერბოლა (e=2) ფიქსირებული ფოკუსით F და დირექტორიით. (|FP| = e |PP'|)

ექსცენტრისიტეტი (ელიფსისა, ჰიპერბოლისა და პარაბოლისა) — რიცხვი, რომელიც ტოლია კონუსური კვეთის წერტილიდან ფოკუსამდე და ამ წერტილიდან დირექტრისამდე მანძილთა ფარდობისა. ექსცენტრისიტეტი ახასიათებს კონუსური კვეთის ფორმას: ორი კონუსური კვეთა, რომელთაც ტოლი ექსცენტრისიტეტები აქვთ, ერთმანეთის მსგავსია. ელიფსისათვის ექსცენტრისიტეტი ერთზე ნაკლებია, ჰიპერბოლისათვის — ერთზე მეტი, ხოლო პარაბოლისათვის — ერთის ტოლი, ხოლო წრეწირისთვის — ნოლი.