დახრილობა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დახრილობა — ეკვატორული სისტემის ერთ-ერთი კოორდინატი სფერულ ასტრონომიაში, რომელიც აღინიშნება ბარძნული ალფაბეტის δ ასოთი. ამა თუ იმ მნათობის დახრილობა ეწოდება კუთხეს საათის წრეზე ცის ეკვატორსა და ამ მნათობს შორის. დახრილობა აითვლება 0°-დან +90°-მდე ჩრდილოეთ პოლუსის და 0°-დან -90°-მდე სამხრეთ პოლუსის მიმართულებით. პირველ ეკვატორულ სისტემაში გამოიყენება საათის კუთხესთან, ხოლო მეორე ეკვატორულ სისტემაში პირდაპირ აღვლენასთან მიმართებაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]