მასა
მასა — მატერიის ინერტულობის და გრავიტაციული თვისებების ერთ–ერთი ძირითადი ფიზიკური მახასიათებელი სიდიდე.
- ინერტული მასა – განსაზღვრავს სხეულის თვისებას შეინარჩუნოს მოძრაობა. კლასიკურ მექანიკაში ინერტული მასა განისაზღვრება, როგორც მოცემულ სხეულზე მოდებული ძალის შეფარდება ამ ძალით გამოწვეულ აჩქარებაზე
- =>
- გრავიტაციული მასა – განსაზღვრავს ძალას, რომლითაც სხეული ურთიერთქმედებს გრავიტაციულ ველთან.
ექსპერიმენტალურად დამტკიცებულია მათი ტოლობა, რაც ექვივალენტობის პრინციპს ექვემდებარება. ინერტული და გრავიტაციული მასების ტოლობას ჯერ კიდევ ნიუტონმა მიაქცია ყურადღება და შეამოწმა კიდეც ექსპერიმენტალურად 10−3 რიგის სიზუზტით. დღესდღეობით ექვივალენტობის პრინციპი უფრო დიდი სიზუსტით (3x10−13) არის შემოწმებული.
კლასიკურ ფიზიკაში მასა ინვარიანტული სიდიდეა და არ იცვლება ათვლის სისტემათა მიმართ. მასა აგრეთვე ადიტიური სიდიდეცაა, ანუ სისტემის მასა მისი შემადგენელი ნაწილების მასათა ჯამის ტოლია. რელატივისტური ფიზიკაში საქმე სხვაგვარადაა. მასა აქაც ინვარიანტულია, მაგრამ ამ შემთხვევაში იგულისხმება უძრაობის მასა (სხეულის იმპულსის ოთხვექტორის სიგრძე ინვარიანტულია ლორენცის გარდაქმნების მიმართ) და არაადიტიურია.
ბუნებაში გვხვდება ნულოვანი მასის მქონე ობიექტებიც. ასეთებია მაგალითად: ფოტონი და გრავიტონი. ნულოვანი მასის გამო ისინი სინათლის სიჩქარით (c ≈ 300.000 კმ/წმ) მოძრაობენ.
ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში, სტანდარტული მოდელის თანახმად, ნაწილაკის მასის არსებობა განპიროვნებულია ნაწილაკების ჰიგსის ბოზონებთან ურთიერთქმედებით.
SI სისტემაში მასის საზომი ერთეულია – კილოგრამი. CGS სისტემაში გამოიყენება – გრამი.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Francisco Flores. (6 Feb 2012) The Equivalence of Mass and Energy. Stanford Encyclopedia of Philosophy. ციტირების თარიღი: 3 Dec 2013.
- Gordon Kane. (27 Jun 2005) The Mysteries of Mass. Scientific American. ციტირების თარიღი: 3 Dec 2013.
- L. B. Okun. (15 Nov 2001) Photons, Clocks, Gravity and the Concept of Mass. Nuclear Physics. ციტირების თარიღი: 3 Dec 2013.
- Frank Wilczek. (13 May 2001) The Origin of Mass and the Feebleness of Gravity. MIT Video. ციტირების თარიღი: 3 Dec 2013.
- John Baez. (2012) Does mass change with velocity?. ციტირების თარიღი: 3 Dec 2013.
- John Baez. (2008) What is the mass of a photon?. ციტირების თარიღი: 3 Dec 2013.
- David R. Williams. (12 February 2008) The Apollo 15 Hammer-Feather Drop. NASA. ციტირების თარიღი: 3 Dec 2013.