შინაარსზე გადასვლა

ბუნებრივი თანამგზავრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დედამიწა და მისი ბუნებრივი თანამგზავრი — მთვარე

თანამგზავრები — ციური სხეული, რომელიც გრავიტაციის გავლენის ქვეშ გარე სივრცეში ბრუნავს გარკვეული ტრაექტორიის გასწვრივ (ორბიტაზე) სხვა ობიექტის გარშემო.

„თანამგზავრის“ სახელწოდება პირველად გამოიყენა იოჰანეს კეპლერმა თავის ნაშრომში Narratio de Iovis Satellitibus, რომელიც გამოქვეყნდა 1611 წელს ფრანკფურტში[1]. ზოგჯერ ბუნებრივ თანამგზავრებს მთვარეებსაც უწოდებენ ხოლმე.

ასტრონომებს შორის არსებობს მოსაზრება, რომ თანამგზავრი უნდა ჩაითვალოს ცენტრალური სხეულის (ვარსკვლავი[2], პლანეტა, ჯუჯა პლანეტა ან ასტეროიდი) ირგვლივ ბრუნავ ობიექტად მაშინ, თუ ამ ობიექტისა და ცენტრალური სხეულისგან შემდგარი სისტემის ბარიცენტრი მდებარეობს ცენტრალური ობიექტის შიგნით. თუ ბარიცენტრი მდებარეობს ცენტრალური ობიექტის გარეთ, მაშნ ობიექტი არ უნდა ჩაითვალოს თანამგზავრად, არამედ სისტემის ნაწილად, რომელიც შედგება ორი ან მეტი პლანეტისაგან (ჯუჯა პლანეტები, ასტეროიდები). თუმცა, საერთაშორისო ასტრონომიულ კავშირს ჯერ არ აქვს მკაცრად განსაზღვრული თანამგზავრის განსაზღვრება. კერძოდ, ასტრონომთა საერთაშორის კავშირი აგრძელებს ქარონის განხილვას პლუტონის თანამგზავრად.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Blunck J. Solar System Moons (англ.): Discovery and Mythology — Berlin, Heidelberg: Springer Science+Business Media, 2010. — P. VII. — 142 p. — ISBN 978-3-540-68852-5 — doi:10.1007/978-3-540-68853-2