საჰარა
საჰარა | |
---|---|
მდებარეობა | აფრიკა |
ტიპი | ქვიშიანი |
ქვეყნები |
![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
ფართობი | 9,400,000 კმ²-ზე მეტი |
კოორდინატები | 19°47′36″ ჩ. გ. 18°33′06″ ა. გ. / 19.79333° ჩ. გ. 18.55167° ა. გ. |
კლიმატური სარტყელი | სუბტროპიკული ტროპიკული |
მცენარეულობა | პალმა |
ცხოველთა სამყარო | აქლემი, თხა, ფენეკი, ავაზა |
საჰარა — მსოფლიოში უდიდესი ქვიშიანი უდაბნო, ფართობით 9 მლნ კმ². მდებარეობს ჩრდილოეთ აფრიკაში. უდაბნოს ასაკი დაახლოებით 2,5 მილიონი წელია. სახელი „საჰარა“ მომდინარეობს არაბულიდან (صحراء) და ნიშნავს უდაბნოს. მას აფრიკის ტერიტორიის დაახლოებით 1/4 უკავია, ანუ თითქმის ავსტრალიის ტოლი ფართობი. საჰარის ფარგლებში მთლიანად ან ნაწილობრივ მოქცეულია 11 სახელმწიფო: მაროკო, ალჟირი, ტუნისი, ლიბია, ეგვიპტე, დასავლეთი საჰარა, მავრიტანია, მალი, ნიგერი, ჩადი, სუდანი. საჰარის უდიდესი ნაწილი უწყლო და უსიცოცხლოა, რადგან მისთვის დამახასიათებელია მეტად მკაცრი და გაუსაძლისი ბუნებრივი პირობები: ზაფხულში გამორჩეულად დიდი სიცხე (ჩრდილში ტემპერატურა +40-50 გრადუსს აღწევს); დიდი სიმშრალე (წლიური ნალექი თითქმის ყველგან 100 მმ-ზე ნაკლებია, ხოლო ზოგან წვიმა წლობის განმავლობაში არ მოდის); ძლიერი ხანგრძლივი ქარები; ტემპერატურის დიდი დღე-ღამური რყევები (ამპლიტუდები), როდესაც დღისით პაპანაქებაა, ხოლო ღამით ყინავს. გაუდაბნოების უწყვეტი პროცესის გამო საჰარის ფართობი იზრდება. საჰარის რელიეფის დამახასიათებელი ფორმებია ბარხანი (თურქ.) და დიუნა.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- About Sahara subsurface hydrology and planned usage of the aquifers
- Tassili and Ahaggar National Parks