მიხეილ ბოკუჩავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიხეილ ბოკუჩავა
დაბ. თარიღი 1 (14) თებერვალი, 1910 ან 1 თებერვალი, 1910(1910-02-01)
დაბ. ადგილი აბაშის მუნიციპალიტეტი ან საბოკუჩავო, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 1995 ან 12 თებერვალი, 1995(1995-02-12) (85 წლის)
გარდ. ადგილი მოსკოვი, რუსეთი
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 სსრკ
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 საქართველო
საქმიანობა ბიოქიმიკოსი
მუშაობის ადგილი Bach Institute of Biochemistry RAS
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები საპატიო ნიშნის ორდენი

მიხეილ ალექსის ძე ბოკუჩავა (დ. 1 თებერვალი, 1910 სოფ. საბოკუჩაო, ახლანდელი აბაშის რაიონი ― გ. 12 თებერვალი, 1995, მოსკოვი) — ქართველი ბიოქიმიკოსი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1950), პროფესორი (1955), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1961).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1932 წელს დაამთავრა თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი. 1953 წლიდან სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ა. ბახის სახელობის ბიოქიმიური ინსტიტუტის ტექნიკური ბიოქიმიური ლაბორატორიის გამგე. შეიმუშავა ლაო ჩაის, შავის ჩაისა და ხსნადი წარმოების ახალი ტექნიკური მეთოდი; ნაშრომები: „ჩაის ფოთლის ფერმენტაციის გამოკვლევა“ (1935, საკავშირო ალკკ ცკ-ის პრემია, 1938), „ლაო ჩაისა და მწვანე აგურა ჩაის წარმოების ბიოქიმიური საფუძველი“ (1955; სსრკ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის პრემია, 1955), „ჩაისა და ჩაის წარმოების ბიოქიმია“ (1958; ა. ბახის სახელობის პრემია); შექმნა საკვებ მცენარეთა საღებავების მიღების ორიგინალური ხერხი, რომელიც დაპატენტებულია უცხოეთის ქვეყნებში. დაჯილდოებულია ორი „საპატიო ნიშნის“ ორდენითა და მედლებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 448.
  • ფიჩხაია თ., ენციკლოპედია "საქართველო", ტ. 1, გვ. 455, თბ., 1997