ბაქარი
| ბაქარი | |
| ქართლის მეფე | |
| მმართ. დასაწყისი: | 1716 |
|---|---|
| მმართ. დასასრული: | 1719 |
| წინამორბედი: | ქაიხოსრო |
| მემკვიდრე: | თეიმურაზ II |
| დაბ. თარიღი: | 7 აპრილი, 1699 |
| გარდ. თარიღი: | 1 თებერვალი, 1750 |
| გარდ. ადგილი: | მოსკოვი |
| დინასტია: | ბაგრატიონები |
| მამა: | ვახტანგ VI |
ბაქარი (დ. 7 აპრილი, 1699 ან 1700 — გ. 1 თებერვალი, 1750, მოსკოვი), ქართველი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე. ვახტანგ VI-ის ძე. რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი, გრუზინსკების გვარის ფუძემდებელი. ქართლის ფაქტობრივი მეფე (შაჰნავაზ III-ის სახელით) 1716-1719, ვახტანგ VI-ის ირანში ყოფნის დროს. 1724 მამასთან ერთად რუსეთში გადასახლდა. 1729 წლის 30 ნოემბერს გენერალ-ლეიტენანტის ჩინით დაინიშნა მოსკოვის ოლქში საარტილერიო კანტორის უფროსად. ბაქარი მონაწილეობდა მოსკოვის ქართული სტამბის აღდგენაში. 1743 მისი თაოსნობით დაიბეჭდა ბიბლია, რომელიც ცნობილია ბაქარის ბიბლიის სახელით. ურთიერთობა ჰქონდა რუს მეცნიერებთან ( ვ. ტატიშჩევი, ჟ. დე-ლილი), აწვდიდა მათ ცნობებს საქართველოს წარსულზე. ასრულებდა რუსეთის მთავრობის დიპლომატიურ დავალებებს.
ლიტერატურა[რედაქტირება]
- ქსე, ტ. 2, გვ. 235, თბ., 1977
| წინამორბედი: იესე |
ქართლის მეფე 1716 - 1719 |
შემდეგი: თეიმურაზ II |
|
|||||||||||
სტატიის