ჯონ ნეპერი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჯონ ნეპერი

ჯონ ნეპერი
ჯონ ნეპერი
დაბადების თარიღი 1550
გარდაცვალების თარიღი 4 აპრილი, 1617
გარდაცვალების ადგილი ედინბურგი
მოქალაქეობა შოტლანდიელი
სამეცნიერო სფერო მათემატიკა, ფიზიკა, ასტრონომია, ასტროლოგია.

ჯონ ნეპერი (ინგლ. John Napier; 15504 აპრილი, 1617), იყო შოტლანდიელი მათემატიკოსი, ფიზიკოსი, ასტრონომი და ასტროლოგი. არის ლოგარითმის ერთ-ერთი აღმომჩენი. პირველმა გამოაქვეყნა ლოგარითმის ცხრილები.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

ადრეულ წლებში, სენტ-ენდრიუს უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე, სადაც 1563 წელს მოეწყო, ნეპერმა იმოგზაურა გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში, საიდანაც სამშობლოში 1571 წელს დაბრუნდა. მშობლიურ ციხე-სიმაგრეში დასახლებისა და იმავე წელს დაქორწინების შემდეგ, მას შოტლანდია აღარ დაუტოვებია.

ის მთელ თავის დროს უთმობდა საღვთისმეტყველო საგნებისა და მათემატიკის შესწავლას. მისივე სიტყვებით, წინასწარმეტყველების ინტერპრეტაცია ყოველთვის წარმოადგენდა მისი საქმიანობის მთავარ საგანს, მათემატიკა კი – მისთვის მხოლოდ დასვენების საგანი იყო.

მიუხედავად ამისა, ნეპერი ისტორიაში შევიდა როგორც შესანიშნავი გამომთვლელი ინსტრუმენტის – ლოგარითმის ცხრილების გამომგონებელი. ამ აღმოჩენამ უდიდესი შვება მოჰგვარა გამომთვლელებს.