კლარკ გეიბლი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კლარკ გეიბლი
Gable, Clark 01.jpg
კლარკ გეიბლი
დაბ. სახელი უილიამ კლარკ გეიბლი
დაბ. ადგილი კადისი, ოჰაიო, აშშ
დაბ. თარიღი 1 თებერვალი, 1901
გარდ. თარიღი 16 ნოემბერი, 1960
ლოს-ანჟელესი, კალიფორნია, აშშ
საქმიანობა მსახიობი
წლები 1923–1960
ოსკარი
საუკეთესო მსახიობი კაცი
1934 — ეს მოხდა ერთხელ ღამით

უილიამ კლარკ გეიბლი (ინგლ. Clark Gable; დ. 1 თებერვალი, 1901 — გ. 16 ნოემბერი, 1960) — ამერიკელი კინომსახიობი და უდიდესი კინოვარსკვლავი ხმოვანი კინოს ადრეულ ეპოქაში.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

დაიბადა კადიზში, ოჰაიო, მშობლების — უილიამ გეიბლი და ადელინ ჰეშელმანის ოჯახში. გეიბლს გერმანელი წინაპრები ჰყავდა მშობლების ორივე შტოდან. ექვსი თვის ასაკში ფანატურად მორწმუნე კათოლიკე დედამ ის რომაელ კათოლიკეთ მოანათლინა. გეიბლს დედა 10 თვის ასაკში გარდაეცვალა, სავარაუდოდ ტვინის კიბოს დაავადების შედეგად.

მამამისი ხელახლა დაქორწინდა და ახალი ოჯახი ოჰაიოს მეზობელ ქალაქ ჰოუდეილში დასახლდა სადაც კლარკი სკოლაში დადიოდა. გვიანდელი სიყმაწვილის დროს, ოჯახი რავენაში გადასახლდა, აკრონთან ახლოს, სადაც კლარკს შეგუება საკმაოდ გაუჭირდა და მალევე სკოლა მიატოვა აკრონის საბურავების ქარხანაში სამუშაოდ. ერთი თეატრალური დადგმის ნახვის შემდეგ ის ამ პროფესიით ისე მოიხიბლა, რომ მიზნად დაისახა მსახიობი გამხდარიყო თუმცა ამ მიზნის განხორციელებას მხოლოდ ოცდაერთი წლის ასაკიდან ახერხებს, როცა მამამისის მემკვიდრეობით მიღებული ფულით შესაძლებლობა მიეცა ქარხანაში სამსახურისთვის თავი დაენებებინა. ამ დროს ის იწყებს ტურებს მეორე ხარისხის თეატრალურ დასებთან და მოიარა მთელი შუა-დასავლეთი, პორტლანდი და ორეგონი. აქ მან ჰალსტუხების გამყიდველის სამსახური იშოვა და დარჩენა გადაწყვიტა. ორეგონში ყოფნის დროს ის ხვდება კარგად ცნობილი მსახიობი ლორა ჰოუპ კრიუს შვილიშვილს, რომელიც მას აქეზებს სცენაზე დაბრუნებას სხვა თეატრალურ კომპანიაში. აქ მას მსახიობობას ჯოზეფინ დილონი ასწავლიდა, რომელმაც მას „კბილი გაულესა“ და საბოლოოდ მოამზადა კინოში ეცადა ბედი.

ფილმოგრაფია[რედაქტირება]

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1931 თავისუფალი სული A Free Soul ეის უილფონგი
1934 ეს მოხდა ღამით It Happened One Nigh პიტერ ვერნი
1935 აჯანყება ბაუნტიზე Mutiny on the Bounty ლეიტენანტი ფლეტჩერ კრისტიანი
1936 სან-ფრანცისკო San Francisco ბლეკი ნორტონი
1938 ტესტ პილოტი Test Pilot ჯიმ ლეინი
1939 ქარწაღებულნი Gone with the Wind რეთ ბატლერი
1953 მოგამბო Mogambo ვიქტორ მარსველი
1960 ეს დაიწყო ნეაპოლში It Started in Naples მაიკლ ჰამილტონი
1961 დაუმორჩილებლები The Misfits ჯეილორდ ლენგდომი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: