ევგენი ზამიატინი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ევგენი ზამიატინი

1923 წელი, ბორის კუსტოდიევის ნახატი
დაბ. თარიღი 20 იანვარი, 1884
დაბ. ადგილი ლებედიანი
გარდ. თარიღი 10 მარტი, 1937
გარდ. ადგილი პარიზი
საქმიანობა მწერალი
ეროვნება რუსეთის იმპერია, სსრკ
ჟანრი ნეორეალიზმი

ევგენი ზამიატინი (რუს. Евгений Замятин, დ. 20 იანვარი, 1884, ლებედიანი — გ. 10 მარტი, 1937, პარიზი) — რუსი მწერალი, კრიტიკოსი და პუბლიცისტი. მამა მართლმადიდებელი მღვდელი, ხოლო დედა პიანისტი ჰყავდა. 1893-1896 წლებში ლებედიანის, ხოლო შემდეგ ვორონეჟის გიმნაზიაში სწავლობდა, რომელიც ოქროს მედალზე დაამთავრა. ამავე წელს ჩაირიცხა გემთმშენებლობის ფაკულტეტზე, სანქტ-პეტერბურგის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. შემდგომ წლებში აქტიური სოციალ-დემოკრატი გახდა, სტუდენტ ახალგაზრდების რევოლუციონერულ გზას გაჰყვა. სწორედ აქ შეხვდა თავის მომავალ მეუღლეს, ლიუდმილა უსოვას. ზამიატინმა თავისი პირველი მოთხრობა 1908 წელს დაწერა, სწავლასთან ერთად პარალელურად მოთხრობებსაც წერდა. მანვე ვიქტორ შკლოვსკისთან ერთად ჩამოაყალიბა ახალგაზრდა მწერალთა ჯგუფი — სერაპიონის ძმები. გარდაიცვალა 1937 წლის 10 მარტს, პარიზში, დაკრძალულია პარიზის სასაფლაოზე, კომუნა ტიეში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]