ნინო სალუქვაძე
ვიკიპედიიდან
ნინო სალუქვაძე (დ. 1 თებერვალი, 1969) — ქართველი სპორტსმენი, მიზანში მსროლელი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი - ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვა 1988 წელს საბჭოთა კავშირის გუნდში ასპარეზობისას, ხოლო ბრინჯაოს მედალი 2008 წელს საქართველოს გუნდში (პეკინის ოლიმპიადაზე).
ნინო 19 წლის იყო 1988 წელს ზაფხულის ოლიმპიადაზე ოქროსა და ვერცხლის მედლების მოპოვებისას ქალთა შორის მიზანში სროლაში ასპარეზობისას 25 და 10 მეტრი ნიშნულიდან. 2008 წლის ზაფხულის ოლიმპიადის დროს საქართველოსა და რუსეთს შორის ომი მიმდინარეობდა, როცა ნინო სალუქვაძე რუს მსროლელ ნატალი პადერინას ეჯიბრებოდა. სალუქვაძემ ბრინჯაოს, ხოლო პადერინამ ვერცხლის მედლები მოიპოვეს. პოდიუმზე ორივემ ერთმანეთი გადაკოცნა და ორ მთავრობას ომის შეწყვეტისკენ მოუწოდა.[1]
[რედაქტირება] სქოლიო
- ↑ "Olympic shooters hug as their countries do battle", CNN, 10 აგვოსტო, 2008

