ჰანსი (დანია)
ჰანსი (დან. Hans, დაბადების სახელი Johannes,[1] დ. 5 ივნისი, 1455 — გ. 22 ივლისი, 1513) — დანიის მეფე 1481 წლიდან, ნორვეგიის მეფე 1483 წლიდან, ხოლო შვედეთის 1497-1501 წწ იუჰან II-ის სახელით. წარმოშობით ოლდენბურგების დინასტიიდან, შლეზვიგ-ჰოლშტეინის ჰერცოგი.
ჰანსი დანიის მეფის კრისტიან I-ისა და მარკგრაფ ჰანს ბრანდებნბურგელის ქალიშვილის, დედოფალ დოროთეა ბრანდენბურგელის (დან. Dorothea af Brandenburg, დაახლ. 1430—1495), ვაჟი იყო. 1478 წლის 6 სექტემბერს ქრისტინა საქსონელი შეირთო ცოლად (დან. Christine, 1461—1521). მათი ოთხი შვილი შეეძინათ: ქრისტიანი. ფრანცისკი, კნუდი და ელისაბეთი.
ჰანსს სამი მთავარი პოლიტიკური მიზანი ჰქონდა: კალმარის უნიის აღდგენა, ჰანზას ქალაქბის წინააღმდეგ ბრძოლა და დანიაში ხელმწიფის მყარი მმართველობის დამყარება. ჰანსმა მეფობის მთელი პერიოდი ამ ამოცანების გადაჭრას მოანდომა.
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ Caspar Paludan-Müller De første Konger af den Oldenburgske slægt Reitzels, Köpenhamn 1874 s. 131;