ფრედერიკ II

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფრედერიკ II - დანიისა და ნორვეგიის მეფე

ფრედერიკ II (დ. 1 ივლისი, 1534, სლაგელსეს მახლობლად — გ. 4 აპრილი, 1588, ჰადერსლევი) — დანიისა და ნორვეგიის მეფე 1559-1588 წლებში ოლდენბურგების დინასტიიდან. ატარებდა სამეფო ხელისუფლების განმტკიცების პოლიტიკას, რომელიც არისტოკრატიული ოლიგარქიისა და სახელმწიფო საბჭოს წინააღმდეგობას აწყდებოდა. იყო შვედეთთან ჩრდილოეთის შვიდწლიანი ომის (1563-1570 წწ.) ინიციატორი. ლივონიის ომის (1558-1583 წწ.) დროს მონაწილეობდა ლივონიის განაწილებაში.

ლიტერატურა[რედაქტირება]