მაგნუს ძლიერი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Drakskepp2.PNG

მაგნუს ძლიერი (დან. Magnus den Stærke, შვედ. Magnus den starke; 1106 ? – 4 ივნისი 1134) – სკანდინავიელი მმართველი, დანიელი ჰერცოგი გოთლენდში (11251130). დანიელი მეფის, ნილსის და მარგარეტ ფრედკულის (შვედ. Margareta Fredkulla) შვილი, ეს უკანასკნელი შვედი მეფის ინგე I-ის ქალიშვილი იყო.

ინგე II–ს სიკვდილის შემდეგ იგი შვედეთის ტახტის ერთ–ერთ მემკვიდრედ მოიაზრებოდა. გოთებმა (გოთლენდის მაშინდელი მოსახლეობა) იგი თავიანთ მეფედ აირჩიეს, მაგრამ სვეებმა ჩამოაგდეს და 1130 წელს იგი შვედეთიდან სვეების მეფის, სვერკერ I–ს მიერ იქნა გაგდებული დანიაში.

დანიაში მას უთანხმოება მოუვიდა ჰერცოგ შლეზვიგ კნუდ ლავარდთან და მოკლა იგი. ეს მკვლელობა გახდა მაპროვოცირებელი ფაქტი დანიაში სამოქალაქო ომის დაწყებისა და ყურესთან ბრძოლისას ფოტევიკ მაგნუსი დაიღუპა.

მაგნუსის ვაჟი და რიხეზა პოლონელის ვაჟი კნუდი შემდგომში ასევე იბრძოდნენ დანიის გვირგვინისათვის.