სიგიზმუნდ III ვაზა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სიგიზმუნდ III ვაზა
Zygmunt III Waza
Zygmunt III Waza.jpg
სიგიზმუნდ III ვაზა. ნახატი იან მატეიკო
პოლონეთი, პოლონეთი, ვაზა პოლონეთის მეფე, ლიტვა, ვაზალიტვის დიდი მთავარი
კორონაცია: პოლონეთი-1587 დეკემბერი, შვედეთი - 1594 19 დეკემბერი
მმართ. დასაწყისი: პოლონეთი-1587 აგვისტო, ლიტვა-1587 წლის აგვისტო, შვედეთი-1592 17 ნოემბერი
მმართ. დასასრული: პოლონეთი-1632 19 აპრილი, ლიტვა- 1632 წლის 19 აპრილი, შვედეთი-1599 24 ივლისი
წინამორბედი: პოლონეთი - სტეფან ბატორი, ლიტვა - სტეფან ბატორი, შვედეთი-იოჰან III
მემკვიდრე: პოლონეთი - ვლადისლავ IV, ლიტვა - ვლადისლავ IV, შვედეთი-კარლოს IX
სხვა წოდებები: შვედეთის მეფე ვაზა შვედეთის, გოთებისა და ვენდების მეფე
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 20.06.1566
დაბ. ადგილი: გრიპსხოლმი, შვედეთი
გარდ. თარიღი: 30.04.1632
გარდ. ადგილი: ვარშავა, პოლონეთი
მეუღლე: ანა ავსტრიელი
კონსტანცია ავსტრიელი
შვილები: ვლადისლავ IV ვაზა, იან II კაზიმირი
დინასტია: ვაზა ვაზას დინასტია
მამა: იოჰან III ვაზა
დედა: ეკატერინა იაგელონკა
რელიგია: კათოლიციზმი
ხელმოწერა: Sigismundus III Rex - signature.png

სიგიზმუნდ III (შვედ. Sigismund, პოლ. Zygmunt, ბელარ. Жыгімонт, ლიტვ. Zigmantas 1566 წლის 20 ივნისი — 1632 წლის 30 აპრილი) — პოლონეთის მეფე და ლიტვის დიდი მთავარი 1587 წლის 27 დეკემბრიდან, შვედეთის მეფე 1592 წლის 27 ნოემბრიდან - 1599 წლის ივლისამდე, გუსტავ ვაზას და სიგიზმუნდ I ხუცესი შვილიშვილი, შვედეთის მეფის იოჰან III-ისა და კატერინა იაგელონკას ვაჟი.

რეჩ პოსპოლიტის ტახტზე არჩევის შემდეგ, სიგიზმუნდი ცდილობდა თავის მმართველობის ქვეშ მოექცია რეჩ პოსპოლიტა და შვედეთი. მოკლე ხნით ეს მან კიდევაც შეძლო. 1592 წელს მან პირადი უნიით გააერთიანა ორივე სახელმწიფო, მაგრამ 1595 წელს შვედეთის პარლამენტმა სედერმანლანდის ჰერცოგი შვედეთის რეგენტად, არმყოფი მეფის მაგივრად. სიგიზმუნდა თავისი დარჩენილი ცხოვრების დიდი ნაწილი დახარჯა დაკარგული ტახტის დასაბრუნებლად.

სიგიზმუნდი საკმაოდ წინააღმდეგობრივ ფიგურად დარჩა პოლონეთის ისტორიაში. ერთი მხრივ, მისი დიდი ხნის მმართველობა რეჩ პოსპოლიტის სიძლიერის პიკს ემთხვევა. მეორე მხრივ, მისი მმართველობის დროს გამოჩნდა დაკნინების პირველი ნიშნები, რომლებმაც შემდგომ გამოიწვია პოლონეთ-ლიტვის სახელმწიფო.

მმართველობის დასაწყისი[რედაქტირება]

დაიბადა 1566 წლის 20 ივნისს ციხე-დარბაზ გრიპსხოლმიში, სადაც დედამისი კატერინა თავის მეუღლეს იოჰანს თან ახლდა - რომელიც საკუთარი ძმის ერიკ XIV მიერ იყო ჩამწყვდეული.

როგორც იაგელონების შთამომავალი დედის მხრიდან, 21 წლის პრინცი სიგიზმუნდი 1587 წელს არჩეულ იქნა პოლონეთის მეფედ, თავისი დეიდის ანნა იაგელონკის და გვირგვინის დიდი გეტმანის იან ზამოისკის დიდი ძალისხმევით. იაგელონების შვედი შთამომავლის მოწვევით პოლონეთის ტახტზე, პოლონეთის მხარე იმედოვნებდა შვედეთთან მოეგვარებინა ტერიტორიული პრობლემა და მიეღო სადავო მიწები ჩრდილოებით.

მალე კორონაციის შემდეგ სიგიზმუნდმა გაილაშქრა თავის მოწინააღმდეგეზე, ავსტრიის ერცჰერცოგ მაქსიმილიანზე; რომელიც დამარცხებული იქნა და ტყვედ ჩავარდა (1588), თუმცა გაათავისუფლეს 1589 წლის შეთანხმების შემდეგ, რომლის მიხედვით უარი თქვა პრეტენზიაზე პოლონეთის ტახტზე. სიგიზმუნდი არც თავისი გარეგნობით, არც ხასიათით პოლონელებს არ მოეწონათ; მის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება უფრო გაიზარდა, მას შემდეგ რაც ის გაემგზავრა რეველში, მამასთან შესახვედრათ (1589), ის საიდუმლოდ შევიდა მოლაპარაკებაში ერნესტთან, ავსტრიის ჰერცოგთან, რომელიც ცნობილი პირობებით თანახმა იყო უარი ეთქვა პოლონეთის ტახტზე მის სასარგებლოდ. ახალგაზრდა მეფემ ვერ მოახერხა დაემსახურებინა ძლიერი ზამოისკის სიმპატიები. პირველი უთანხმოება მათ შორის გამოიწვია ესტონეთმა, რომლის პოლონეთზე შემოერთების პირობა მისცა სიგიზმუნდმა შეთანხმების პუნქტების მიხედვით, მაგრამ ეს დაპირება მან არ შეასრულა. ამის შედეგად იყო მეფის საწინააღმდეგო საინკვიზიციო სეიმი (1592) და შესუსტებული სამეფო ძალაუფლება. ზამოისკის ადგილი რომელიც ფიქრობდა მეფის მართვას, დაიკავა იეზუიტებმა.

სიგიზმუნდის მთავარ ამოცანას შეადგენდა პოლონეთში კათოლიციზმის განმტკიცება, პროტესტანტიზმის სრულ განადგურებას და მართლმადიდებლობის დაკნინებას; მის დროს მოხდა ბრესტის უნიის გაფორმება. ამ ამოცანებთან ერთად ის ხელმძღვანელობდა მხოლოდ დინასტიური ინტერესებით. პოლონეთის შიდა ცხოვრებაში სიგიზმუნდის მმართველობა იყო სახელმწიფოს გახრწნის ეპოქის დასაწყისი. 1596 წელს მან პოლონეთის დედაქალაქი კრაკოვიდან ვარშავაში გადაიტანა.

სიგიზმუნდ III-ის პორტრეტი ცხენზე