ფრედერიკ VII

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფრედერიკ VII
დანიის მეფე
მმართ. დასაწყისი: 20 იანვარი, 1848
მმართ. დასასრული: 15 ნოემბერი, 1863
წინამორბედი: კრისტიან VIII
მემკვიდრე: კრისტიან IX
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 6 ოქტომბერი, 1808
გარდ. ადგილი: 15 ნოემბერი, 1863, (55 წლის)
დაკრძ. ადგილი: როსკილეს კათედრალი, დანია
მეუღლე: ვილჰელმინა მარია დანიელი
(ქ. 1828 - განქ. 1837)
მარიანა მეკლენბურგ-შტრელიცელი
(ქ. 1841 - განქ. 1846)
ლუიზა რასმუსენი
(ქ. 1850)
სრული სახელი: ფრედერიკ კარლ კრისტიანი
დინასტია: ოლდენბურგები
მამა: კრისტიან VIII, დანიის მეფე
დედა: შარლოტა ფრედერიკა მეკლენბურგ-შვერინელი
რელიგია: ლუთერანიზმი

ფრედერიკ VII (დ. 6 ოქტომბერი, 1808, კოპენჰაგენი — გ. 15 ნოემბერი, 1863, გლიუქსბურგი) — დანიის მეფე 1848–1863 წლებში ოლდენბურგების დინასტიიდან. კრისტიან VIII-ის ძე. 1848 წელს ჩაახშო რევოლუცია შლეზვიგსა და ჰოლშტაინში. დამარცხდა პრუსიასთან ომში (1848–1850). მწვავე კლასობრივი ბრძოლის პირობებში გააუქმა საბატონო ბეგარა 1848 წელს. 1849 წელს იძულებული გახდა დაემტკიცებინა კონსტიტუცია, რომელიც ზღუდავდა სამეფო ხელისუფლებას და საარჩევნო ხმის უფლებას ანიჭებდა ყველა 30 წლის მამაკაცს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]