კრისტიან IV

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კრისტიან IV
დანიისა და ნორვეგიის მეფე
კორონაცია: 29 აგვისტო, 1596, კოპენჰაგენი
მმართ. დასაწყისი: 4 აპრილი, 1588
მმართ. დასასრული: 28 თებერვალი, 1648
წინამორბედი: ფრედერიკ II
მემკვიდრე: ფრედერიკ III
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 12 აპრილი, 1577
გარდ. თარიღი: 28 თებერვალი, 1648, (70 წლის)
დაკრძ. ადგილი: როსკილეს კათედრალი, დანია
მეუღლე: ანა კათარინა ბრანდენბურგელი
(ქ. 1597 - გარდ. 1612)
კრისტენ მიუნკი (მორგანიკული)
(ქ. 1615)
შვილები: I ცოლისგან:
კრისტიანი
ფრედერიკ III, დანიის მეფე
ულრიკი
II ცოლისგან:
სოფია ელიზაბეთი
ლეონორა კრისტინა
ვალდემარი
ელიზაბეთ ავგუსტა
კრისტიანა
ჰედვიგი
დოროთეა ელიზაბეთი
კრისტიან ულრიკი
ჰანს ულრიკი
ულრიკ კრისტიანი
დინასტია: ოლდენბურგები
მამა: ფრედერიკ II, დანიის მეფე
დედა: სოფია მეკლენბურგ-გიუსტროველი
რელიგია: ლუთერანიზმი

კრისტიან IV (დან. Christian 4.; დ. 12 აპრილი, 1577 — გ. 28 თებერვალი, 1648 ) — დანიისა და ნორვეგიის მეფე 1588 წლის 4 აპრილიდან, ფრედერიკ II-ის ვაჟი.

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯერ კიდევ სამი წლის კრისტიანი ოფიციალურად სცნეს მემკვიდრედ. მეფემ პირადად შეადგინა ვაჟის აღზრდის გეგმა და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ირგვლიმყოფთა ცუდი ზეგავლენისგან ბიჭის დასაცავად. მამის გარდაცვალებამ, 11 წლის კრისტიანის მომავალ აღზრდაზე ცუდად იმოქმედა. მას სახელმწიფო საბჭოდან ოთხი მზრუნველი დაენიშნა. დანიის სამეფო კარის პარტიამ, უკმაყოფილომ იმით, რომ უფლისწულს გერმანელი ზრდიდა, მიაღწია თავისას და დანიელი დიდებულით შეაცვლევინა ეს უკანასკნელი. ამ ქმედებამ კი დედა-დედოფალ სოფია მეკლენბურგ-გიუსტროველთან ურთიერთობა გააფუჭა სახელმწიფო საბჭოსთან.

მმართველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეფე კრისტიან IV კორონაცია, მხატვარი ოტო ბაჩე, 1887.

ამ ყოველივემ კრისტიან IV-ის გონებრივ განვითარებაზე უარყოფითი ზეგავლენა იქონია. მისი მდიდარი ბუნებრივი მონაცემების მიუხედავად, რაც სწავლისა და ახლის შექმნის დაუოკებელი სურვილით გამოიხატებოდა, ამით კი, რუსეთის იმპერატორ პეტრე დიდსაც შეიძლება შევადაროთ, კრისტიან IV მეფობის წლები შეიძლება დახასიათდეს როგორც ბოლომოუბმელობის გამოხატულება მონარქის მხრიდან, რადგან იგი ბევრ რამეს იწყებდა და აღარ ამთავრებდა.

19 წლისამ ხელი კაპიტულაციას მოაწერა და გვირგვინიც დაადგეს 1596 წელს. მეფობის პირველ წლებში მან მკვეთრი სურვილი გამოხატა ნორვეგიის პოლიტიკური მდგომარეობის ასამაღლებლად, ასევე სახმელეთო და საზღვაო ჯარების გასაძლიერებლად და კალმარის უნიის აღსადგენად.

შვედეთთან პირველი ომის დროს, რაც სწორედ ხსენებული მიზეზით მოხდა, კრისტიან IV-მ არაერთხელ გამოავლინა გმირული ხასიათი, მაგრამ, მოწინააღმდეგის ძალები ვერ გათვალა და მარცხი განიცადა. მომდევნო პერიოდი, დანიის ოცდაათწლიან ომში მონაწილეობამდე, აღმშენებლობისა და დანიის დედაქალაქის გალამაზებით, ასევე ვაჭრობისა და ქვეყნის მრეწველობის განვითარების სუსტი მცდელობებით გამოირჩევა.

სამეფო კართან კრისტიან IV-ს კარგი ურთიერთობა ჰქონდა, მხოლოდ ერთხელ დაფიქსირდა აზრთა მკვეთრი სხვაობა სახელმწიფო საბჭოსთან როდესაც დანიის ოცდაათწლიან ომში ჩართვის საკითხი იყო გადასაწყვეტი. ეს ჩარევაც მისი რელიგიური გრძნობებით და განსაკუთრებით დიდი სურვილით იყო გაპირობებული, როგორმე განერღვია შვედეთისა და დასავლეთის სახელმწიფოების კავშირი და ჩრდილოეთ გერმანიაზე გაეძლიერებინა დანიის კონტროლი. მაგრამ მეფე კვლავ შეცდა გათვლებში. ლუბეკში ზავის დადების შემდეგ (1629) კრისტიან IV-მ არაერთი შიდარეფორმის გახორციელებას მიჰყო ხელი, თუმცა, ფინანსური სიძნელეების გამო, რეფორმების სრულად გატარება ვერ მოხერხდა.

იმის გამო, რომ ლუბეკის ზავით შვედეთმა პომერანიაზე ვერ დააწესა კონტროლი, ორ ქვეყანას შორის ახალი ომი დაიწყო და დანიისთვის არახელსაყრელი ბრიომსებოს ზავით დასრულდა 1654 წელს. ამ ომის დროსაც, ხანდაზმული ასაკის მიუხედავად, კრისტიან IV-მ არნახული სიმამაცე გამოიჩინა. 1644 წლის 1 ივლისს საზღვაო შეტაკებისას ჭურვის აფეთქების შედეგად თვალში დაჭრილი მეფე მაინც განაგრძობდა ჯარების სარდლობას, რამაც მისი სახელი უკვდაჰყო სიმღერებსა და თქმულებებში.

შვედეთთან ზავის მძიმე პირობებმა და ოჯახურმა აშლილობამ მეფის ჯანმრთელობაზე უარყოფიდად იმოქმედა და სამი წლის შემდეგ კრისტიან IV გარდაიცვალა.

წარუმატებელმა ომებმა კრისტიანის მიერ წამოწყებული ვაჭრობისა და მრეწველობის აღდგენა ამაო გახადა. მან გლეხების მდგომარეობის საგრძნობი გაუმჯობესება ვეღარ მოახერხა. განსაკუთთრებით მძიმე მდგომარეობა კუნძულ ზელანდიაზე სუფევდა, სადაც კრისტიან IV-ს ყველაზე მეტად სურდა თვალწარმტაცი ციხესიმაგრეების აგება.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კრისტიან IV ორჯერ იყო დაქორწინებული (მეორედ მორგანეტულად), შვილები კი ხუთი სხვადასხვა ქალისგან ჰყავდა; ეს კი საშინელ ოჯახურ ვითარებას აყალიბებდა. მისი მემკვიდრე მეორე ცოლისგან შეძენილი უფროსი ვაჟი ფრედერიკი გახდა, რომელიც ფრედერიკ III იწოდა, რადგან უკვე მემკვიდრედ გამოცხადებული სხვა ვაჟი თვით კრისტიან IV გარდაცვალებამდე წავიდა ამ ქვეყნიდან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Lockhart, Paul D. Denmark in the Thirty Years’ War, 1618-1648: King Christian IV and the Decline of the Oldenburg State (Susquehanna University Press, 1996)
  • Lockhart, Paul D. Denmark, 1513-1660: the rise and decline of a Renaissance monarchy ( Oxford University Press, 2007).
  • Scocozza, Benito, Christian IV, 2006 ISBN 978-87-567-7633-2

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: