გუსტავ III

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გუსტავ III

გუსტავ III (შვედ. Gustav III, დ. 13 (24) იანვარი, 1746 — გ. 29 მარტი, 1792), შვედეთის მეფე (1771 წლის 12 თებერვლიდან). ადოლფ ფრედრიკისა და ლუიზა ულრიკა პრუსიელის ვაჟი; ცოლად სოფია მაგდალენა დანიელი ჰყავდა. ვაჟი: გუსტავ IV ადოლფი.

1772 წელს უსისხლო გადატრიალება მოაწყო თავისუფლების ერად წოდებული ლიბერალური რეფორმების შესაწყვეტად და ერთპიროვნული მონარქია აღადგინა.

მის წინააღმდეგ შეთქმულება 1792 წლის 16 მარტს სამეფო ოპერაში გასროლით დასრულდა: მიღებული ჭრილობისგან მეფე 13 დღის შემდეგ გარდაიცვალა სტოკჰოლმში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: