ჰოკონ VII

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნორვეგიის მეფე ჰოკონ VII

ჰოკონ VII (ნორვ. Haakon VII, დ. 3 აგვისტო, 1872, შარლოტენლუნდის სასახლე, კოპენჰაგენთან ახლოს, დანია — გ. 21 სექტემბერი, 1957, ოსლო) — ნორვეგიის მეფე 1905 წლის 18 ნოემბრიდან (კორონაცია 1906, 22 ივნისი).

დაბადებით დანიის უფლისწული კარლი (კრისტიან ფრედერიკ კარლ გეორგ ვალდემარ აქსელი) გლუქსბურგების დინასტიიდან, კრისტიან IX-ეს ვაჟი, მამამისი 1906 წელს დანიის ტახტზე ფრედერიკ VIII-დ წოდებული ავიდა, უფროსმა ძმამ კი ტახტი 1912 წელს გადაიბარა როგორც კრისტიან X-ემ. ნორვეგიის მეფედ მას მერე აირჩიეს, რაც ქვეყანამ შვედეთთან დინასტიური კავშირი გაწყვიტა და მეფე ოსკარ II ტახტი დაატოვებინა. დედის მხრიდან ოსკარის უფროს ძმას კარლ XV-ს შვილიშვილად ერგებოდა, რომელსაც ვაჟები არ ჰყოლია, ამდენად, დედის ხაზით ნორვეგიის ტახტის მემკვიდრედ შეეძლო თავი მიეჩნია. ნორვეგიაში ჩასულმა სახელი ძველნორვეგიული ჰოკონით შეიცვალა, ხოლო ვაჟ ალექსანდრეს ულაფი დაარქვა (შემდგომში ულაფ V).

დაქორწინდა თავის კუზინა მოდ დიდბრიტანელზე, ედუარდ VII ქალიშვილზე. მის კუზენებს შორის, კრისტიან IX შვილიშვილები ნიკოლოზ II გეორგ V და კონსტანტინე I (საბერძნეთის მეფე) არიან (საბერძნეთის მეფე).

ჰოკონისა და მისი ოჯახის პატივსაცემად ანტარქტიდაზე არაერთი ობიექტი იქნა სახელდებული.

მეორე მსოფლიო ომის დროს ნორვეგია ნაცისტების მიერ იყო ოკუპირებული; ქვეყანაში ვიდკუნ ქუისლინგის კოლაბორაციონული ხელისუფლება დამყარდა. ჰოკონ VII ოჯახითურთ 1940 წლის 9 აპრილს ემიგრაციაში წავიდა და ლონდონში ჩაუდგა მთავრობას სათავეში, მისი ვენზელი - N7 - ნორვეგიაში წინააღმდეგობის სიმბოლოდ იქცა. ნორვეგიელთა შორის მეფე დიდი პოპულარობით სარგებლობდა, მისი 52-წლიანი მეფობა XX საუკუნეში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივად არის მიჩნეული.

სამხედრო წოდებები[რედაქტირება]

ჩინები: დანიის ადმირალი, ბრიტანეთის ადმირალი (1905, 25 ნოემბერი), გერმანიის ადმირალი (1906, 8 ივლისი).