ნიკოლა ანელკა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნიკოლა ანელკა
Nicolas Anelka 4690.jpg
ანელკა ჩელსის მაისურით, 2010 წელი.
პირადი მონაცემები
სრული სახელი ნიკოლა სებასტიენ ანელკა
დაბადების
თარიღი
14 მარტი, 1979 (1979-03-14) (35 წლის)
დაბადების
ადგილი
ივლინი, საფრანგეთი
სიმაღლე 1.85 მ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ვესტ ბრომვიჩი
ნომერი 39
ახალგაზრდული კარიერა
1983-1993 სენ-ქუენტინი
1993-1995 კლეროფონტეინი
1995-1996 პარი სენ-ჟერმენი
პროფესიონალური კარიერა
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1996–1997 პარი სენ-ჟერმენი 10 (1)
1997–1999 არსენალი 65 (23)
1999–2000 რეალ მადრიდი 19 (2)
2000–2002 პარი სენ-ჟერმენი 39 (10)
2001–2002 ლივერპული (იჯარით) 20 (4)
2002–2005 მანჩესტერ სიტი 89 (37)
2005–2006 ფენერბახჩე 39 (14)
2006-2008 ბოლტონი 53 (21)
2008-2012 ჩელსი 125 (38)
2012-2013 შანხაი 22 (3)
2013 იუვენტუსი (იჯარით) 2 (0)
2013- ვესტ ბრომვიჩი 0 (0)
ეროვნული ნაკრები
1997 საფრანგეთი U-20 3 (0)
1998-2010 საფრანგეთი 69 (14)
სამწვრთნელო კარიერა
2012 შანხაი (მოთამაშე მწვრთნელი)
† პროფესიულ კლუბებში ჩატარებული მატჩები და გოლები მოცემულია მხოლოდ ადგილობრივი ჩემპიონატის მონაცემებით და სწორია: 17 თებერვალი 2013.

‡ ეროვნულ მატჩებში მონაწილეობა და გოლები სწორია:
17 თებერვალი 2013.

ნიკოლა ანელკა (დ. 14 მარტი, 1979) — ფრანგი ფეხბურთელი, თამაშობს იტალიის სერია ა-ს კლუბ იუვენტუსში.

საკლუბო კარიერა[რედაქტირება]

პარი სენ-ჟერმენი

ანელკამ კარიერა დაიწყო პარი სენ-ჟერმენის ახალგაზრდულ გუნდში, 16 წლის ასაკში.

არსენალი

1997 წლის თებერვალში, 17 წლის ასაკში ანელკა გადავიდა არსენალში.

რეალ მადრიდი

1999 წლის ზაფხულში, ანელკა რეალ მადრიდმა £22.3 მილიონად შეიძინა.

დაბრუნება პარი სენ-ჟერმენში

£20 მილიონის სანაცვლოდ პარი სენ-ჟერმენმა ანელკა გაიფორმა.

ლივერპული

2001 წლის დეკემბერში, ის ლივერპულმა იჯარით სეზონის დასრულებამდე გადმოიბირა.

მანჩესტერ სიტი

2002 წლის 24 მაისს, პარი სენ-ჟერმენმა £13 მილიონად მიჰყიდა მანჩესტერ სიტის.

ფენერბახჩე

2005 წლის იანვარში, მანჩესტერულმა კლუბმა £7 მილიონის სანაცვლოდ გაუშვა ფენერბახჩეში

ბოლტონი

შემდეგი გაჩერება ბოლტონში, ეს შენაძენი კლუბისთვის რეკორდული იყო იმ დროისთვის, £8 მილიონი.

ჩელსი

2008 წლის 11 იანვარს ჩელსიმ £15 მილიონად გადაიბირა. ეს კლუბი ანელკას კარიერაში ყველაზე დიდ ხნიანი გაჩერებაა. მან ჩელსიში 4 წელი დაჰყო, ჩაატარა 125 მატჩი და გაიტანა 38 გოლი.

შანხაი შენჰუა

2012 წლის 1 იანვარს ანელკამ ჩინეთის კლუბში - შანჰაის მიაშურა. მისი ყოველწლიური ხელფასი დაახლოებით 12 მილიონი ევრო იყო.

იუვენტუსი

2013 წლის 26 იანვარს, ტურინის იუვენტუსმა მასთან გააფორმა 5 თვიანი კონტრაქტი, გახანგრძლივების პერსპექტივით. მისი ტურინული დებიუტი შედგა უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩში სელტიკის წინააღმდეგ.

ტიტულები[რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება]

არსენალი
რეალ მადრიდი
პარი სენ-ჟერმენი
ფენერბახჩე
ჩელსი
იუვენტუსი

სანაკრებო[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]