კლოდ მაკელელე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კლოდ მაკელელე
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
კლოდ მაკელელე სინდა
დაბადების
თარიღი
18 თებერვალი, 1973
დაბადების
ადგილი
კინშასა, ზაირი
სიმაღლე 170 სმ
სათამაშო
პოზიცია
საყრდენი ნახევარმცველი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1991-1997 ნანტი 169 (9)
1997-1998 მარსელი 32 (2)
1998-2000 სელტა 70 (3)
2000–2003 რეალ მადრიდი 94 (0)
2003–2008 ჩელსი 144 (2)
2008–2011 პარი სენ-ჟერმენი 98 (1)
სულ 607 (17)
ეროვნული ნაკრები
1995-2008 საფრანგეთი 71 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

კლოდ მაკელელე (ფრანგ. Claude Makélélé დ. 18 თებერვალი, 1973, კინშასა) — ფრანგი ვეტერანი ფეხბურთელი, საფრანგეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი. მიღებული აქვს მონაწილეობა მსოფლიოსა (2002, 2006) და ევროპის (2004, 2008) ჩემპიონატებზე. 2014 წლიდან არის საფეხბურთო კლუბ „ბასტიას“ მწვრთნელი. ის არის პირველი ფეხბურთელი, ვის შემდეგაც საფეხბურთო პოზიცია შეიქმნა: "მაკელელეს როლი".

კლოდ მაკელელემ კარიერა დაიწყო ნანტში, სადაც მან 6 სეზონი გაატარა და 200ზე მეტი მატჩის ჩატარებაც მოასწრო და თავი ძალიან კარგად წარმოაჩინა, რის შემდეგაც ფრანგი ნახევარმცველი გადავიდა მარსელში. 1997-1998 წლები მან მარსელში გაატარა, საიდანაც უკვე ის ესპანეთში, სელტაში გადაბარგდა. მაკელელემ სელტაში 2 წარმატებული სეზონი გაატარა. სწორედ სელტაში ჩამოყალიბდა ისეთი ტიპის საყრდენად, როგორიც მომავალში გახდა. სელტაში შესანიშნავი თამაშით მან მიიპყრო რეალ მადრიდის ყურადღება და 2000 წელს სელტა იძულებული იყო მაკელელე €14 მილიონად მიეყიდა მადრიდულ კლუბს. რეალ მადრიდში მან 3 სრული სეზონი გაატარა და მოახერხა 7 თასის მოგება, ისეთების როგორც უეფას ჩემპიონთა ლიგის, ესპანეთის პრიმერა დივიზიონის და სხვა პრესტიჟული ტურნირების. მაგრამ, მაკელელე ფიქრობდა რომ მას სათანადოდ არ უხდიდნენ. ამ ყველაფერს დაემატა დეივიდ ბეკჰემის ტრანსფერი რეალში და დელ ბოსკეს გათავისუფლება. მან რეალის მენეჯმენტს უკეთესი კონტრაქტი თხოვა მაგრამ იგი უარით გაისტუმრეს. ამიტომაც მან გადაწყვიტა გუნდის დატოვება და 2003 წელს ფრანგი საყრდენი ნახევარმცველი ჩელსიში გადავიდა. გუნდი თვლიდა რომ მაკელელეს დანაკარგს ვერ იგრძნობდნენ, მაგრამ აქ გამოეხმაურა მაკელელეს თანამემამულე ზინედინ ზიდანი რეალის პრეზიდენტს, როდესაც მან ბეკჰემი შეიძინა და მაკელელე გაყიდა:

ვიკიციტატა
„რა აზრი აქვს ბენტლიზე ოქროს საღებავის ახალ ფენის შემატებას, როდესაც მთლიან ძრავას კარგავ?“

ჩელსიში მაკელელე გუნდის ხერხემლად ჩამოყალიბდა. მან ორჯერ მოიგო ინგლისის პრემიერლიგა, ორჯერ მოიგო ინგლისის ლიგის თასი, ერთხელ ქომუნითი შილდი და ერთხელ ინგლისის ასოციაციის თასი. ლონდონში გატარებული 5 სეზონის მერე, უკვე ხანში შესული მაკელელე თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა პარი სენ-ჟერმენში, სადაც დაასრულა კარიერა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]