მობი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მობი
Moby 1.jpg
ბიოგრაფია
მეტსახელი Voodoo Child, Barracuda, UHF, The Brotherhood, DJ Cake, Lopez, და Mindstorm
დაბ. თარიღი 11 სექტემბერი, 1965
წარმოშობა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
ჟანრ(ებ)ი ტექნო
ტრანსი
ჰაუზი
ელექტრონიკა
ამბიენტი
საქმიანობა დიჯეი, სიმღერების ავტორი, მუსიკოსი
ინსტრუმენტ(ებ)ი კლავიშიანი ინსტრუმენტები, გიტარა, ბას გიტარა
აქტიური 1989-დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Mute Records (ინგლისი), V2 Records (აშშ), XL Recordings (ინგლისი), Elektra (აშშ), Instinct (აშშ), Outer Rhythm (ინგლისი), Virgin Records/EMI Records (Brazil)
ასოციაციები Vatican Commandos, UHF, Voodoo Child
საიტი moby.com

მობი (Moby, ნამდვილი სახელი რიჩარდ მელვილ ჰოლი) (* 11 სექტემბერი, 1965, ნიუ-იორკი) — ამერიკელი ელექტრონული მუსიკოსია. ფსევდონიმი თავისი ნათესავისგან, ჰერმან მელვილისგან ("მობი დიკის" ავტორი) ისესხა.

მუსიკალური კარიერა[რედაქტირება]

მუსიკოსმა თავდაპირველად სახელი გაითქვა პროგრესივის სტილში შესრულებული კომპოზიციით "Go", რომელშიც გამოყენებულია მოტივი სატელევიზიო შოუდან "ტვინ პიკს" - "ლაურა პალმერის თემა". მობი ასევე ცნობილია სინგლებით "Porcelain", "South Side" გვენ სტაფანისთან ერთად, "We Are All Made of Stars" და "Lift Me Up". მობის გამოშვებული აქვს სინგლები სხვადასხვა სახელებით (Voodoo Child, Barracuda, UHF, The Brotherhood, DJ Cake, Lopez, და Brainstorm/Mindstorm).

რამდენიმე მისი სიმღერა პოპულარულ მხატვრულ ფილმებშიც მოხვდა, რომელთა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია "ამბიანტ" სტილში შესრულებული "God Moving Over the Face of the Waters", ფილმიდან "მცხუნვარება" (Heat). მოგვიანებით, მისი სიმღერა "Why Does My Heart Feel So Bad?" გამოყენებულ იქნა თრეილერში ფილმისთვის "შავი ქორის განთიადი" (Black Hawk Down). სიმღერა "Exreme Ways" ფინალურ მოტივად დაედო ფილმებს "The Bourne Identity" და "The Bourne Supremacy". 1997-ში მობი გამოსცემს კომპოზიციათა კომპილაციას "I Like to Score", რომელშიც შესულია სხვადასხვა ფილმებისთვის შექმნილი მუსიკა.

მობი უკრავს ქიბორდზე (ასევე ცნობილია, როგორც სინთეზატორი), ჩვეულებრივ და ბას-გიტარებზე და ოდნავ ღიზიანდება, როცა მის ნამუშევრებს უახლეს ალბომებში ნიმუშებად მოიხსენიებენ. ის ერთ დროს პანკ ჯგუფის "Vatican Commandos" წევრი იყო, მაგრამ მიატოვა იგი 1989 წელს ელექტრონული მუსიკით გატაცების გამო.

მისი პირველი ალბომი Elektra Records-ისთვის იყო Everything is Wrong, რომელმაც კრიტიკოსთა ქება დაიმსახურა. მას მოჰყვა ჰარდ როკ-ელექტრო ალბომი სახელწოდებით Animal Rights 1996 წელს. 1997-ში მან გამოუშვა I Like to Score - ფილმებისთვის დაწერილ ნამუშევართა კომპილაცია. ერთ-ერთ კომპოზიციათაგანი ამ კომპილაციაში იყო ჯეიმზ ბონდის თემის განახლებული ვერსია. მიუხედევად ამისა, ორივე ალბომი კომერციულად წარუმატებელი აღმოჩნდა და მობიმ Elektra-სთან კავშირი გაწყვიტა.

მობი ნასა-რევაინდში, ნიუ-იორკი, 2004

მუსიკალური შემოქმედების 10 წლის თავზე მობი ქმნის მის ყველაზე წარმეტებულ ალბომს Play (1999, V2 Records). გავლენიანი მიმომხილველები და კრიტიკოსები ქებას ასხამენ მის ტალანტს, თუმცა მობის წინა პერიოდის ფანები იმედგაცრუებულნი რჩებიან. ალბომში 18 კომპოზიციაა და ისტორიაში პირველი ალბომი გახდა, რომლის თითოეულმა კომპოზიციამ კომერციული ლიცენზია მიიღო: "Porcelain" გამოჩნდა Bailey's Irish Cream-ისა და Nordstrom-ის სატელევიზიო რეკლამებში; "Find My Baby" რეკლამაში American Express-ისთვის გოლფის ჩემპიონ ტაიგერ ვუდსთან ერთად. ალბომის კომპოზიციები დამუშავებულ იქნა რამდენიმე რადიო ვარიანტადაც, თუმცა ის რადიოში გაშვების გარეშეც კი ფინანსურად საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა.

2001 წელს მობის კონფლიქტი მოსდის ემინემთან - მობი მის მუსიკას მიზოგინისტურსა (ქალთმოძულე) და ჰომოფობიურს უწოდებს. ემინემი მას საპასუხოდ სატირიზებას უკეთებს კომპზოციაში "Without Me", სადაც მობის "fag"-ს (მამათმავალს) უწოდებს, ხოლო მის შემოქმედებას კი გამოუსადეგარს. ემინემის თქმით ტექნოს არავინ უსმენს. მათი კონფრონტაცია კულმინაციას აღწევს 2002 წლის ემ-ტი-ვის ვიდეო მუსიკალურ დაჯილდოვებაზე (MTV Video Music Awards), თუმცა მობი აღიარებს ემინემის მუსიკალურ ტალანტს.

2002-ში მობის მცირე ხნით მიჰყავს საკუთარი გადაცემა ემ-ტი-ვი-ზე სახეელწოდებით Señor Moby's House of Music (სენიორ მობის მუსიკის სახლი), რომლის ძირითადი ფოკუსი ელექტრონული მუსიკის ყველაზე გაუგებარ ნამუშევრებზე იყო. ასევე 2002-ში მობი უშვებს ალბომს 18 (რომელიც, მიუხედავად ემინემის მტკიცებისა რომ მობის მუსიკას არავინ უსმენდა, გახდა მსოფლიოს ნომერ 1-ლი ალბომი მისი გამოშვებიდან სულ მცირე ხანში) - ტექნო ალბომი 18 კომპოზიციით. ყველაზე პოპულარული კომპოზიცია ალბომში გახდა "We Are All Made of Stars" (ჩვენ ყველა ვარსკვლავებისგან ვართ შექმნილი). მობის თქმით, მან ეს სიმღერა დაწერა 11 სექტემბრის ტერორისტული აქტის გამო, რომელიც მის დაბადების დღეს დაემთხვა.

მობი ვეგანიზმის მიმდევარი არა-დენომინაციური ქრისტიანია, ცხოვრობს ნიუ იორკის უბანში ლითლ იტალი, სადაც მას უკვე ათი წელია აქვს პატარა ბინა ხუთ-სართულიან შენობაში ქუჩაზე, დევიდ ბოუის პირისპირ. ის ფლობს მცირე რესტორანსა და ყავახანას სახეწოდებით TeaNY, სადაც ის შიგადაშიგ თავად ემსახურება ხოლმე სტუმრებს.

2005-ში ის უშვებს სინგლს Lift Me Up ალბომიდან Hotel, რომელშიც უამრავი რემიქსი შევიდა. ალბომს თან მოჰყვება კომპანია Digimpro-ს პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც საშუალებას აძლევს მსმენელს ალბომზე არესბული კომპოზიციების საკუთარი რემიქსები შექმნას და შეინახოს, როგორც mp3 ფაილი.

მობის 2005 წლის ევროპული ტურის ზოგიერთი კონცერტისთვის, კომპანიამ Liveherenow შოუზე მოსულ მსმენელთათვის 10 წუთში დაამზადა კომპაქტ დისკები იმავე კონცერტის ცოცხალი შესრულებით.

აქტივიზმი[რედაქტირება]

მობი ცნობილია როგორც მრავალ ლიბერალურ ღონისძიებათა აქტივისტი. ის მონაწილეობს პროექტებში MoveOn.org და PETA (ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია), იხ. en:PETA).

დისკოგრაფია[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : მობის დისკოგრაფია.
სტუდიური ალბომები
მცირე ტირაჟის ბონუს დისკები
  • Underwater (თანდართული Everything is Wrong)
  • Little Idiot (თანდართული Animal Rights)
  • Ambient Hotel (თანდართული Hotel)
  • 35 Minutes (შესაძლებელია ჩამოტვირთვა მხოლოდ iTunes-ზე)

ბიოგრაფიები[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]


მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=მობი&oldid=2536968“-დან