რეალი მადრიდი (საფეხბურთო კლუბი)

ვიკიპედიიდან

(გადამისამართდა გვერდიდან რეალი (მადრიდი))
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მადრიდის რეალი
Real Madrid
Real Madrid.png
სრული
სახელი
Real Madrid Club de Fútbol
დაარსდა 6 მარტი, 1902
სტადიონი სანტიაგო ბერნაბეუ
ტევადობა 80,354 მაყურებელი
პრეზიდენტი ესპანეთის დროშა ფლორენტინო პერესი
მწვრთნელი ჩილეს დროშა მანუელ პელეგრინი
ლიგა ლა ლიგა
2008-09 მეორე ადგილი
Team colours Team colours Team colours
Team colours
Team colours
 
ძირითადი
ფორმა
Team colours Team colours Team colours
Team colours
Team colours
 
რეზერვის
ფორმა
Team colours Team colours Team colours
Team colours
Team colours
 
მესამე
ფორმა

მადრიდის რეალი — ესპანური საფეხბურთო კლუბი. იგი ფიფამ XX საუკუნის საუკეთესო კლუბად დაასახელა. დაარსდა 1902 წლის 6 მარტს.


სექციების სია

[რედაქტირება] ისტორია

მადრიდში ფეხბურთი ლიბრე დე ენსენანცას სტუდენტებმა და პროფესორებმა შეიტანეს. მათ შორის რამდენიმე ოქსბრიჯის უნივერსიტეტებდამთავრებულები იყვნენ.

1895 წელს მათ დააარსეს კლუბი "საფეხბურთო ცა" (Football Sky), რომელიც კვირაობით თამაშობდა მონკლოაში.

1900 წელს იგი ორ კლუბად გაიყო: ახალი ფუტბოლ დე მადრიდი და ესპანიოლ დე მადრიდი. ამ უკანასკნელის პრეზიდენტი გახდა ხულიან პალასიოსი.

1902 წელს ეს კლუბიც გაიყო, რის შედეგადაც 1902 წლის 6 მარტს ჩამოყალიბდა მადრიდის საფეხბურთო კლუბი. მისი პირველი პრეზიდენტი იყო ხუან პადროს რუბიო. მოგვიანებით იგი მისმა ძმამ, კარლოსმა ჩაანაცვლა.

კლუბის თავდაპირველი სახელწოდება ასე ჟღერდა: "მადრიდ კლუბ დე ფუტბოლ". გუნდი ესპანეთის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა საგვარეულომ - პადროსებმა დაარსეს.

"მადრიდ კლუბ დე ფუტბოლი" დაარსებისთანავე ჩაება საფეხბურთო ფერხულში და იმთავითვე მოწინავე პოზიციები დაიკავა.

1902 წელს ალფონს XIII ის გამეფებასთან დაკავშირებით, ესპანეთში მოეწყო თასის გათამშება, რომელიც დღეს ესპანეთის თასის სტატუსს ატარებს, ზოგადად კი სამეფო თასად მოიხსენიებენ.

მადრიდის რეალის ისტორიაში პირველი ოფიციალური ტურნირი სწორედ 1902 წლის მეფის თასის გათამაშება გახლდათ. იმ ტურნირის ერთ-ერთი ორგანიზატორი მადრიდული საფეხბურთო კლუბის ერთ-ერთი დამაარსებელი კარლოს პადროსი გახლდათ.

სადებიუტო ტურნირში ახლადდაარსებულ კლუბს ხელი მოეცარა, მაგრამ მომდევნო წელს გუნდმა ფინალში თამაში უფლება მოიპოვა. გადამწყვეტ შეხვედრაში "მადრიდ კლუბ დე ფუტბოლი" ბილბაოს "ატლეტიკოსთან" დამარცხდა (ბილბაოს "ატლეტიკს" მაშინ სწორედ "ატლეტიკო" ერქვა).

1904 წელს, ანუ დაარსებიდან ორი წლის შემდეგ, მადრიდის რეალმა სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში - ესპანურმა კლუბმა უშუალო მონაწილეობა მიიღო უდიდესი საფეხბურტო ორგანიზაციის, ფიფას დაარსებაში.

ამ უცნაურმა მოვლენამ მადრიდის რეალის პირველ წარმატებეს დაუდო სათავე - 1905 წლიდან 1908 წლის ჩათვლით პარდოსების დაარსებულმა კლუბმა ზედიზედ 4 ჯერ იმარჯვა მეფის, ანუ ესპანეთის თაის გამათამაშებაში. სხვათა შორის, ეს მიღწევა დღემდე სარეკორდოა, ამ ტურნირის ისტორიაში. მისი გამეორება მხოლოდ ერთხელ მოხერხდა და ისიც ბილბაოს ატლეტიკომ შეძლო 1930- 33 წლებში.

სამეფო თასსზე მოპოვებული ბრწყინვალე გამარჯვებების გამო, ალფონს XIII-მ "მადრიდ კლუბ დე ფუტბოლს", უდიდესი დამსახურების ნიშნად, საკუთარი ინიციატივით, სახელში დაურთო სიტყვა "რეალ". მადრიდის "რეალის" დღევანდელი სახელწოდება სწორედ აქედან მოდის. იმ დღიდან მოყოლებული კლუბმა სამეფოს სტატუსი შეიძინა. მართლაი, მას შემდეგ რამდეიმე ესპანურმა კლუბმა სახელში საკუთარი ინიციატივით "რეალი" ჩაიმატა (იგივე "რეალ მალიორკა", "რეალ სოსიედადი" ), მაგრამ პირენეის ნახევარ კუნძულზე ყველა აღიარებს, რომ ერთადერთი სამეფო კლუბი სწორედ მადრიდის "რეალია".

მიუხედავად იმისა, რომ პადროსების დაარსებულმა კლუბმა მეფისგან ასეთი წყალობა მიიღო, გუნდი ვერა და ვერ ახერხებდა კუთვნილი პოზიციის დამკვიდრებას - დედაქალაქელებს "ბარსელონა" და ბილბაოს "ატლეტიკი", წარმატების მხრივ საგრძნობლად სჯობდნენ.

1910 წლიდან მოყოლებული მადრიდის"რეალს" მძიმე პერიოდი დაუდგა - გუნდი წარმატების გამეორებას ვერა და ვერ ახერხებდა. ესპანეთის თასის გათამაშებაში კარგა ხნის მანძილზე მხოლოდ ერთხელ იმარჯვა - 1917 წელს.

1928 - 29 წლის სეზონი ესპანეთის ჩემპიონატებში სადებიუტო სეზონია. პრიმერა დივიზიონი სწორედ იმ წლების ჩმეპიონატიდან იღებს სათავეს.

რეალის პირველი სტადიონი

სასტარტო პიველობაზე მადრიდის "რეალმა" ათ გუნდში მეორე ადგილი დაიკავა - თვრამეტი შეხვედრიდან თერთმეტი მოიგო და ექვსი წააგო. ამას ორი წლის მანძილზე ჩავარდნა მოყვა. მერე კი 1932 და 1933 წლებში მადრიდის "რეალი" ზედიზედ ორჯერ ხდება ესპანეთის ჩემპიონი.

1943 წელს მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი ანტონიო სანტოს პერალბა თანამდებობიდან გადადგა და კლუბის მეთაურის სავარძელი სანტიაგო ბერნაბეუს დაუთმო, კაცს, რომლის სახელიც დღეს რეალთან ასოცირედება.

ახალმა პრეზიდენტმა გუნდი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ჩაიბარა, თუმცა სანტიაგოს იმდენად უყვარდა "რეალი", რომ მალე "შვილობილი" მსოფლიოს უძლიერეს კლუბად აქცია.

1946 წელს საგრძნობლად გაძლიერებულმა მადრიდის "რეალმა" ათწლიანი შესვენების შემდეგ ესპანეთის თასი მოიპოვა. გუნდმა ტიტული მომდევნო სეზონშიც შეინარჩუნა.

1947 წლის 14 თებერვალს მადრიდში ახალი საფეხბურთო სტადიონი გაიხსნა, რომელსაც კლუბის პრეზიდენტის საპატიცვემულოდ "ესტადიო სანტიაგო ბერნაბეუ" ეწოდა. ეს სტადიონი უფრო თანამდეროვე იყო, ვიდრე 20-იან წლებში აგებული 22 ათასიანი "ჩამარტინი".

"რეალის" მაისური ბევრმა სახელგანთქმულმა ფეხბურთელმა მოირგო: არგენტინელმა ექტორ რიალმა, ფრანგმა რაიმონ კოპამ, ბრაზილიელმა დიდიმ, ურუგვაელმა ხოსე სანტა მარიამ, უნგრელმა ფერენც პუშკაშმა, ესპანელმა ვარსკვლავებმა: მარკოტოსმა, მუნიოსმა, ჰენტომ და სხვებმა, მაგრამ დონ სანტიაგოს პრეზიდენტობის დროს ყველაზე სარფიანი გარიგება, რაღა თქმა უნდა, ალფრედო დისტეფანოს "რეალში" მიწვევა გახლდათ.

1956 წელს პირველად ჩატარდა ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის გათამაშება. 13 ივნისს, პარიზში მადრიდის "რეალმა" საფრანგეთის უძლიერესი კლუბი "სტად დე რეიმსი" 4:3 დაამარცხა და პირველად მოიპოვა კონტინენტის საუკეთესო კლუბის ტიტული.

შემდგომი 4 წლის მანძილზე "რეალმა" არავის დაუთმო ჩემპიონთა თასი, რაც ამ ტურნირის ისტორიაში უნიკალური მიღწევა გახლავთ და ალბათ, არც არასდროს განმეორდება.

50-იანი წლები, რომელიც უდავოდ მადრიდის "რეალის" იყო, 60-იანმა წლებმა შეცვალა. ათწლეულის პირველი წელიწადი, ანუ 1960 წელი "რეალისთვის" ბრწყინვალე გამოდგა - გუნდმა ჩემპიონთა თასზე მეხუთე გამარჯვება მოიპოვა, სძლია რა ფრანკფურტის "აინტრახტს" 7:3. ეს შეხვედრა ბევრი საფეხბურთო ჟურნალისტის აღიარებით ყველა დროის საუკეთესო საფეხბურთო მატჩი. იმავე წელს მადრიდის "რეალმა" პირველად გათამაშებული საკონტინენტთაშორისო თასი მოიპოვა.

მადრიდის რეალის ყველა გერბი

60-იანი წლების მიწურულს მადრიდის "რეალი" ნელ-ნელა დასტოვეს გუნდის ლიდერებმა. კლუბმაც ბებერ კონტინენტზე წამყვანი პოზიციები დათმო - მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთში მადრიდის "რეალს" კვალვ არ ჰყავდა ბადალი, ჩემპიონთა თასის გათამაშებაში სამეფო კლუბი ძველებურად ვეღარ ბრწყინავდა.

1975 წელს მადრიდის "რეალის" პრეზიდენტობის თანამდებოდიდან გადადგა დონ სანტიაგო ბერნაბეუ. მისი ხელმაძღვანელობით მადრიდის "რეალმა" არც მეტი არც ნაკლები, ზუსტად 29 ტიტული მოიგო: ესპანეთის ჩემპიონატი16- ჯერ, ექვსჯერ ესპანეთის თასი და ჩემპიონთა თასი, ერთხელ კი საკონტინენტთაშორისო თასი.

1978 წელს დონ სანტიაგო ბერნაბეუ 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მისი გზის გამგრძელებლებმა "რეალისთვის" ძველი დიდების დაბრუნება ვერადავერ მოახერხეს. კლუბი საუკეთესო იყო ესპანურ სარბიელზე. ჯილდოს ჯილდოზე იგებდა, მაგრამ ევროარენაზე გამარჯვებას საშველი არ დაადგა.

სანტიაგო ბერნაბეუ

1981 წელს მადრიდის "რეალი" ჩემპიონთა თასის გათამაშების ფინალში გავიდა, მაგრამ ესპანელებს იმ წლების მსოფლიოს საუკეთესო კლუბმა "ლივეპულმა" აჯობა. სხვათაშორის, მადრიდის "რეალი" თბილისელმა გულშემატკივარმა სწორედ იმ წელს იხილა - 1981 წლის გაზაფხულზე თბილისის მაშინდელ ვ.ი ლენინის სახელობის სტადიონზე ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალში მოსკოვის "სპარტაკმა" "რეალს" უმასპინძლა. ის თამაში ფრედ - 0:0 დამთავრდა.

რაც შეეხება მადრიდის "რეალისა" და "დინამოს" დაპირისპირებას, ეს მოხდა 1981 წელს. მადრიდში, "დონ სანტიაგოს თასი" გათამაშდა, რომლის ნახევარფინალში "რეალმა" თბილისის "დინამოს" 4:2 სძლია. სწორედ ამ შეზვედრაში მოსტეხა მადრიდელმა მცველმა ანხელმა დავით ყიფიანს ფეხი. სხვათაშორის, იმ ტურნირის საუკეთესო ბომბარდირად და საუკეთესო მოთამაშედ დინამოელები დასახელდნენ - შესაბამისად, რამაზ შენგელია და ვლადიმერ გუცაევი.

1985-86 წლებში მადრიდის "რეალმა" 2 ჯერ მოიპოვა უეფას თასი, პრიმერა დივიზიონში კი ზედიზედ 5 გამარჯვებისგან შემდგარი სერია გამოაცხო.

90-იანი წლების დასაწყისი "რეალიასთვის" მძიმე გამოდგა-კლუბი ვერა და ვერ ახეხებდა უპირველესი კონკურენტის, "ბარსელონას" ჩრდილაიდან გამოსვლას.

[რედაქტირება] შემადგენლობა

2009 წლის 9 ივლისისთვის .

ნომერი პოზიცია მოთამაშე
1 ესპანეთის დროშა მეკარე იკერ კასილასი (ვიცე-კაპიტანი)
2 ესპანეთის დროშა მცველი ალვარო არბელოა
3 პორტუგალიის დროშა მცველი პეპე
4 ესპანეთის დროშა მცველი სერხიო რამოსი
5 ესპანეთის დროშა ნახევარმცველი ფერნანდო გაგო
6 მალის დროშა ნახევარმცველი მაჰამადუ დიარა
7 ესპანეთის დროშა თავდამსხმელი რაული (კაპიტანი)
8 ბრაზილიის დროშა ნახევარმცველი კაკა
9 პორტუგალიის დროშა ნახევარმცველი კრისტიანო რონალდო
10 საფრანგეთის დროშა ნახევარმცველი ლასანა დიარა
11 საფრანგეთის დროშა თავდამსხმელი ქარიმ ბენზემა
12 ბრაზილიის დროშა მცველი მარსელო
ნომერი პოზიცია მოთამაშე
13 პოლონეთის დროშა მეკარე იერჟი დუდეკი
14 ესპანეთის დროშა ნახევარმცველი გუტი
15 ნიდერლანდის დროშა მცველი როისტონ დრენტე
17 ნიდერლანდის დროშა თავდამსხმელი რუუდ ვან ნისტელროი
18 ესპანეთის დროშა მცველი რაულ ალბიოლი
19 არგენტინის დროშა მცველი ესეკიელ გარაი
20 არგენტინის დროშა თავდამსხმელი გონსალო იგუანი
21 გერმანიის დროშა მცველი კრისტოფ მეტცელდერი
22 ესპანეთის დროშა მცველი ხაბი ალონსო
23 ნიდერლანდის დროშა ნახევარმცველი რაფაელ ვან დერ ვაარტი
24 ესპანეთის დროშა მეკარე ესტებან გრანერო
13 ესპანეთის დროშა მეკარე ანტონიო ადანი

[რედაქტირება] პრეზიდენტები

ფლორენტინო პერესი

არსებობის მანძილზე მადრიდის რეალი იმართებოდა კლუბის წევრებისაგან შემდგარი ჯგუფისაგან, რომელსაც ე.წ. სოსიოსი ჰქვია. ყველაზე დიდ ხანს სამეფო კლუბის პრეზიდენტი სანტიაგო ბერნაბეუ იესტე იყო, რომელიც რეალის პირველი პირი 35 წლის მანძილზე(1943-1978 წ.წ.) გახლდათ. 2000 წლის ივლისიდან კი, სამეფო კლუბის საპატიო პრეზიდენტის თანამდებობა ალფრედო დი სტეფანოს უკავია.

სახელი -დან -მდე
ესპანეთის დროშა ხულიან პალასიოსი 1900 1902
ესპანეთის დროშა ხუან პადროსი 1902 1904
ესპანეთის დროშა კარლოს პადროსი 1904 1908
ესპანეთის დროშა ადოლფო მელენდესი 1908 1916
ესპანეთის დროშა პედრო პარახესი 1916 1926
ესპანეთის დროშა ლუის დე ურკიხო 1926 1930
ესპანეთის დროშა ლუის უსერა 1930 1935
ესპანეთის დროშა რაფაელ სანჩეს გუერა 1935 1936
ესპანეთის დროშა ადოლფო მელენდესი 1936 1940
ესპანეთის დროშა ანტონიო სანტოს პერალბა 1940 1943
ესპანეთის დროშა სანტიაგო ბერნაბეუ იესტე 1943 1978
ესპანეთის დროშა ლუის დე კარლოსი 1978 1985
ესპანეთის დროშა რამონ მენდოსა 1985 1995
ესპანეთის დროშა ლორენსო სანსი 1995 2000
ესპანეთის დროშა ფლორენტინო პერესი 2000 2006
ესპანეთის დროშა რამონ კალდერონი 2006 2009
ესპანეთის დროშა ფლორენტინო პერესი 2009 -

[რედაქტირება] მწვრთნელები

მანუელ პელეგრინი

რეალის პირველი მწვრთნელი ინგლისელი არტურ ჯონსონი იყო. მის შემდეგ სამეფო კლუბში სხვადასხვა დროს 41 სპეციალისტი მუშაობდა. ყველაზე დიდ ხანს "ბლანკოსს" მიგელ მუნიოსი(1960-1974) უძღვებოდა, რომლის თავკაცობითაც სამეფო კლუბმა 424 მატჩი ჩაატარა. ახლა მადრიდელებს მანუელ პელეგრინი წვრთნის.

ქვემოთ მოყვანილ ცხრილში ის მწვრთნელებია ნახსენები, რომლებმაც რეალს მინიმუმ ერთი ტიტული მაინც მოაგებინეს.

სახელი დრო ტიტულები ჯამში
შინასარბიელი საერთაშორისო
ეჩ ეთ ეს ლთ ჩლ უთ უს სთ
ინგლისის დროშა არტურ ჯონსონი 1910–20
0
5
0
0
0
0
0
0
5
უნგრეთის დროშა ლიპო ჰერტსკა 1930–32
1
0
0
0
0
0
0
0
1
ავსტრიის დროშა რობერტ ფირსტი 1932–34
1
0
0
0
0
0
0
0
1
ესპანეთის დროშა ფრანსისკო ბრუ 1934–41
0
1
0
0
0
0
0
0
1
ესპანეთის დროშა ხაკინტო კინკოსესი 1945–46, 1947–48
0
1
0
0
0
0
0
0
1
ესპანეთის დროშა ბალტასარ ალბენისი 1946–47, 1950–51
0
1
0
0
0
0
0
0
1
ურუგვაის დროშა ენრიკე ფერნანდესი 1953–54
1
0
0
0
0
0
0
0
1
ესპანეთის დროშა ხოსე ვილიალონგა 1954–57
2
0
0
0
2
0
0
0
4
არგენტინის დროშა ლუის კარნილია 1957–59, 1959
1
0
0
0
2
0
0
0
3
ესპანეთის დროშა მიგელ მუნიოსი 1959, 1960–74
9
2
0
0
2
0
0
1
14
იუგოსლავიის დროშა მილიან მილიანიჩი 1974–77
2
1
0
0
0
0
0
0
3
იუგოსლავიის დროშა ვუიადინ ბოშკოვი 1979–82
1
1
0
0
0
0
0
0
2
ესპანეთის დროშა ლუის მელოუნი 1974, 1977–79, 1982, 1985–86
3
3
0
1
0
2
0
0
9
ნიდერლანდის დროშა ლეო ბეენჰაკერი 1986–89, 1992
3
1
1
0
0
0
0
0
5
უელსის დროშა ჯონ ტოშაკი 1989–90, 1999
1
0
1
0
0
0
0
0
2
არგენტინის დროშა ალფრედო დი სტეფანო 1990–91
0
0
1
0
0
0
0
0
1
ესპანეთის დროშა ბენიტო ფლორო 1992–94
0
1
1
0
0
0
0
0
2
ესპანეთის დროშა ვისენტე დელ ბოსკე 1994, 1999–2003
2
0
1
0
2
0
1
1
7
არგენტინის დროშა ხორხე ვალდანო 1994–1996
1
0
0
0
0
0
0
0
1
იტალიის დროშა ფაბიო კაპელო 1996–1997, 2006–2007
2
0
0
0
0
0
0
0
2
გერმანიის დროშა იუპ ჰაინკესი 1997–1998
0
0
1
0
1
0
0
0
2
ნიდერლანდის დროშა გუუს ჰიდინკი 1998–1999
0
0
0
0
0
0
0
1
1
პორტუგალიის დროშა კარლუშ კეირუში 2003–2004
0
0
1
0
0
0
0
0
1
გერმანიის დროშა ბერნდ შუსტერი 2007–2008
1
0
1
0
0
0
0
0
2
ესპანეთის დროშა ხუან დე რამოსი 2008-2009
0
0
0
0
0
0
0
0
0
ჩილეს დროშა მანუელ პელეგრინი 2009-
0
0
0
0
0
0
0
0
0

[რედაქტირება] ტიტულები

1931-32, 1932-33, 1953-54, 1954-55, 1956-57 1957-58, 1960-61, 1961-62, 1962-63, 1963-64 1964-65, 1966-67, 1967-68, 1968-69, 1971-72 1974-75, 1975-76, 1977-78, 1978-79, 1979-80 1985-86, 1986-87, 1987-88, 1988-89, 1989-90 1994-95, 1996-97, 2000-01, 2002-03, 2006-07 2007-08


  • ესპანეთის თასი (17-ჯერ):

1904-05, 1905-06, 1906-07, 1907-08, 1916-17, 1933-34 1935-36, 1945-46, 1946-47, 1961-62, 1969-70, 1973-74 1974-75, 1979-80, 1981-82, 1988-89, 1992-93


  • ესპანეთის სუპერ თასი (7-ჯერ):

1988-89, 1989-90, 1990-91, 1993-94, 1997-98, 2001-02, 2003-04


1955-56, 1956-57, 1957-58, 1958-59, 1959-60, 1965-66, 1997-98, 1999-2000, 2001-2002

1955/56 4-3 vs. სტად დე რეიმსი, შამპანი 1956/57 2-0 vs. ფიორენტინა 1957/58 3-2 vs. მილანი 1958/59 2-0 vs. სტად დე რეიმსი, შამპანი 1959/60 7-3 vs. ფრანკფურტის აინტრახტი 1965/66 2-1 vs. ბელგრადის პარტიზანი 1997/98 1-0 vs. იუვენტუსი 1999/00 3-0 vs. ვალენსია 2001/02 2-1 vs. ლევერკუზენი ბაიერი


1984-85 1985-86


1960 1998 2002


2002

[რედაქტირება] სასარგებლო ბმულები

ოფიციალური ვებ-გვერდები

გუნდის სიახლეები

Soccer.png  პორტალი ფეხბურთი — დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები ფეხბურთზე.

პირადი ხელსაწყოები