ბახვისწყალი
|
|
|
|---|---|
ბახვისწყალი კუროტ ბახმაროს ტერიტორიაზე |
|
| დახასიათება | |
| სიგრძე | 42 კმ კმ |
| აუზის ფართობი | 156 კვ2 კმ² |
| წყლის ნაკადი | |
| სათავე | მესხეთის ქედი |
| ჩაედინება | სუფსა |
| ქვეყნები | საქართველო |
| ბახვისწყალი ვიკისაწყობზე | |
ბახვისწყალი — მდინარე გურიაში, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, სუფსის მარცხენა შენაკადი. სიგრძე 42 კმ, აუზის ფართობი 156 კმ2. იერთებს 90-ზე მეტ პატარა შენაკადს, რომელთა საერთო სიგრძეა 127 კმ. საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლებით. წყალდიდობა გაზაფხულზე იცის (უდიდესი დონე და ხარჯი მაისში), წყალმცირობა - ზაფხულის ბოლოსა და შემოდგომის დასაწყისში (უმცირესი დონე და ხარჯი აგვისტოში). საშუალო წლიური ხარჯი 6,18 მ3/წმ.
სათავე აქვს მესხეთის ქედის ჩრდილო-დასავლეთ კალთაზე, სამთო დასახლება ზოტიყელის სიახლოვეს. ზღვის დონიდან 2585 მ-ზე ჩამოუდის კურორტ ბახმაროს. ბახვისწყლის ნაპირებზე არის სოფლები უკანავა, ვანისქედი, მთისპირი, ოქროსქედი, მშვიდობაური, ფამფალეთი, ზედა ბახვი. სოფ. ნაგომართან ერთვის მდინარე სუფსას. ბახვისწყლისხეობაში დგას გურიაში უძველესი ასკანის ციხე.
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ 2009 წლის მაისში გააფორმა მემორანდუმი კერძო კომპანიასთან, რაც ითვალისწინებს სოფელ უკანავაში ოთხკასკადიანი ჰიდროელექტროსადგურის, ბახვი-III-ის, აშენებას.[1]
[რედაქტირება] ლიტერატურა
- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, გვ. 254, თბ., 1977 წელი.