ალფონსო I (არაგონი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალფონსოს ქანდაკება მადრიდში

ალფონსო I (ესპ. Alfonso I) (1073/1074 - 8 სექტემბერი 1134) არაგონის და ნავარის მეფე 1104 - 1134 წლებში. სანჩო Iს ვაჟი. იქორწინა ურაკა, კასტილიის დედოფალი, ალფონსო VIს ასული (1082 - 1126).

1114 წელს ალფონსომ აიღო ტულედუს ციხე და გახადა იგი არაგონელთა ფორპოსტი მდ. ერბოს აუზში. შემდეგ ფრანგი რაინდების დახმარებით დაამარცხა არაბები და 7 თვიანი ალყის შემდეგ, 1118 წლის 18 დეკემბერს აიღო სარაგოსა - მთავარი მუსულმანური ქალაქი ჩრდილო ესპანეთში. ამის შემდეგ მას არაფერი არ უშლიდა ხელს, თავისი სამეფო სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ გაეფართოვებინა.

ალფონსომ დედაქალაქი სარაგოსაში გადაიტანა და 1120 წელს დაამარცხა არაბები კუტანდასთან. 1126 წელს მან მესამედ დაამარცხა არაბები არინსოლთან, ლუსენას მახლობლად და ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს მიაღწია.

ამ პერიოდში მას მოუწია თავის ცოლთან - კასტილიის დედოფალთან ომი. 1127 წელს მან კასტილიაზე უარი თქვა თავისი გერის ალფონსო VIIს სასარგებლოდ.

1134 წლის სექტემბერში მან წააგო ბრძოლა ფრაგასთან. იგი მალე ავად გახდა და მოკვდა. ვინაიდან მას არ ჰყავდა შვილები, მან სამეფო პალესტინურ რაინდულ ორდენებს უანდერძა.

ლიტერატურა[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
  • Рыжов, K. (1999). Энциклопедия - Все монархи мира - Западная Европа. Вече, Москва.