ტაიფა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტაიფები პირენეს ნახევარკუნძულზე 1037 წლისათვის.

ტაიფა (ესპ. taifa, არაბ. طائفة) — პირენეს ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე მდებარე ისლამური საამიროების ისტორიულ-გეოგრაფიული სახელწოდება. ტაიფები წარმოიქმნა კორდოვის სახალიფოს ფეოდალური დაქუცმაცებულობის პერიოდში და არსებობდნენ 1031 წლიდან რეკონკისტის დასასრულამდე, 1492 წლამდე. გრანადის საამირო (10132 იანვარი 1492) — იყო უკანასკნელი არაბული ტაიფა ევროპაში და უკანასკნელი ისლამური სახელმწიფო პირენეს ნახევარკუნძულზე. მისი აღებით დასრულდა რეკონკისტა, ქრისტიანების 800-წლიანი განამათავისუფლებელი ბრძოლა არაბების წინააღმდეგ. გრანადის დაცემას ისევე, როგორც კონსტანტინოპოლის აღებას ჰქონდა უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობა ევროპის ისტორიაში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]