ელექტროლიზი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ელექტროლიზის აპარატის ილუსტრალია, რომელსაც სასკოლო ლაბორატორიებში იყენებენ

ელექტროლიზი ეწოდება - ელექტროლიტში შემავალ ნივთიერებათა ელექტროდებზე გამოყოფის პროცესს . ელექტროლიზი — ფიზიკო-ქიმიური მოვლენაა, როდესაც ელექტროდებზე ხდება ხსნარების შემადგენელი ნაწილაკების ან ნივთიერებების დალექვა გამოყოფა, რაც არის ელექტროდებზე მეორადი რეაქცია-შედეგი ელექტრო დენის ხსნარში გატარებით. სითხე, ისევე როგორც მყარი სხული შეიძლება იყოს დიელეკტრიკი, გამტარი და ნახევარგამტარი. მჟავების, ტუტეებისა და მარილების წყალხსნარებს ელექტროლიტები ეწოდება. განვიხილოთ მოვლენა რომელიც დაკავშირებულია ელექტროლიტებში მუდმივი დენის გავლასთან ( ელექტროლიტებში დენის გადამტანები არიან დისოციაციის შედეგად წარმოქმნილი დადებითი და უარყოფითი იონები. ელექტრული დისოციაცია ეწოდება ელექტროლიტთა გახსნისას წყლის პოლარული მოლეკულების ელექტრული ველის გავლენით ელექტროლიტთა მოლეკულების დაშლას ცალკეულ იონებად).

მოქმედების არსი[რედაქტირება]

ელექტროლიტში ჩავუშვათ ორი გამტარი ფირფიტა და შევაერთოთ ისინი მუდმივი დენის წყაროს ბატარეის პოლუსებთან. მაშინ ელექტროლიტში შეიქმნება ერთგვაროვანი ელექტროსტატიკური ველი, რომელიც გამოიწვევს იონების მოწესრიგებულ მოძრაობას, შესაბამისი ელექტროდებისაკენ. დადებითი იონები მივლენ უარყოფით პოლუსთან შეერთებულ ელექტროდთან (კათოდთან), ხოლო უარყოფითი იონები დადებით პოლუსთან შეერთბულ ელექტროდთან ( ანოდთან). დადებითი იონები კათოდთან შეხებისას შეიძენენ დაკარგულ ელექტრონებს და გადაიქცევიან ნეიტრალურ ატომებად. უარყოფითი იონები ანოდთან შეხებისას ანოდს გადასცემენ ზედმეტ ელექტრონებს და გადაიქცევიან მოლეკულებად ან ნეიტრალურ ატომებად. ანოდზე გადასული ელექტრონები დენის წყაროს მეშვეობით გადაიტანება კათოდზე და უერთდება იქ მისულ დადებით იონებს. ამ პროცესის დროს კათოდზე გამოიყოფა ნივთიერების ნეიტრალური ატომები.

ფარადეის პირველი კანონი[რედაქტირება]

1832 წელს ფარადეიმ შეამჩნია, რომ რაც უფრო დიდხანს გადიოდა ელექტროლიტში მუდმივი დენი, მით მეტი ნივთიერების რაოდენობა გამოიყოფა არჩეულ ერთ-ერთ ელექტროდზე. ე.ი. გამოყოფილი მასა დენის დინების დროის პროპორციული აღმოჩნდა. იმის შესასწავლად თუ როგორ იყო დამოკიდებული ელექტროდზე გამოყოფილი ნივთიერების მასა დენის ძალის სიდიდეზე, ფარადეიმ დენი გაატარა A, a, B და C ჭურჭელში მოთავსებულ სრულიად ერთნაირი კონცენტრაციისა და გვარობის ელექტროლიტებში რადგან B და C ჭურჭელში ჩასხმული ელექტროლიტები წრედში პარალელურად არიან ჩართული და მათ საერთო წინაღობა აქვთ, ამიტომ

I2=I3=I/2 , I1=2I2=2I3 .

ფარადეიმ გაზომა თითოეულ ჭურჭელში ჩაშვებულ კათოდზე გამოყოფილი ნივთიერებების მასა, დარწმუნდა რომ B და C ჭურჭელში კათოდებზე გამოყოფილი ნივთიერებების მასები ერთნაირი სიდიდის იყო m2= m3 , და ეტოლებოდა A ჭურჭელში კათოდზე გამოყოფილი ნივთიერების მასის ნახევარს m2=1/2m1=m3 . ფარადეიმ დაადგინა რომ ელექტროდებზე გამოყოფილი ნივთიერებების მასა ელექტროლიტში გავლილი დენის ძალის პროპორციულია და ცდების შედეგად დაასკვნა, რომ

M=k\cdot Q=k\cdot I\cdot t

ფორმულა გამოსახავს ფარადეის კანონს. ელექტროლიზის დროს თითოეულ ელექტროდზე გამოყოფილი ნივთიერების მასა პირდაპირპროპორციულია ელექტროლიტში გამავალი დენის ძალისა, დენის დინების დროისა.

ფორმულის გამოყვანა[რედაქტირება]

m = m_i N_i \,\! (1)

m_i = \frac{\mu}{N_A} (2)

N_i = \frac{\Delta q}{q_i} (3)

\Delta q = I \Delta t \,\! (4)

q_i = e z \,\!, სადაც z — ნივთიერების ატომის (იონის) ვალენტობა, e — ელექტროდის მუხტი (5)

ჩავსვათ (2)-(5) в (1), მივიღებთ

m = \frac{\mu}{z e N_A} I \Delta t

m=\frac{\mu}{z F} I \Delta t

სადაც ~F=e N_A — ფარადეის მუდმივი.

k = \frac{\mu}{F z}

m = kI \Delta t \,\!

ფარადეის მეორე კანონი[რედაქტირება]

K - პროპორციულობის კოეფიციენტს ელექტროდზე გამოყოფილი ნივთიერების ელექტროქიმიური ეკვივალენტი ეწოდება და იგი დამოკიდებულია ნივთიერების გვარობაზე.

თუ Δq=1 მაშინ K=m რიცხვობრივად. ე.ი. ელექტროქიმიური ეკვივალენტი რიცხვობრივად ტოლია ელექტროლიტში 1კ მუხტის გავლის დროს ელექტროდზე გამოყოფილი ამ ნივთიერებების მასისა. ფარადეიმ ცდებით დაადგინა რომ ყოველი ნივთიერებების ელექტროქიმიური ეკვივალნეტი პირდაპირპროპორციულია ნივთიერების ატომური მასისა და უკუპროპორციულია ნივთიერების ვალენტობის. თუ ნივთიერების ატომურ მასას A-თი ავღნიშნავთ და ვალენტობას n-ით, მაშინ
k \ = \ { 1 \over F } \cdot { A \over z }

F - სიდიდეს ფარადეის რიცხვი ეწოდება და იგი ყველა ნივთიერებისათვის ერთნაირია.

~m=\frac{M{\cdot}I{\cdot}{\Delta}t}{n{\cdot}F}

სადაც ~M — მოცემული ნივთიერების მოლური მასაა (მაგრამ არა სავალდებულოდ ის მასა რომელიც გამტარებზე წარმოიქმნება, ის შეიძლება წარმოქმნისთანავე რაღაც რეაქციაში შესულიყო) რომელიც წარმოიქმნება ელექტროლიზის დროს, ~Iდენის ძალა, რომელიც გატარებული იქნა ნივთიერებებში, ნაერთებში ან ხსნარებში, ~{\Delta}tდრო რომლის დროსაც მიმდინარეობს ელექტროლიზი, ~F — ფარადეის მუდმივა (96 485,3383(83) კლ•მოლ.−1), ~n — პროცესში მონაწილე ელექტრონების რაოდენობა, რომელიც დენის ძალის საკმაოდ დიდი მნიშვნელობის დროს ტოლია იონის (და მისი საწინააღმდეგო იონის) მუხტის აბსოლუტური მნიშვნელობის, რომლებმაც მიიღეს ელექტროლიზში უშუალო მონაწილეობა (დაჟანგვა ან აღდგენა). მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ არის მაგალითად სპილენძის (II) მარილის ელექტროლიზის დროს, წარმოიქმნება არა მარტო თავისუფალი სპილენძი, ასევე სპილენძის (I) იონები (შედარებით მცირე დენის ძალის დროს).

ფარადეის კანონები ჩამოყალიბებულია შემდეგნაირად: ელექტროლიზის დროს თითოეული ელექტროდზე გამოყოფილი ნივთიერების მასა პირდაპირპროპორციულია ნივთიერების ატომური მასისა და დენის ძალის სიდიდისა, დენის დინების დროისა და უკუპროპორციულია გამოყოფილი ნივთიერების ვალენტობისა. ნივთიერების ატომური მასის შეფარდებისა მის ვალენტობასთან ამ ელემენტის ქიმიური ეკვივალნეტი ეწოდება. მას აღნიშნავენ X-ით, X=A/n, m=1/F, X=It.

გამოყენება[რედაქტირება]

ელექტროლიზის მოვლენა ფართოდ გამოიყენება თანამედროვე მრეწველობაში. საკუთრივ ელექტროლიზი არის ალუმინის, წყალბადის, წყალბადის პეროქსიდის, ქლორის და მისი ორგანული ნაერთების ასევე ნატრიუმის ჰიდროქსიდისა და მანგანუმის დიოქსიდის [1], მიღების მათავარი მეთოდი. ელექტროლიზის (ელექტროექსტრაქცია, ელექტრორაფინირება) მეშვეობით ხდება ლითონების დიდი რაოდენობის მიიღება მადნებიდან და ხდება მათი გადამუშავება ასევე ელექტროლიზი გამოიყენება გამდინარე (კანალიზაციური) წყლების გაწმენდა გასუფთავებაში (ელექტროკოაგულაციის პროცესი, ელექტროექსტრაქცია, ელექტროფლოტაცია)

შენიშვნები[რედაქტირება]