ტრანზისტორი

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტრანსფორმატორი (ლათ. TRANSFORMO-გარდაქმნა) ტექნიკაში, ენერგიის ან ობიექტის (მოწყობილობის) რომელიმე არსებითი თვისების გარდასაქმნელი მოწყობილობა. ყველაზე მეტად გავრცელებულია ელექტრული ტრანსფორმატორი და ჰიდროტრანსფორმატორი, რომელთა დანიშნულებაა (შესაბამისად) ელექტრული და მექანიკური მახასიათებელი ფიზიკური სიდიდეების (მაგ. დენის ძალისა და ძაბვის, მაბრუნი მომენტის) შეცვლა. ელექტრული ტრანსფორმატორი, სტატიკური(უძრავნაწილებიანი) ელექტრომაგნიტური მოწყობილობაა(აპარატი), რომელსაც აქვს 2 ან მეტი ინდუქციურად ურთიერთდაკავშირებული გრაგნილი და რომლის დანიშნულებაა ელექტრომაგნიტური ინდუქციის მეშვეობით ცვლადი დენის ერთი ან რამდენიმე სისტემის გარდაქმნა ცვლადი დენის ერთ ან რამდენიმე სხვა სისტემად. ხსენებულ სისტემებს აქვთ სხვადასხვა ძაბვა, დენის ძალა, ფაზათა რიცხვი, ზოგჯერ კი სიხშირეც. ელექტრულ ტრანსფორმატორს იყენებენ ელექტროტექნიკაში, ენერგეტიკასა და სამრეწველო დანადგარებში, ავტომატიკაში, რადიოტექნიკაში, ტელემექანიკაში, ტრნასპორტზე, სოფლის მეურნეობაში და ა.შ.ელექტრული ტრნსფორმატორის ნომინალური სიმძლავრე და ძაბვა მერყეობს ვ.ა-ისა და ვ.-ის ნაწილებიდან ასეულ ათას კვ.ა.-მდე და ასეულ კვ.-მდე. ელექტრულ ტრანსფორმატორს ამზადებენ როგორც სამრეწველო (50ჰც.), ისე სხვა სიხშირისათვის. ელექტრული ტრანსფორმატორი ტექნიკური მიზნისთვის (ელექტროგანათებისათვ� �ს) პირველად გამოიყენა პ.იაბლოჩკოვმა 1876წ., ხოლო 1890წ. მ. დოლივო დობროვოლსკიმ დაამუშავა სამფაზიანი ელექტრული ტრანსფორმატორი; ტრანსფორმატორის შემდგომი განვითარება მიმდინარეობდა მისი კონსტრუქციის სრულყოფის, სიმძლავრის და მქკ-ის გაზრდისა და გრაგნილების იზოლაციის გაუმჯობესების მიმართულებით. უმარტივეს შემთხვევაში ელექტრულ ტრანსფორმატორს აქვს ერთი პირველადი გრაგნილი, რომელიც ღებულობს ელექტროენერგიას ცვლადი დების წყაროსაგან (მაგ. გენერატორისაგან), და ერთი მეორეული გრაგნილი, საიდანაც ღებულობს ენერგიას მომხმარებელი. ენერგია ერთი გრაგნილიდან მეორეს გადაეცემა ელექტრომაგნიტური ინდუქციის გზით. გრაგნილით ელექტრომაგნიტური კავშირის გასაძლიერებლად მათ განალაგებენ ჩაკეტილ ფერომაგნიტურ მაგნიტსადენზე - გულარაზე, რომელსაც ააწყობენ ფურცლოვანი ელექტროტექნიკური (ტრანსფორმატორის) ფოლადისაგან. ტრანსფორმატორის ერთერთი ძირითადი მახასიათებელია ტრანსფორმაციის კოეფიციენტი. უმეტესად იყენებენ ერთ და სამფაზიან ელექტრულ ტრანსფორმატორებს. ტრანსფორმატორის ინსტრუქცია დამოკოდებულია მის დინიშნულებაზე, სიმძლავრეზე, ძაბვასა და ფაზათა რიცხვზე. დიდი სიმძლავრისა და მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორებში იყენებენ ჯავშანღეროიან კონსტრუქციას.

პირადი ხელსაწყოები