ენტონი ჰოპკინსი
| ენტონი ჰოპკინსი Anthony Hopkins |
|
ჰოპკინსი ტუსკანას მზის ფესტივალზე, კორტონა, 2009 |
|
| დაბადების სახელი | ფილიპ ენტონი ჰოპკინსი |
| დაბადების ადგილი | პორტ ტალბოტი, უელსი, დიდი ბრიტანეთი |
| დაიბადა | 31 დეკემბერი, 1937 |
| შემოქმედების წლები | 1967–დღემდე |
| მეუღლე(ები) | პეტრონელა ბარკერი (1967–1972) (გაცილდა) ჯენიფერ ლინტონი (1973–2002) (გაცილდა) სტელა აროიავი (2003–დღემდე) |
| აკადემიის ჯილდოები | |
|---|---|
| ოსკარი საუკეთესო მსახიობი მამაკაცისთვის 1991 - კრავთა დუმილი |
|
| ემმის ჯილდოები | |
| მეორეხარისხოვანი როლი; 1976, 1991 | |
| BAFTA ჯილდოები | |
| საუკეთესო მსახიობი; 1972, 1991, 1993 | |
სერ ენტონი ჰოპკინსი (ინგლ. Anthony Hopkins; დ. 31 დეკემბერი, 1937) — ვალიელ–ამერიკელი მსახიობი, რომელიც ასრულებს როლებს ფილმებში, თეატრებსა და სატელევიზიო შოუებში. ჰოპკინსი აღიარებულია ერთ-ერთ უდიდეს მსახიობად[1][2][3][4]. იგი ცნობილია კანიბალიზმის მიმდევარი სერიული მკვლელის, ჰანიბალ ლეკტერის განსახიერებით 1991 წლის ფილმში კრავთა დუმილი, რომლისთვისაც მან მიიღო ამერიკული კინოაკადემიის ოსკარის ჯილდო ნომინაციაში საუკეთესო მამაკაცი მსახიობი. მისი ფილმებიდან აღსანიშნავია ადამიანი სპილო, დრაკულა, შემოდგომის ლეგენდები, დღის ნარჩენები, ზოროს ნიღაბი, მსოფლიოს უსწრაფესი ინდიანი, გაყინული გულები, ნიქსონი, გადატეხა და სხვ. ჰოპკინსი დაიბადა და გაიზარდა უელსში, ხოლო 2000 წლის 12 აპრილს მიიღო აშშ-ის მოქალაქეობა. 2003 წელს მას გაუხსნეს ვარსკვლავი ჰოლივუდის დიდების ხეივანში. ოსკარის ჯილდოსთან ერთად, ჰოპკინსს მოგებული აქვს შემდეგი პრიზები: სამი ბრიტანული აკადემიის ფილმების ჯილდო, ორი ემი, ოქროს გლობუსი და სხვა.
სექციების სია |
[რედაქტირება] ბიოგრაფია
[რედაქტირება] ადრეული წლები
ჰოპკინსი დაიბადა მარგამიში, პორტ ტალბოტი, უელსი. მშობლები მურიელ ანი და რიჩარტ არტურ ჰოპკინსი - ხაბაზი.[5] სკოლის პერიოდი ენტონისთვის იყო არანაყოფიერი. ცოტა ხნის შემდეგ იგი მიხვდა, რომ მას ჰქონდა ნიჭი ხელოვნებაში, როგორიცაა ხატვა, პიანინოზე დაკვრა და ა.შ. 1949 წელს მშობლების დაჟინებული თხოვნით ჩაირიცხა ჯოუნსის დასავლურ მონმაუზის ბიჭების სკოლაში პონტიპულში, უელსი. ჰოპკინსმა ჯოუნსის სკოლაში ისწავლა ხუთი სემესტრი, შემდეგ კი გააგრძელა სწავლა ქოუბრიჯის საშუალო სკოლაში, ქოუბრიჯი, უელსი[6].
15 წლის ასაკში ჰოპკინსი შეხვდა რიჩარდ ბარტონს. სწორედ მან შთააგონა და ხელი შეუწყობა ჰოპკინს მსახიობობაში. საბოლოოდ, 1957 წელს, ჰოპკინსმა დაამთავრა მუსიკისა და დრამის სამეფო ვალიური კოლეჯი[7], კარდიფში, უელსი. ორწლიანი არმიაში მსახურობის შემდეგ, იგი გაემგზავრა ლონდონში, სადაც დაიწყო მომზადება დრამატული ხელოვნების სამეფო აკადემიაში.[8]
[რედაქტირება] კარიერა
1965 წელს, რეპერტუარის შემდეგ, ჰოპკინსი შეამჩნია ლოურენს ოლივიემ, რომელმაც შესთავაზა მას ეროვნული სამეფო თეატრის წევრობა[7]. ჰოპკინსი რა თქმა უნდა დათანხმდა შემოთავაზებას, შემდეგ კი ოლივიერის შემცვლელიც კი გახდა.
მიუხედავად წარმატებისა თეატრში, ჰოპკინსი დაიღალა ერთი და იგივე როლების შესრულებით. მას ჰქონდა ლტოლვა კინომსახიობობისკენ. 1968 წელს მან განასახიერა რიჩარდ I ფილმში ლომი ზამთარში. მასთან ერთად ფილმში თამაშობდნენ პიტერ ო'ტული, ქეთრინ ჰეპბერნი და ჯეიმს ბონდის ვარსკვლავი ტიმოტი დალტონი, რომელმაც განასახიერა საფრანგეთის მეფე ფილიპ II.
მიუხედავად თეატრში მიღწეული წარმატებებისა (აღსანიშნავია ეროვნულ თეატრში შესრულებეული ლამბერტ ლე როუქსის როლი დევიდ ჰეირისა და ჰოვარდ ბრენტონის სპეკტაკლში პრავდა, ასევე ენტონის როლი ენტონი და კლეოპატრაში ჯუდი დენჩთან ერთად), იგი თანდათან ანებებდა თავს თეატრალურ მსახიობობას და გადადიოდა ტელე და კინო სამყაროში. მისი დებიუტი შედგა 1967 წელს ბი-ბი-სის ტელეგადაცემაში – მწერი მის ყურში, სადაც მან ითამაშო მოკლე ეპიზოდში. ჰოპკინსის სატელევიზიო კარიერის პირველი ნაბიჯებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელია პიერ ბეზუხოვის როლი სატელევიზიო სერიალში ომი და მშვიდობა (1972), რომელიც გადაღებულია ლევ ტოლსტოის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით. ამის შემდეგ მას მოუწია შეგუება დიდ კარიერასთან, მრავალ ოვაციასა და მოგებულ ჯილდოებთან. ჰოპკინს მიანიჭეს ბრიტანული იმპერიის სარდლის წოდება 1987 წელს, ხოლო 1993 წელს რაინდ-ბაკალავრიის წოდება.[9][10] 1996 წელს ჰოპკინსი დააჯილდოეს საპატიო ამხანაგობისთვის უელსის უნივერსიტეტმა[11], ლამპეტერი.
ჰოპკინსმა განაცხადა, რომ ველომრბოლელ ბერტ მონროს განსახიერება 2005 წლის ფილმში მსოფლიოს უსწრაფესი ინდიანი იყი ყველაზე სასიამოვნო და ადვილი როლი, რაც მას ოდესმე უთამაშია, რადგან მათ შორის საკმაო მსგავსება მოიძებნებოდა.[12]
2006 წელს ჰოპკინსი გახდა ოქროს გლობუსის სესილ ბ. დემილის ჯილდოს მფლობელი სიცოცხლეში მიღწეული წარმატებებისთვის[13]. 2008 წელს იგი დაჯილდოვდა ბრიტანული აკადემიის ფილმების დაჯილდოების ამხანაგობის ჯილდოთი[14].
ჰოპკინსმა განასახიერა ოდინი ფილმ თორში, რომელიც გახლავთ მარველის კომიქსის ადაპტაცია და გამოვიდა 2011 წელს.[15] 2010 წლის 24 თებერვალს გახდა ცნობილი, რომ ჰოპკინსი შეასრულებდა მთავარ როლს ზებუნებრივ თრილერში რიტუალი. მან ითამაშა მღვდლის როლი, რომელიც არის "ეგზორციზმის ექპერტი და მისი მეთოდებიც არ არის აუცილებლად ტრადიციული".[16]
[რედაქტირება] მსახიობობის სტილი
ჰოპკინსი ცნობილია თავისი როლებისთვის წინასწარ საფუძვლიანი მზადებით. ერთ-ერთ ინტერვიუში მან ახსენა, რომ ერთხელ პროექტისთვის მზადებაში, მან სცენარის მწკრივებს იმდენჯერ გადაავლო თვალი, რამდენჯერაც საჭირო იყო (ზოგჯერ რიცხვი 200–საც აჭარბებს), ანუ იქამდე, სანამ წაკითხული მწკრივები მისთვის ბუნებრივად არ იჟღერებდა. სწორედ ამის შემდეგ შეეძლო მას "გაეკეთებინა ის ფიქრის გარეშე". სწორედ ეს აძლევს მას საშუალებას როლი განასახიეროს თითქმის სრულიად ბუნებრივად, რაც ნიღბავს მის მიერ წინასწარ გაწეული მოსამზადებელი სამუშაოს მასშტაბს. მიუხედავად იმისა, რომ ეს მას გარკვეული ფრთხილი იმპროვიზაციის საშუალებას აძლევს, ამის გამო მას ხშირად მოსვლია კონფლიქტი რეჟისორთან, რომელიც სცენარისგან გადახვევას ინდომებს, ან მსახიობისგან გადაჭარბებული რაოდენობის დუბლების გადაღებას მოითხოვს. ჰოპკინსის თქმით, სცენაზე მუშაობის დასრულების შემდეგ, ის უბრალოდ სრულიად ივიწყებს მისი დიალოგის მწკრივებს. სხვა მსახიობები, როგორც წესი, საკუთარ პარტიას წლობით არ ივიწყებენ.[17] რიჩარდ ატენბოროს, რომელმაც ჰოპკინი ხუთ სხვადასხვა ფილმში გადაიღო, 1993 წლის ფილმში "ჩრდილების ქვეყანა" გადაღებისას უკიდურესად გაუჭირდა ჰოპკინსისა და დებრა უინგერის წყვილის ერთმანეთთან შეწყობა, ამ უკანასკნელის განსხვავებული მიდგომის გამო. მაშინ როდესაც ჰოპკინსი გამეორებების მინიმუმამდე დაყვანას ამჯობინებდა, სპონტანურობის მიღწევის მიზნით, უინგერი შეუწყვეტლივ მეცადინეობდა. ამ პრობლემის გადაჭრისთვის, ჰოპკინსის ადგილს ვინგერთან მეცადინეობისას ატენბორო იჭერდა, ხოლო ჰოპინსი ბოლო მცდელობისას შემოჰყავდათ გადაღებამდე. რეჟისორი აღფრთოვანებული იყო ჰოპკინსის "არაჩვეულებრივი ნიჟით დაგარწმუნოს, როდესაც მას უსმენ, რომ ეს მწკრივი მას მხოლოდ ერთხელ აქვს ნათქვამი. ეს გასაოცარი ჯილდოა."
ამასთან ერთად, ჰოპკინს მიმბაძველობის ნიჭი. იგი ახამებს თავის ვალიურ აქცენტს იმ აქცენტთან, რომელსაც პერსონაჟი მოითხოვს. მან დუბლირება გაუკეთა მისი ბოლო დამრიგებლის, ლოურენს ოლივიერის ხმას, დამატებით სცენებში ფილმ სპარტაკის 1991 წლის რემეიკში. მისი ინტერვიუ 1998 წლის ხელახლა გამოშვებულ ბრიტანული სატელევიზიო ჩეთ შოუში პარკინსონი იყო კომიკოსი ტომი კუპერის განსახიერება.
[რედაქტირება] ჰანიბალ ლეკტერი
ჰოპკინსის ყველაზე ცნობილი როლია კანიბალიზმის მიმდევარი სერიული მკვლელი, ჰანიბალ ლეკტერი, ფილმში კრავთა დუმილი, რისთვისაც ჰოპკინსმა მიიღო კინოაკადემიის ჯილდო მამაკაცის საუკეთესო როლისთვის 1992 წელს, ჯუდი ფოსტერთან ერთად, რომელმაც აიღო ჯილდო ქალის საუკეთესო როლისთვის. ფილმი ასევე დაჯილდოვდა ნომინაციებში საუკეთესო ფილმი, საუკეთესო რეჟისორი და საუკეთესო ადაპტირებული სცენარი. ეს არის ყველაზე მოკლე შესრულება, რომელმაც მიიღო ოსკარი. ჰოპკინსი გამოჩნდა ეკრანზე მხოლოდ 16 წუთის განმავლობაში. მან ხელახლა განასახიერა ლეკტერი ფილმებში ჰანიბალი და წითელი დრაკონი. კრავთა დუმილში განსახიერებული ჰანიბალ ლეკტერი აღიარებულია ყველაზე საშიშ ბოროტმოქმედად ამერიკულ ფილმების ინსტიტუტის მიერ.[18] იმ დროს როდესაც მას შესთავაზეს ამ როლის თამაში, ჰოპკინსი ბრუნდებოდა ლონდონის სცენაზე მ. ბატერფლაის შესრულებით. ჰოლივუდში რამდენიმე წლიანი მოღვაწეობის შემდეგ იგი დაბრუნდა ბრიტანეთში.
ჰოპკინსმა ითამაშო პორტრეტული ბოროტმოქმედი ტომას ჰარისის პირველ სამი ნოველის ადაპტაციაში. ავტორი ძალიან კმაყოფილი იყო მისი პერსონაჟის ჰოპკინსისეული პორტრეტის ხატვით. მიუხედავად ყველაფრისა, ჰოპკინსმა განაცხადა, რომ ფილმ წითელი დრაკონში იგი ბოლოჯერ შეასრულებდა ამ პერსონაჟს, ამიტომ იგი აღარ გამოჩენილია შემდეგ სერიაში – ჰანიბალი – აღსავალი
[რედაქტირება] პირადი ცხოვრება
2007 წელს ჰოპკინსი ხელახლა გადავიდა საცხოვრებლად აშშ-ში. პირველად იგი ჩავიდა ამერიკაში 1970–იან წლებში ფილმების კარიერის გასაუმჯობესებლად, მაგრამ 1980–იან წლებში ბრიტანეთში დაბრუნდა. 1990–იან წლებში მიღწეული წარმატებების გამო, ჰოპკინმა გადაწყვიტა კვლავ ამერიკაში დაბრუნება. 2000 წლის 12 აპრილს ჰოპკინსი გახდა ამერიკის სრულუფლებიანი მოქალაქე, რაც ქვეყნის გარშემო 3000 მილიანი სახმელეთო მოგზაურობით აღნიშნა[11].
ჰოპკინსი დაქორწინებულია სამჯერ. მისი პირველი ორი ცოლი ივნენ პეტრონელა ბარკერი (1967–1972) და ჯენიფერ ლინტონი (1973–2002). დღესდღეობით ჰოპკინსი დაქორწინებულია კოლუმბიაში დაბადებულ სტელა აროიავიზე. პირველი ცოლიდან მას ჰყავს ქალიშვილი, აბიგაილ ჰოპკინსი (დ. 20 აგვისტო, 1968), რომელიც არის მსახიობი და მომღერალი.
მას აქვს შეთავეზებული მისი მხარდაჭერა სხვადასხვა ქველმოქმედებებსა და მოწოდებებში, ახსანიშნავია ისტორიული ადგილებისა და ლამაზი ბუნების ეროვნული მეურვეობის პრეზიდენტად გახდომა. იგი აგროვებს მარაგს სნოუდონიას ეროცვნული პარკის დასაცავად და მხარს უჭერს მეურვეობის ძალისხმევას, რომ შეიძინას სნოუდონის ნაკვეთები. წიგნი, რომელიც აღნიშნავს ამ ძალისხმევას, "ენტონი ჰოპკინსის სნოუდონია", გამოუშვა გრაჰამ ნობლისთან ერთად. ჰოპკინსი, რომელსაც შეუძლია ილაპარაკოს ცოტა ვალიურად, ასევე მხარს უჭერს სხვადასხვა ფილანტროპიულ ჯგუფებს. იგი არის ასევე მოხალისე მასწავლებელი რუსკინის მსახიობობის სკოლაში სანტა მონიკაში, კალიფორნია, სადაც იგი ცხოვრობს.
ჰოპკინსი თვითგაცნობიერებული ალკოჰოლიკია. იგი დადიოდა 12-ეტაპიან შეხვედრებზე ალკოჰოლისკენ მიდრეკილების შესაჩერებლად[19]. სწორედ ამის დახმარებით, 1975 წელს, ჰოპკინსმა შეწყვიტა ალკოჰოლის სმა. ჰოპკინსის თქმით TMZ-სთან 2010 წლის ოქტომბერს, იგი არის ვეგეტარიანელი. 2008 წელს იგი დაკავებული იყო წონის დაკლების პროგრამით და უკვე 2010 წლისთვის მან დაიკლო 80 გირვანქა (დაახლ. 36 კგ)[20]
ჰოპკინსი ცნობილია, როგორც ხუმარა გადასაღებ მოედანზე, ეპიზოდის გადაღებამდე ძაღლივით ყეფს, რითაც გარშემომყოფთა ხასიათს ახალისებს, 2007 წლის 9 აპილს ჯეი ლენოს საღამოს შოუზე გაშვებული ინტერვიუს თანახმად
ჰოპკინსი არის გამოჩენილი წევრი გრინპისის გარემოს დაცვის ჯგუფისა. 2008 წლის დასაწყისში, მან გაახმოვანა ტელევიზიური რეკლამა, რომელიც აპროტესტებს იმ ფაქტს, რომ იაპონელები კვლავ აგრძელებენ ვეშაპებზე ნადირობას.[21] ჰოპკინსი არის RAPt-ის (განარკომანებული პატიმრების რწმენის რეაბილიტაცია) პარტნიორი. 1992 წელს მან პირველად დააწყენიბა ინტენსიური ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის რეაბილიტაცია დაუნვაივის ციხის პატიმრებს.
ჰოპკინსი არის ტომი კუპერის თაყვანისმცემელი. 2008 წლის 23 თებერვალს ტომი კუპერის საზოგადოების მფარველის სახელით საზეიმოდ გახსნა კუპერის სამახსოვრო ძეგლი მის მშობლიურ ქალაქ კერფილში. ცერემონიისთვის, ჰოპკინსმა დაიხურა საფირმო ნიშანი ფესკა და შეასრულა კომიკური რუტინა.[22]
[რედაქტირება] სხვა ნამუშევრები
ჰოპკინსი არის ნიჭიერი პიანისტი. 1986 წელს, მან გამოუშვა სინგლი, სახელად "დაშორებული ვარსკვლავი". სინგლმა აიღო 75-ე ადგილი ბრიტანეთის ჩარტში. 2007 წელს ჰოპკინსმა განაცხადა, რომ დროებით უნდოდა სცენას მოშორებოდა და მსოფლიოს გარშემო ემოგზაურა.[23] მას ასევე აქვს დაწერილი მუსიკა საკონცერტო დარბაზებისათვის სტეფან ბარტონთან თანამშრობლობით. ეს კომპოზიციები შეიცავს "დროის ნიღაბს", რომლის მსოფლიო პრემიერა შედგა დალასის სიმფონიურ ორკესტრში 2008 წლის ოქტომბერში. ასევე აღსანიშნავია კომპოზიცია "შიზოიდური სალსა".
1996 წელს, ჰოპკინსმა გამოუშვა პირველი ფილმი აგვისტო, რომელიც გადაღებულია თავისი რეჟისორობით. ფილმის სცენარი არის ჩეხოვის ნაწარმოების, ბიძა ვანიას ვერსია. მან პირველად დაწერა სცენარი ექსპერიმენტული დრამის, პროპელერის მრეცხავისასთვის, რომლის პრემიერა შედგა სანდენსის ფილმების ფესტივალზე 2007 წელს..
ჰოპკინსი არის ფანი ბი-ბი-სის სიტოკომისა (სიტუაციური კომედია) მხოლოდ სულელები და ცხენები, და ერთხელ მან აღნიშნა, თუ როგორ უნდოდა ამ სერიალში თამაში. მწერალმა ჯონ სულივანმა წაიკითხა ეს ინტერვიუ და თავის გონებაში შექმნა ჰოპკინსის მსგავსი პერსონაჟი დენი დრისკოლი, ადგილობრივი ბოროტმოქმედი. ახალი სერიების გადაღება, რომელშიც უნდა ეთამაშა ჰოპკინს, დაემთხვა კრავთა დუმილის გადაღებას, ამიტომ შეუძლებელი გახდა, რომ ჰოპკინს ეთამაშა ბი-ბი-სის სიტკომში. ჰოპკინსმა როლი დაუთმო თავის მეგობარს როი მარსდენის.[24]
ჰოპკინს ნათამაშები აქვს ბევრი ცნობილი ისტორიული და გამოგონილი პერსონაჟი, მათ შორის:
[რედაქტირება] ჯილდოები
ენტონი ჰოპკინსი არის ოსკარის მფლობელი მსახიობი, რომელსაც ასევე მოგებული აქვს 37 სხვა ჯილდო და წარდგენილია 30 ნომინაციაზე.
კრავთა დუმილით მოგებულ ოსკართან ერთად, ჰოპკინსი ნომინირებულია შემდეგი ფილმებისთვის: დღის ნარჩენები (1993), ნიქსონი (1995) და ამისტადი (1997).
ჰოპკინსმა მიიღო ბრიტანული აკადემიის ფილმების დაჯილდოების ჯილდო საუკეთესო პირველხარისხოვანი მამაკაცის როლისთვის 1973 წელს პიერ ბეზუხოვის შესრულებით ბი-ბი-სის ტელესერიალში ომი და მშვიდობა, ამასთან მას 1991 და 1993 წლებში აქვს მოგებული ჯილდოები იგივე კატეგორიაში ფილმებისთვის კრავთა დუმილი და ჩრდილების ქვეყანა. ამავე კატეგორიაში მან მიიღო ნომინაციები მაგიისა და დარჩენილი დღისთვის, ხოლო კატეგორიაში საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი ფილმისთვის ლომი ზამთარში.
ჰოპკინსმა მოიგო ემის პრემია მისი როლისთვის ფილმებში The Lindbergh Kidnapping Case და ბუნკერი, ასევე აქვს მიღებული ემის ნომინაციები ფილმებისთვის პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი და დიდი პერსპექტივები.[25] მან მოიგო ჯილდო რეჟისორობისათვის და მსახიობებისათვის ფილმით პროპელერის მრეცხავი, შვეიცარიაში, ლოკარნოს საერთაშორისო ფილმების ფესტივალზე.
ჰოპკინსი გახდა ბრიტანეთის სატელევიზიო და კინო ხელოვნების აკადემიის პარტნიორი ნარინჯისფერ ბრიტანულ აკადემიის ფილმების ფესტივალზე 2008 წლის თებერვალში.[26]
1979 წელს ენტონი გახდა მუსიკის სამეფო აკადემიის საპატიო წევრი.[27]
[რედაქტირება] ფილმოგრაფია
ენტონი ჰოპკინსის ფილმოგრაფია ითვლის 110–ზე მეტ ფილმს, ამათგან უდიდეს ნაწილში მთავარი ან მეორეხარისხოვანი როლი აქვს ნათამაშები, მცირე ნაწილი კი საკუთარი რეჟისურითაა გადაღებული. ჰოპკინსი რამდენიმე ფილმის კომპოზიტორიცაა, ასევე პროდიუსერიც და სცენარის ავტორიც.
[რედაქტირება] სქოლიო
- ↑ ჰოპკინსი 'უდიდესი ბრიტანელი მსახიობი'. News.bbc.co.uk (2005-08-16). წაკითხვის თარიღი: 2008-10-29.
- ↑ ენტონი ჰოპკინსის ბიოგრაფია. Tiscali.co.uk (2008-10-29). წაკითხვის თარიღი: 2008-10-29.
- ↑ ენტონი ჰოპკინსი – ბიოგრაფია. Imdb.com. წაკითხვის თარიღი: 2008-10-29.
- ↑ ენტონი ჰოპკინსი. guardian.co.uk. წაკითხვის თარიღი: 2008-10-29.
- ↑ ინტერვიუს დასაწყისი მსახიობების სტუდიის შიგნით, 2007
- ↑ ენტონი ჰოპკინსი: ჩემი ცხოვრება სურათებში Daily Mail Retrieved 06 January, 2011
- ↑ 7.0 7.1 სერ ენტონი ჰოპკინსის პორტრეტი The Telegraph Retrieved Thursday 06 January 2011
- ↑ მუქი და ქარბუქიანი რაინდი The Guardian Retrieved 06 January, 2011
- ↑ ბი-ბი-სი - უელსი - ხელოვნება - საუკეთესო 10 ვალიელი მსახიობები: ენტონი ჰოპკინსი BBC Retrieved January 2, 2010
- ↑ მსახიობ ენტონი ჰოპკინს მიენიჭა რაინდის წოდება დედოფალ ელიზაბედისგან Chicago Tribune (23 თებერვალი, 1993)
- ↑ 11.0 11.1 BBC - Wales - Arts - Anthony Hopkins biography BBC Retrieved January 2, 2010
- ↑ მსოფლიოს უსწრაფესი ინდიანი. Solarnavigator.net. წაკითხვის თარიღი: 2007-05-21.
- ↑ სიცოცხლეში მიღწეული წარმატებების ღირსება სერ ენტონისთვის BBC News (17 ნოემბერი, 2005)
- ↑ ბრიტანული აკადემიის ფილმების დაჯილდოება 2008: გამარჯვებულები BBC News (10 თებერვალი, 2008)
- ↑ მაიკლ ფლემინგი. “ენტონი ჰოპკინსი არჩეულია ფილმში თორი“, Variety, 30 ოქტომბერი 2009. წაკითხვის თარიღი: 31 ოქტომბერი 2009.
- ↑ ენტონი ჰოპკინსი ითვისებს დემონურ ძალევს ფილმში რიტუალი. HeatVision. The Hollywood Reporter (24 თებერვალი 2010). წაკითხვის თარიღი: 28 თებერვალი 2010.
- ↑ "ენტონი ჰოპკინსი: ლეკტერი და მე" — წითელი დრაკონი DVD ინტერვიუ
- ↑ ამერიკის ფილმების ინსტიტუტის 100 წელი...100 გმირი & ბოროტმოქმედი. AFI.com. წაკითხვის თარიღი: 2007-05-21.
- ↑ Close. “უსაზღვრო მეურვე: მუქი და ბობოქარი რაინდი“, The Guardian, 5 დეკემბერი 1998. წაკითხვის თარიღი: 17 ოქტომბერი 2009.
- ↑ “კრავთა დუმილი - ენტონი ჰოპკინსი იკლებს 80 გირვანქას“, Motley Health. წაკითხვის თარიღი: 11 ნოემბერი 2010.
- ↑ გრინპისი ანტი ვეშაპებზე ნადირობის ვიდეო
- ↑ ბი-ბი-სის სიახლეები: ტომი კუპერის ძეგლი საზეიმოდ გაიხსნა
- ↑ გაერთიანებული პრესა (3 December 2007). De gira como pianista.
- ↑ კლერკი, სტივ (1998). მხოლოდ სულელები და ცხენები. ბი–ბი–სის წიგნები, 125 გვ.. ISBN 0-563-38445-X.
- ↑ ენტონი ჰოპკინსი: ჯილდოები. IMDb. წაკითხვის თარიღი: 2007-05-21.
- ↑ ნარინჯისფერი ბრიტანული აკადემიის ფილმების ფესტივალი. BAFTA. წაკითხვის თარიღი: 2008-06-17.
- ↑ მუსიკის სამეფო აკადემიის საპატიო წევრები. წაკითხვის თარიღი: 14 იანვარი 2011.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- (ინგლისური) ენტონი ჰოპკინსი — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში
- (ინგლისური) ენტონი ჰოპკინსი — ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში (IBDb)
- (ინგლისური) ენტონი ჰოპკინსი — TV.com-ზე
- (ინგლისური) ენტონი ჰოპკინსი — BBC Wales-ზე
|
|||||