კვაზიმოდო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კვაზიმოდო (ფრანგ. Quasimodo) — ლიტერატურული პერონაჟი ვიქტორ ჰიუგოს რომანისა „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“ (იგივე „კუზიანი ნოტრ დამიდან“).

რომანის პერსონაჟი[რედაქტირება]

კვაზიმოდო და ესმერალდა

კვაზიმოდო დაიბადა ფიზიკური ნაკლით, რომელსაც ჰიუგო აღწერს, რომ მას ამახინჯებდა დასახიჩრებული მარცხენა თვალი და დიდი კუზი. იგი ნოტრ დამის არქიდიაკონმა კლოდ ფროლომ იპოვა ტაძრის კართან (ნაპოვნი ბავშვების საწოლში, რომლებშიც სხამდნენ არასასურველ და უდედმამო ბავშვებს) "კვაზიმოდოს კვირადღეს" (აღდგომის სწორი). ფროლომ, რომელმაც აღზარდა კვაზიმოდო ეკლესიის მნათედ, სახელი კვაზიმოდო შეურჩია, იმ დღის პატივსაცემად, რომელ დღესაც იპოვნა ახალშობილი. იმის გამო,რომ კვაზიმოდო მთელი თავისი ცხოვრება ზარებს რეკდა, მათი ხმაურის გამო სმენა დაკარგა.

კვაზიმოდოს, რომელსაც პარიზის მოსახლეობა ზიზიღით უყურებდა, როგორც ურჩხულს, შეუყვარდა მშვენიერი ბოშა ქალი ესმერალდა. მიუხედავად იმისა, რომ კვაზიმოდო ესმერალდას გადაარჩენს თავდასხმით სიკვდილისგან, ესმერალდას საპასუხო სიყვარულის გრძნობა არ გაუჩნდება მნათის მიმართ.

ჰიუგოს რომანის მთავარი თემა არის სოციალური უთანასწორობის დაუნდობლობა, ამიტომაცაა, რომ ესმერალდა ვერ აღიქვამს კვაზიმოდოს სურლფასოვან ადამიანად, იმის მიუხედავად, რომ შეიცნობს მახინჯი მნათის გულკეთილობას. კვაზიმოდო კლავს თვაის აღმზრდელ ფროლოს, როცა გაიგებს, რომ მან გაწირა ესმერალდა სასიკვდილოდ, რადგან ქალის მიმართ უპასუხო სიყვარულით იტანჯებოდა. ამის შემდეგ კვაზიმოდო მიდის საერთო სასაფლაოზე, სადაც შეჩვენებულთა და ჩამოხრჩობილთა გვამები არის დაყრილი. იქ პოულობს თავისი მიჯნურის ცხედარს და მას ჩაეხვევა. წლების შემდეგ კი კვაზიმოდოსა და ესმერალდას გვამებს ერთმანეთში გადახლართულს პოულობენ.

სახელი კვაზიმოდო შესაძლოა ორნაირად ვთაგმნოთ. ერთი ვერსიიით მას კვაზიმოდო დაარქვა ფროლომ, რადგან ტაძრის კიბეებზე იპოვა კვაზიმოდოს კვირადღეს. მეორე ვერსიით, კი ლათინურად კვაზიმოდო ნიშნავს "თითქმის მსგავსს". ამ ხერხით მწერალი შეეცადა მკითხველისთვის გაეღვიძებინა იმის აღქმა, რომ ურჩხულივით შესაზარი კვაზიმოდო უდეფექტო ადამიანის "თითქმის მსგავსია", ან იქნებ უკეთესიც.

რომანში ესმერალდა სიმბოლურად პოულობს განსხვავებას კვაზიმოდოსა და პირმშვენიერ ფებუსს შორის, რომლითაც მოჯადოებულია ესმერალდა. კვაზიმოდომ ესმერალდას ოთახში დადგა ორი საყვავილე: ერთში, რომელიც მშვენიერი ბროლის ვაზაა, დანჭკნარი ყვავილები აწყვია, მეორე შეუხედავ ვაზაში კი სურნელოვანი ყვავილები ჰყვავიან. ესმერალდა იღებს ბროლის საყვავილიდან დანჭკნარ ყვავილებს და გულში იხუტებს.

კვაზიმოდოს მცირე სკულპურა შეგიძლიათ იხილოთ ნოტრ დამის ჩრდილოეთ ფასადზე Rue de Cloître Notre Dame გასწვრივ.

ადაპტაცია[რედაქტირება]

უამრავი ფილმი გადაიღეს „პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის“ მიხედვით. მსახიობები, რომლებიც კვაზიმოდოს როლს ასრულებდნენ:

მსახიობი ვერსია
ჰენრი ვორინსი 1905 წლის გადაკეთება
ჰენრი კლაუსი 1911 წლის გადაკეთება
გლენ უაითი 1917 წლის გადაკეთება
ბუთ კონვი 1922 წლის გადაკეთება
ლონ ჩეინი 1923 წლის გადაკეთება
ჩარლზ ლოუტონი 1939 წლის გადაკეთება
ენტონი ქუინი 1956 წლის გადაკეთება
პიტერ ვუდთორპი 1966 წლის გადაკეთება
უორენ კლარკი 1977 წლის გადაკეთება
ენტონი ჰოპკინზი 1982 წლის გადაკეთება
ტომ ბურლინსონი (გახმოვანება) 1986 წლის დისნეის გადაკეთება
ტომ ჰულცი (გახმოვანება) 1996 წლის გადაკეთება
მენდი პატინკინი კუზიანი (1997)
გარუ 1997-2002, მიუზიკლი
პატრიკ ტიმსითი 1999 პაროდია

დისნეის კვაზომოდო[რედაქტირება]

კვაზიმოდო ჩნდება დისნეის ვერსიაშიც, მხოლოდ, ჰიუგოს რომანის პერსონაჟისგან ძლიერ განსხვავდება დისნეის პერსონაჟი. იგი არ არის ბრმა ან ყრუ, სამაგიეროდ ცხოვრობს სამრეკლოში, მთელი სამყაროსგან მოწყვეტილი. დისნეის კვაზიმოდო ჰიუგოს პერსონაჟის მსგავსად ბოშური წარმოშობისაა, მისი ისტორია კი უფრო ტრაგიკულია-დედამისს იგი არ მიუტოვებია, არამედ მისი მშობელი ფროლოს მოუკლავს. კვაზიმოდო აქაც გულკეთილია, მხოლოდ მისი გარეგნობა შემზარავი სულაც არაა. იგი ფროლოს მიმართ უფრო მეტადა კეთილგანწყობილი, თუმცა კაპიტან ფებუსისა და თავისი მეგობრების დახმარებით შეძლებს გათავისუფლდეს ფროლოს გავლენისგან. ესმერალდასგან კი შეიგნებს, რომ გარესამყარო ისეთი ბოროტი და უკარება სულაც არაა, როგორც ფროლოსგან გაუგია. უფრო მეტიც, იგი გაანალიზებს, რომ ფროლო ბოროტი ადამიანია და სულაც აღარ აღიქვამს აღმზრდელად. ხოლო, როცა ფროლო კვდება კვაზიმოდო სულაც არ განიცდის ამას. და ბოლოს, დისნეისეულ ვერსიას დასასრულიც განსხვავებული აქვს, კვაზიმოდო ცოცხალი გადარჩება და საზოგადოებას შეეთვისება. კვაზიმოდოს ახმოვანებს ტომ ჰულცი, ხოლო ანიმაცია ეკუთვნის ჯეიმზ ბექსტერს.