დევიდ ლოიდ ჯორჯი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დევიდ ლოიდ ჯორჯი
ინგლ. David Lloyd George
დევიდ ლოიდ ჯორჯიინგლ. David Lloyd George
თანამდებობაზე ყოფნის დრო
7 დეკემბერი 1916 – 22 ოქტომბერი 1922
პრემიერ-მინისტრი   დიდი ბრიტანეთის 53-ე პრემიერ-მინისტრი
წინამორბედი ჰერბერტ ჰენრი ასკვიტი
მემკვიდრე ენდრიუ ბონარ ლოუ

დაბადებული 17 იანვარი 1863
მანჩესტერი, დიდი ბრიტანეთი
გარდაცვლილი 26 მარტი, 1945 (82 წლის)
ლანისტიმდუი, დიდი ბრიტანეთი
პოლიტიკური პარტია ლიბერალური
ხელმოწერა David Lloyd George Signature.svg

დევიდ ლოიდ ჯორჯი, დუივორის 1-ლი გრაფი, გვინედის ვიკონტი (ინგლ. David Lloyd George) (17 იანვარი 186326 მარტი 1945) — ბრიტანელი პოლიტიკური მოღვაწე, დიდი ბრიტანეთის უკანასკნელი პრემიერ-მინისტრი ლიბერალური პარტიიდან (1916-1922). უინსტონ ჩერჩილის ახლო მეგობარი.[1]

წარმოშობით უელსური ოჯახიდანაა (უელსური წარმოშობის ერთადერთი ბრიტანელი პრემიერი), შეისწავლიდა კანონს და მუშაობდა ადვოკატად ლონდონში. როდესაც ლიბერალურ პარტიაში გაწევრიანდა, იგი არიჩიეს პარლამენტის დეპუტატად 1890 წელს. 1905 წლიდან იგი ხელისუფლების წევრი იყო, ხოლოდ 1916-დან — პრემიერ-მინისტრი.

ხელმძღვანელობდა ბრიტანულ დელეგაციას გერმანიასთან მოლაპარაკებისას, ხელი მოაწერა ვერსალის საზავო ხელშეკრულებას. 1921 წელს მონაწილეობა მიიღო მოლაპარაკებებში, რომლებსაც შედეგად მოჰყვა ირლანდიის თავისუფალი რესპუბლიკის შექმნა. 1922 წელს სამსახურიდან დაეთხოვა.

მეორე მსოფლიო ომის დროს საფრანგეთის კაპიტულაციის შემდეგ იყო ინგლისსა და გერმანიას შორის მშვიდობის დამყარების ერთ-ერთი მომხრე, რადგან თვლიდა, რომ ინგლისს არ შეეძლო ომის მარტოდ წარმოება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]