ვალიური ენა
| ვალიური Cymraeg (y Gymraeg) |
|
| გავრცელებულია | გაერთიანებული სამეფო, არგენტინა |
| მოლაპარაკეთა რაოდენობა | 750 ათ.-მდე |
| ოფიციალური სტატუსი | |
| ლინგვისტური კლასიფიკაცია | ინდოევროპული ოჯახი: |
| დამწერლობის სისტემა | ლათინური |
| ენის კოდები | ISO 639-1: — ISO 639-2: wel ISO/FDIS 639-3: cym |
ვალიური ენა (თვითწოდება Cymraeg ან y Gymraeg, წარმოითქმის კემრაˈიგ) — კელტური ენების ბრითონული განშტოების წევრი ენაა, რომელზეც ძირითადად უელსში და არგენტინის ვალიელებით დასახლებულ ჩუბუტის პროვინციაში ლაპარაკობენ. ისტორიულად ვალიურ ენას კამბრიულსაც უწოდებენ სხვადასხვა სახესხვაობებით (კამბრული, ციმბრული). 2004 წლის მონაცემებით ვალიურ ენაზე 611,000 ადამიანი საუბრობს (21.7% ოხახურ პირობებში), რაც 2001 წლის ამავე მაჩვენებელს 0.9 პროცენტით, შესაბამისად, 35 000 ენის მატარებლით აღემატება. ხსენებული 611 000 კაციდან ენას სრულყოფილად 57% (315,000) ადამიანი ფლობს, ხოლო 78% (477,000) გამართულად ლაპარაკობს. მოლაპარაკეთა 62% (340,000) აცხადებს, რომ ვალიურ ენას ყოველდღიურად იყენებს, მათ შორის სრულყოფილად მოსაუბრეთა 88%. ვალიური მისალმება ერთ-ერთია იმ 55-ენოვანი მისალმებიდან, რომელიც ნასას ვოიაჟერმა 1977 წელს თავისი „ოქროს ჩანაწერების“ სახით კოსმოსში გაუშვა.
მისალმება ვალიურად შემდეგნაირად ჟღერს Iechyd da i chwi yn awr ac yn oesoedd და სიტყვასიტყვით „ჯანმრთელობას გისურვებ აწ და მარადის“ ითარგმნება. უელსის მთავრობამ 2011 წელს ვალიურ ენას ოფიციალური სტატუსი მიანიჭა უელსის ტერიტორიაზე.