ფილიპ სეიმურ ჰოფმანი
| ფილიპ სეიმურ ჰოფმანი Philip Seymour Hoffman |
|
| დაბადების სახელი | Philip Seymour Hoffman |
| დაბადების ადგილი | როჩესტერი, ნიუ-იორკი |
| დაიბადა | 23 ივლისი, 1967 |
| საქმიანობა | მსახიობი |
| შემოქმედების წლები | 1991 დან დღემდე |
| ოსკარი | |
|---|---|
| ოსკარი საუკეთესო მსახიობი მამაკაცისთვის 2005 - კაპოტე |
|
ფილიპ სეიმურ ჰოფმანი (ინგლ. Philip Seymour Hoffman; დ. 23 ივლისი 1967, როჩესტერი, ნიუ-იორკი) — ამერიკელი კინოსა და თეატრის მსახიობი, რეჟისორი. 2006 წელს ოსკარის პრემიის ლაურეატი გახდა მთავარი როლისთვის ფილმში "კაპოტე".
ბიოგრაფია [რედაქტირება]
ჰოფმანის დედა მერილინ ო'კონორი ადვოკატი და სამოქალაქო უფლებათა აქტივისტი, ხოლო მამა გორდონ ჰოფმანი — კომპანია ქსეროქსის ერთ-ერთი აღმასრულებელი დირექტორი იყო. ჰყავს ორი და, ჯილი და ემილი, და ძმა, გორდონ ჰოფმანი. მამა წარმოშობით გერმანელი პროტესტანტია, დედა კი — კათოლიკე. მშობლებს ჰოფმანი რომელიმე რელიგიური ტრადიცით არ აღუზრდიათ. ჰოფმანი ცხრა წლის იყო, როდესაც მისი მშობლები გაიყარნენ.
ჰოფმანი 1984 წელს ნიუ-იორკის შტატის ხელოვნების საზაფხულო სკოლის თეატრალურ კურსებს დაესწრო. ხოლო დრამატურგიაში ბაკალავრის ხარისხი ნიუ-იორკის უნივერსიტეტში მიიღო 1989 წელს.
კინოში მისი დებიუტი 1991 წელს შედგა პოლონურ დამოუკიდებელ ფილმში "Cheat". მისი კარიერა ძირითადად დამოუკიდებელ კინოფილმებში ეპიზოდური როლებით შეიქმნა. მთავარ როლს ის მხოლოდ 2003 წელს იღებს ფილმში "Owning Mahowny". ჰოფმანის ყველაზე მნიშვნელოვანი და წარმატებული როლი იყო 2005 წლის ფილმში "კაპოტე", რისთვისაც მან ოსკარი დაიმსახურა მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის.
ფილმოგრაფია [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- ფილიპ სეიმურ ჰოფმანი — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში (ინგლისური)
სტატიის