ბრენდან ფრეიზერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბრენდან ფრეიზერი

ბრენდან ფრეიზერი 2022 წელს
მშობლიური სახელი Brendan Fraser
დაბადების სახელი ბრენდან ჯეიმზ ფრეიზერი
დაბადების თარიღი 3 დეკემბერი, 1968 (1968-12-03) (55 წლის)
ინდიანაპოლისი, ინდიანა, აშშ
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
კანადის დროშა კანადა
საქმიანობა მსახიობი
მეუღლე(ები) ეფტონ სმითი
 (იქ. 1998; განქორ. 2007)
შვილ(ებ)ი 3
საიტი ოფიციალური საიტი

ბრენდან ჯეიმზ ფრეიზერი (ინგლ. Brendan James Fraser; დ. 3 დეკემბერი, 1968, ინდიანაპოლისი, ინდიანა, აშშ) — კანადელ-ამერიკელი მსახიობი, რომელიც ცნობილია ბლოკბასტერებში, კომედიებსა და დრამებში შესრულებული როლებით. მიღებული აქვს რამდენიმე ჯილდო, მათ შორის ოსკარი, კინომსახიობთა გილდიის ჯილდო, კრიტიკოსთა არჩევანის კინოჯილდო, არის ოქროს გლობუსისა და BAFTA-ს ნომინანტი. დაამთავრა კორნიშის ხელოვნების კოლეჯი 1990 წელს.

მისი კინოდებიუტი შედგა ფილმში „საჰაერო ბრძოლა“ (1991). სახელი მოიხვეჭა 1992 წელს ფილმებში „გაყინული კალიფორნიელი“ და „სკოლის კავშირები“. უფრო მეტად გაითქვა სახელი ფილმში „ჯორჯი ჯუნგლებიდან“ (1997) და ვარსკვლავად იქცა „მუმიას“ ტრილოგიაში (1999–2008) შესრულებული რიკ ო’კონელის როლით. ამას გარდა, მონაწილეობა აქვს მიღებული ფილმებში: „ღმერთები და მონსტრები“ (1998), „აფეთქება წარსულიდან“ (1999), „წყნარი ამერიკელი“ (2002), „შეჯახება“ (2004), „სურვილით დაბრმავებული“ (2000) და „მოგზაურობა დედამიწის ცენტრში“ (2008).

ჯანმრთელობის პრობლემების, პერსონალური დანაკარგებისა და მასზე განხორციელებული სექსუალური ძალადობის გამო 2000-იანი წლების ბოლოსა და 2010-იანების შუა პერიოდში კარიერული ვარდნა ჰქონდა. ტელევიზიაში ყოფნისას შეასრულა როლები ისტორიულ მინისერიალში „ტეხასის აჯანყება“ (2015), Showtime-ის დრამაში „საყვარლები“ (2016–2017), FX-ის სერიალში „ნდობა“ (2018) და HBO Max-DC Universe-ის სერიალში „საბედისწერო პატრული“ (2019–დღემდე).

მისი კარიერული აღზევება მას შემდეგ დაიწყო, რაც მონაწილეობა მიიღო სტივენ სოდერბერგის ფილმში „მკვეთრი მოძრაობის გარეშე“ (2021) და დარენ არონოფსკის ფილმში „ვეშაპი“ (2022). შესრულებული როლით დრამაში „ვეშაპი“ მოიგო ოსკარი საუკეთესო მსახიობი კაცისთვის, კრიტიკოსთა არჩევანის კინოჯილდო საუკეთესო მსახიობი კაცისთვის და კინომსახიობთა გილდიის ჯილდო.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1991 საჰაერო ბრძოლა Dogfight მეზღვაური ნ. 1
1992 გაყინული კალიფორნიელი Encino Man ლინკი
1992 სკოლის კავშირები School Ties დეივიდ გრინი
1993 ოცი ბაქსი Twenty Bucks სემ მასტრევსკი
1993 სიძე Son in Law ლინკი
1993 იანგერი და იანგერი Younger and Younger უინსტონ იანგერი
1994 თქვენო ღირსებავ With Honors მონტი კესლერი
1994 თავქარიანები Airheads ჩესტერ „ჩეზ დერბი“ ოგილვი
1994 ახლა ჯარისკაცები ვართ In the Army Now ლინკი
1994 სკაუტი The Scout სტივ ნებრასკა
1995 ბნელი შუადღე The Passion of Darkly Noon დარკლი ნუნი
1995 ახლა და მაშინ Now and Then ვიეტნამის ვეტერანი
1996 ბავშვები დარბაზში: ტვინის კანფეტი Kids in the Hall: Brain Candy პლაცებო პაციენტი
1996 მისის უინტერბორნი Mrs. Winterbourne ბილ/ჰიუ უინტერბორნი
1996 დიდების თავბრუსხვევა Glory Daze დაგი
1997 გოლდის ბინდი The Twilight of the Golds დეივიდ გოლდი
1997 ჯორჯი ჯუნგლებიდან George of the Jungle ჯორჯი
1998 ჯერ ვსუნთქავ Still Breathing ფლეჩერ მაკბრეკენი
1998 ღმერთები და მონსტრები Gods and Monsters კლეიტონ ბუნი
1999 აფეთქება წარსულიდან Blast from the Past ადამ ვებერი
1999 მუმია The Mummy რიკ ო’კონელი
1999 დადლი სამართლიანი Dudley Do-Right დადლი სამართლიანი
2000 სურვილით დაბრმავებული Bedazzled ელიოტ რიჩარდზი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]