ჰოლივუდის დიდების ხეივანი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქუჩის მუსიკოსები ჰოლივუდის დიდების ხეივანში

ჰოლივუდის დიდების ხეივანი (ინგლ. Hollywood Walk of Fame) არის ტროტუარი ჰოლივუდის ბულვარსა და ვაინ-სტრიტის გასწვრივ, რომელიც მდებარეობს ჰოლივუდში, ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში, აშშ-ში. ის მიჩნეულია გასართობი ინდუსტრიის დიდების დარბაზად. მისი დიზაინერია სამხრეთ-კალიფორნიელი ხელოვანი ოლივერ ვეისმულერი, რომელიც ქალაქმა დაიქირავა 1953 წელს, რათა ჰოლივუდისათვის ერთგვარი იერსახე მიენიჭებინა და დიდების ხეივანი სწორედაც რომ წარმოადგენს ერთ-ერთს იმ სრულყოფათაგან, რაც ქალაქმა იმ პერიოდში განიცადა. ხეივანი მოჭედილია 2 000-ზე მეტი ხუთქიმიანი ვარსკვლავით, რომლებზედაც ამოტვიფრულია არა მხოლოდ სახელგანთქმულ ადამიანთა სახელები, არამედ შეთხზული გმირებისაც, რომელნიც გასართობ ინდუსტრიაში თავიანთი წვლილის გამო აღიარებულნი არიან ჰოლივუდის კომერციული პალატის მიერ. ხეივანი ინახება თვითდაფინანსებით. პირველი ვარსკვლავით, რომელიც 1960 წლის 9 თებერვალს გაიხსნა, დაჯილდოვდა ჯოან ვუდვარდი.