ალეკ გინესი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| სერ ალეკ გინესი | |
| დაბადების სახელი | ალეკ გინეს დე კაფი |
| დაბადების ადგილი | ლონდონი |
| დაიბადა | 2 აპრილი, 1914 |
| გარდაიცვალა | 5 აგვისტო, 2000 მიდჰარსტი, ვესტ საქსესი |
| საქმიანობა | მსახიობი |
| შემოქმედების წლები | 1934–1996 |
| ოსკარი | |
|---|---|
| საუკეთესო მსახიობი კაცი 1957 - ხიდი მდინარე კვაიზე |
|
| BAFTA | |
| საუკეთესო მსახიობი კაცი 1957 - ხიდი მდინარე კვაიზე |
|
სერ ალეკ გინესი, (* 2 აპრილი, 1914, ლონდონი - გ. 5 აგვისტო, 2000), ინგლისელი მსახიობი და რეჟისორი.
თეატრალური განათლება მიიღო ფ. კომპტონის კერძო სტუდიაში. ლონდონის თეატრ "ოულდ ვიკში" გინესმა განასახიერა ჰამლეტის, რიჩარდ II-ის (შექსპირის "ჰამლეტი", "რიჩარდ II"), ხლესტაკოვის (გოგოლის "რევიზორი"), ხოლო სხვა თეატრებში დომიტრი კარამაზოვის (დოსტოევსკის "ძმები კარამაზოვების" მიხედვით) და სხვა როლები. დადგა სპექტაკლები: შექსპირის "მეთორმეტე ღამე" და "ჰამლეტი". მონაწილეობდა ფილმებში: "დიდი მოლოდინი", "ხიდი მდინარე კვაიზე", "კრომველი", "კომედიანტები" და სხვა.