ალ პაჩინო

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალ პაჩინო
Al Pacino
Al Pacino.jpg
ალ პაჩინო 2004 წელს
დაბადების სახელი ალფრედო ჯეიმს პაჩინო
დაბადების ადგილი ჰარლემი, მანჰეტენი, ნიუ-იორკი, აშშ
დაიბადა 25 აპრილი, 1940
საქმიანობა მსახიობი
შემოქმედების წლები 1969-დღემდე

ალ პაჩინო (ინგლ. Alfredo James Pacino; დ. 25 აპრილი, 1940, ნიუ-იორკი) — ამერიკელი მსახიობი. აქტიური მოღვაწეობა დაიწყო 1971 წელს. მიღებული აქვს ისეთი ჯილდოები როგორებიცაა: ოქროს გლობუსი, ოსკარი, ემი, ტონი და სხვა. მსახიობობასთან ერთად იგი რეჟისორიცაა. სახელი გაითქვა ფილმებით: „ქალის სურნელი“, „ნაიარევი სახე“, „ნათლიმამა I, II, III“.

სექციების სია

ბიოგრაფია [რედაქტირება]

ცხოვრების ადრეული წლები [რედაქტირება]

ალ პაჩინოს მშობლები, როზი და სალვატორე პაჩინო ერთმანეთს მაშინ გაშორდნენ, როდესაც ალ პაჩინო 2 წლისა იყო.[1] დედამისი გადავიდა საცხოვრებლად მის მშობლებთან, ქეით და ჯეიმს ჯერარდებთან სამხრეთ ბრონქსში. ხოლო მამამისმა დაიწყო მუშაობა კალიფორნიაში. იგი მუშაობდა გამყიდველად და ჰქონდა თავის რესტორანი სახელად „Pacino's Lounge“, რომელიც დაიხურა 1992 წელს. 1960-იან წლებში ალ პაჩინო სწავლობდა ლი სტრასბერგის ხელმძღვანელობით. მან აღმოაჩინა, რომ ალ პაჩინო მსახიობობის ნიჭით იყო დაჯილდოებული.

კარიერა [რედაქტირება]

1971 წელს, ფილმში „პანიკა ნიდლ-პარკში“, სადაც ალ პაჩინომ ითამაშა ნარკომანის როლი. მან ამ როლით ფრენსის ფორდ კოპოლას ყურადღება მიიქცია. მისი რეპუტაციის გაზრდა დაიწყო 1972 წლიდან, როდესაც ითამაშა მაიკლ კორლეონეს როლი, მაფიოზურ ფილმ „ნათლიმამაში“. ასევე წარმატებები მოუტანა მას 1973 წლის ფილმა „სერფიკომ“, სადაც მთავარი როლი მას ეკუთვნოდა. 1974 წელს, ალ პაჩინო უბრუნდება მაიკლ კორლეონეს როლს „ნათიმამა II“-ში (The Godfather: Part II). 1974-75 წლებში, მან ითამაშა ფილმებში: ძაღლური შუადღე და ბობი დირფილდი და მიიღო ოქროს გლობუსი. 1970-იან წლებში მან მიიღო ოთხი ოსკარის ნომინაცია ”საუკეთესო შესრულება” ფილმებისთვის სერფიკო, ნათლიმამა III, ძაღლური შუადღე და ...და სამართლიანობა ყველასთვის. ალ პაჩინო აგრძელებს თავის წარმატებულ კარიერას. მან მოიგო ტონის დაჯილდოება ფილმისთვის რიჩარდ III.

მისი კარიერა მკვეთრად დაეცა 1980-იან წლებში. მისი გამოჩენა ფილმებში ზღვით მგზავრობა და ავტორი! ავტორი!, საკამათო იყო მაგრამ საბოლოოდ მაინც მას დარჩა მთავარი როლი ამ ორ ფილმში. მიუხედავად ამისა, 1983 წელს, ბრაიან დე პალმას ფილმში ნაიარევი სახე, ალ პაჩინომ ითამაშა ტონი მონტანას როლი, რითაც გააოცა მაყურებლები და დაამტკიცა თავის შესაძლებლობები. ალ პაჩინომ შემდეგ მიიღო ოქროს გლობუსის ნომინაცია „საუკეთესო შესრულება”, ფილმისთვის ნაიარევი სახე.

ალ პაჩინომ მიიღო ოსკარი ფილმისთვის დიკ ტრეისი. 1991 წელს იგი გამოჩნდა ახალ ფილმში ფრენკი და ჯონი. რითაც მიიღო ოსკარის ნომინაცია „საუკეთესო მსახიობი“. 1992 წელს ალ პაჩინომ ითამაშა ლეიტენანტ პოლკოვნიკ ფრენკ სლეიდის როლი ფილმში ქალის სურნელი. მან ასევე ითამაშა მთავარი როლი ფილმებში: კარლიტოს გზა (1993), დონი ბრასკო (1997), ჩვენიანი (1999) და უძილობა (2002)

ალ პაჩინო დაბრუნდა მაიკლ კორლეონის როლში ოღონდ უკვე თამაშში The Godfather: The Game. ასევე ალ პაჩინო გვხვდება თამაშში Scarface: The World is Yours. პაჩინომ ნება დართო Electronic Arts-ს, რომ გამოეყენებინათ მისი ტიპაჟი, მაგრამ ხმა არ უნდა ყოფილიყო მიმსგავსებული. 2004 წელს მაიკლ რედფოლდის ფილმში ვენეციის ვაჭარი, ალ პაჩინომ ითამაშა შილოკის როლი. ალ პაჩინო გვხვდება ასევე 2007 წელს გამოსულ ფილმ ოუშენის ცამეტ მეგობარში, სადაც მან ითამაშა ვილი ბენკის როლი.

პირადი ცხოვრება [რედაქტირება]

ალ პაჩინო ახალგაზრდობაში

2001 წლის იანვარში, ლოს-ანჟელესის ერთ-ერთ კლინიკაში ორმოცდაექვსი წლის მსახიობი ბევერლი და ანჯელო პირველად გახდა დედა. ფეხმძიმობის პერიოდში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას პრესა გაფაციცებით ადევნებდა თვალყურს. ტყუპების - ოლივოს და ანტონის ბედნიერი მამა ალ პაჩინოა. პრესაში პოპულარული გახდა სათაური: ”ნათლიმამა სამოცი წლის ასაკში მამა გახდა”. რატონ ასე სოლიდურ ასაკში? ალ პაჩინო ამბობს: ”არც ერთ ქალთან მიგრძვნია თავი ასე კომფორტულად. სხვებს არ ესმოდათ, რომ განმარტოება ჩემთვის აუცილებელია. ბევერლი ცოტაოდენ თავისუფლებას მიტოვებს...”

ისინი ცოლ-ქმარი არ არიან. პაჩინო არასოდეს დაქორწინებულა - ”ორჯერ კინაღამ შევცდი, მაგრამ ქორწინების არ მჯერა”.

დრამატურგიის პედაგოგ შანა ტარანთამ ხანმოკლე რომანის შემდეგ პაჩინოს პირველი ქალიშვილი შეეძინა. ცამეტი წლის ჟელი-მარიასთან იმ დროის დიდ ნაწილს ატარებდა.

ერთხელ დე ლაურენტისმა განაცხადა, რომ პაჩინოს ასაკი არა აქვს. სამოცდაათი წელი სოლიდური ასაკია და სწორედ ახლა დაიწყო წელიწადში სამ-ოთხ ფილმში თამაში. პაჩინოს საკუთარი უცნაური ცხოვრებისეული ციკლები აქვს. კინოში ოცდაათი წლის მოვიდა და ათ წელიწადში ყველაფერი მოასწრო, რაზეც კი ოცნება შეიძლება. მეექვსე ათწლეულის შემდეგ პირველად იგრძნო, რომ რაღაცას მიაღწია, გათავისუფლდა. ”გადაღებისას მოლოდინში მყოფს როლი უკვე აღარ მტანჯავს. ათ წუთში შემიძლია როლში შევიდე.”

Michaelcoreleone.jpg

სიდნეი ლუმეტმა ალ პაჩინოს მსახიობის ”ემოციური გაშიშვლების” ინსტრუმენტი უწოდა. თავად მსახიობი კი თვლის, რომ დროთა განმავლობაში ”ემოციონალური ათლეტი” ხდება. ჰოდა, ასაკთან ერთად ”ათლეტი” უფრო გაძლიერდა და როგორც იქნა, დაძლია მორიდებულობა. მის პრემიერაზე ”ნათლიმამას” ნახვაც არ შეეძლო. მხოლოდ ოცდახუთი წლის შემდეგ, საიუბილეო ჩვენებაზე უყურა საკუთარ თავს. სარკეში ცქერას ვერასოდეს იტანდა. ერთ დროს ეშინოდა, რომ საკუთარი გვარი კინოკარიერისთვის არ ივარგებდა და სონი სკოტის ფსევდონიმის აღება დააპირა.

თამაში ძალიან პატარამ დაიწყო. ბრონქსში მცხოვრები იტალიელი ემიგრანტების ძალიან დიდ ოჯახში. უამრავი ბიძებისა და დეიდების, გამზრდელი ბებიისა და ბაბუას გარემოცვაში მაინც მარტოსული იყო. პატარა, დედასთან ერთად ხშირად დადიოდა კინოში. შემდეგ კი ნანახი ფილმებიდან როლებს ანსახიერებდა დაყრუებული დეიდის და ბებია-ბაბუას წინაშე. სკოლაში ცუდად სწავლობდა, სამაგიეროდ ბევრს კითხულობდა. პაჩინომ სპექტაკლი პირველად თოთხმეტი წლისამ ნახა. ბრონქსის ერთ-ერთ კვარტალში პატარა დასი ჩეხოვის ”თოლიას” თამაშობდა. ცოტა ხნის შემდეგ ახალგაზრდა ბიჭი, მეტსახელად ”არტისტი”დრამატული ხელოვნების სასწავლებლის მსმენელი გახდა. თეატრი მის ცხოვრებაში ყველაზე დიდ სიყვარულად დარჩა. აკეთებდა ყველაფერს - მუშაობდა ოფიციანტად, კინოთეატრის მოლარედ, თამაშობდა შექსპირის თითქმის ყველა პერსონაჟს...პირველად კინოროლი შეასრულა ფილმში ”პანიკა ნილდ-პარკში”. ფილმმა წარმატება მოიპოვა და სწორედ მაშინ შეამჩნია პაჩინო რეჟისორმა ფრენსის ფორდ კოპოლამ. მან უდიდესი სკანდალის შემდეგ დაარწმუნა პროდიუსერები და ალ პაჩინო ”ნათლიმამაში” მაიკლ კორლეონეს როლზე დაამტკიცეს. მისი ცხოვრება ერთხელ და სამუდამოდ შეიცვალა. პაჩინო მილიონერი გახდა, მაგრამ მოულოდნელი პოპულარობით გამოწვეული სტრესი იმდენად დიდი იყო, რომ სასმელს მიეტანა. გაურბოდა ჟურნალისტებს, ცნობისმოყვარეებისაგან დასამალად რესტორანში განცალკევებით მაგიდას ეძებდა. ბოლოს ”ანონიბული ალკოჰოლიკების” კლუბში აღმოჩნდა და მიხვდა, რომ ცხოვრების საღად აღქმა მისთვის უკვე სასიამოვნო გახდა.

ლეიტენანტ პოლკოვნიკ ფრენკ სლეიდის როლი ლეგენდარულ ფილმში ”ქალის სურნელი

”ჩემი მელანქოლიური სახე მაიკლ კორლეონესგან წარმოიშვა. ნიუ-იორკის ქუჩებში ხშირად მაიკლს მეძახიან. ზოგჯერ თავად მგონია, რომ სწორედ ისა ვარ”.

რიჩარდ მესამეს როლის მოსამზადებლად პაჩინო სახლში ხელოვნურ კუზს იკეთებდა; ”ნაიარევ სახეზე” მუშაობის დროს კუბური აქცენტით ლაპარაკობდა; უსინათლო პოლკოვნიკის თამაში ისეთი ძნელი იყო, რომ ლამის მართლა დაბრმავდა. ”როცა ვთამაშოვ, მთელი ჩემი ცხოვრება პერსონაჟზეა კონცენტრირებული. მას უნდა დაუთმო მთელი დრო, უნდა გაინტერესებდეს მისი პრობლემები, მისწრაფებები...”.

მეშვიდე ათწლეულში გადაბიჯების შემდეგ ალ პაჩინო დროის ტყუილად ხარჯვას ერიდება. ”ადრე როლებს ზედმიწევნით ვარჩევდი. ახლა დრო ბევრი აღარ მაქვს”. თავის დროზე პაჩინომ უამრავ სცენაზე თქვა უარი: ”კრამერი კრამერის წინააღმდეგ”, ”ვარსკვლავების ომები”, ლამაზმანი”, კლუბი კოტონი”, ”რემბო”, ”ტრაფიკი”... და სწორედაც მოიქცა. - წარმოუდგენელია, მაგალითად პაჩინო-რემბო. სამაგიეროდ, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო მის მაგივრად ”კარლიტოს გზაში”, ”ეშმაკის ადვოკატში”, ”ნათლიმამაში”, ”ცხელ შუადღეში” თუ ”ქალის სურნელში”?

ალ პაჩინო ძალიან ბევრს მუშაობს ”ცხოვრების მეორე ნახევარში ხვდები, რომ გვირაბში უკანდასაბრუნებელი ბილეთის გარეშე მიქრიხარ. შორს ის მთა მოჩანს, სადაც შენი უკანასკნელი გაჩერებაა. მაგრამ სანამ იქ მივსულვარ, მინდა იმის კეთება გავაგრძელო, რასაც ვაკეთებ”. ჰოლივუდის პარტრიარქი ისევ კინოზე ოცნებობს - ოცნებობს ითამაშოს სკორსეზესთან და უკვე აღარ ოცნებობს ჰამლეტზე (”მესმის, რომ ეს როლი აღარ შემეფერება, მაგრამ შემოთავაზება მაინც შეეძლოთ.”). მისი ცხოვრების ახალი ფაზა, ასაკი რომ არა, ძალიან გავს შესაშურ ახალგაზრდობას. ალ პაჩინომ ჟანრის ყველა კანონი დაარღვია - ”არასწორედ დაბერდა”. როცა ”უძილობაში” იღებდნენ და ჭაღარად აქციეს, საღებავმა თმა გაუხუნა. ალ პაჩინო წინააღმდეგი არ იყო[2].

ოჯახი [რედაქტირება]

  • ბაბუა: ჯეიმს ჯერარდი
  • ბებია: ქეით ჯერარდი
  • მამა: ალფრედ პაჩინო, იყო 18 წლის როდესაც გაჩნდა ალ პაჩინო, დატოვა სახლი როდესაც ალ პაჩინო იყო 2 წლის
  • დედა: როზა პაჩინო, გარდაიცვალა 1962 წელს
  • დედინაცვალი: კატერინა კოვინ-პაჩინო
  • ნახევარდა: რობერტა პაჩინო, პაულას ტყუპი
  • ნახევარდა: პაულა პაჩინო, რობერტას ტყუპი
  • შვილი: ჯულია მერი პაჩინო, დაიბადა 1989 წლის ოქტომბერს
  • შვილი: ანტონ პაჩინო, დაიბადა 2001 წლის 25 იანვარს, ოლივიას ტყუპი
  • შვილი: ოლივია პაჩინო, დაიბადა 2001 წლის 25 იანვარს, ანტონის ტყუპი

ჯილდოები და ნომინაციები [რედაქტირება]

ოსკარი [რედაქტირება]

BAFTA [რედაქტირება]

ემი [რედაქტირება]

  • მოგება: გამოჩენილი ლიდერი მსახიობი მინისერიალში ან ფილმში, Angels in America (2004)

ოქროს გლობუსი [რედაქტირება]

  • ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი, ნათლიმამა (1973)
  • ლაურეატი: საუკეთესო მსახიობი, სერფიკო (1974)
  • ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი, ნათლიმამა II (1975)
  • ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი, Dog Day Afternoon (1976)
  • ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი, Bobby Deerfield (1978)
  • ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი, ...And Justice for All (1980)
  • ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი, ავტორი! ავტორი (1983)
  • ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი, ნაიარევი სახე (1984)
  • ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი, Sea of Love (1990)
  • ნომინაცია: საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი, დიკ ტრეისი (1991)
  • ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი, ნათლიმამა III (1991)
  • ნომინაცია: საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი, Glengarry Glen Ross (1993)
  • ლაურეატი: საუკეთესო მსახიობი, ქალის სურნელი (1993)
  • ლაურეატი: საუკეთესო მსახიობი მინი სერიალში ტელევიზიისთვის, Angels in America (2004)

ფილმოგრაფია [რედაქტირება]

წელი სახელი როლი შენიშვნა
1969 Me, Natalie ტონი დებიუტი
1971 The Panic in Needle Park ბობი
1972 ნათლიმამა მაიკლ კორლეონე შემოსავალი: $35,000
1973 Scarecrow ფრენსის ლიონელ 'ლიონ' დელბუჩი
სერფიკო ფრანკ სერფიკო შემოსავალი: $15,000
1974 ნათლიმამა II მაიკლ კორლეონე შემოსავალი: $500,000+10% მოგება
1975 Dog Day Afternoon სანი
1977 Bobby Deerfield ბობი დირფილდი
1979 …And Justice for All არტურ კირკლენდი
1980 Cruising სტივ ბურნსი
1982 ავტორი, ავტორი ივან ტრავალიანი
1983 ნაიარევი სახე ტონი მონტანა
1985 Revolution ტომ დობი
1989 სიყვარულის ზღვა ფრენკ კელერი
1990 The Local Stigmatic გრაჰამი გადაღებულია 1985 წელს
დიკ ტრეისი დიდი ბიჭი კარპისი შემოსავალი: $4,500,000
ნათლიმამა III მაიკლ კორლეონე შემოსავალი: $5,000,000
1991 Frankie and Johnny ჯონი
1992 ქალის სურნელი ფრენკ სლეიდი
Glengarry Glen Ross რიკი რომა
1993 კარლიტოს გზა კარლიტო ”ჩარლი” ბრიგანტე
1995 შერკინება ვინჩენტ ჰანა
Two Bits ჯიტანო საბატონი
1996 Looking for Richard დირექტორი
City Hall ჯონ პაპასი
1997 The Devil's Advocate ჯონ მილტონი
Donnie Brasco ბენჟამინ რუჯიერო
1999 Any Given Sunday ტონი დ’ამატო
The Insider ლოველ ბერგმენი
2000 Chinese Coffee ჰერი ლევინი ასევე რეჟისორი; გადაღებულია 1997 წელს
2002 S1m0ne ვიკტორ ტარანსკი შემოსავალი: $11,000,000
Insomnia ვილ დორმერი
People I Know ელი ვურმენი
2003 The Recruit ვოლტერ ვურკი
Angels in America როი კონი
Gigli სტარკმენი
2004 The Merchant of Venice შილოკი
2005 Two for the Money ვოლტერ აბრამსი
2007 88 Minutes ჯეკ გრამი
Ocean's Thirteen ვილი ბენკი
2008 მკვლელობის უფლება დეტექტივი დევიდ ფისკი ასევე პროდიუსერი
2009 Dali & I: The Surreal Story სალვადორ დალი ასევე პროდიუსერი

სქოლიო [რედაქტირება]

  1. Al Pacino Biography. The Biography Channel. წაკითხვის თარიღი: March 10, 2010.
  2. პირადი ცხოვრება - ჟურნალი ”კაკადუ”, გვ 30-31. 19-25 თებერვალი, 2003

რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]

თარგი:რჩეული სტატიის კანდიდატი