ჰანიბალ ლექტერი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ენტონი ჰოპკინსი ჰანიბალ ლეკტერის როლში

ჰანიბალ ლეკტერი (ინგლ. Hannibal Lecter) არის გამოგონილი პერსონაჟი ტომას ჰარისის მიერ, რომელიც გამოჩნდა მის ნოველების სერიებში. ლეკტერი პირველად გამოჩნდა ტრილერ წითელ დრაკონში როგორც შესანიშნავი ფსიქიატრი და კანიბალისმის მიმდევარი სერიული მკვლელი.

პირველი ფილმი ხალხზე მონადირე იყო დაფუძვნებული ნოველა წითელ დრაკონზე. ფილმში ლეკტერის როლი ითამაშა ბრაიან კოქსმა. 2002 წელს, ფილმის მეორე ადაპტაცია, რომელსაც ნოველის თავდაპირველი სახელი – წითელი დრაკონი ერქვა, ლეკტერის როლი ითამაშა ენტონი ჰოპკინსმა, რომელსაც მანამდე ეს როლი ნათამაშები ჰქონდა კრავთა დუმილსა და ჰანიბალში. 1991 წელს, ჰოპკინსმა მოიგო კინოაკადემიის ჯილდო მისი შესრულებისათვის, მიუხედავად იმისა, რომ იგი მხოლოდ 16 წუთით გამოჩნდა ეკრანზე. 2003 წელს, ჰანიბალ ლეკტერი (ჰოპკინსის განსახიერებით) ამერიკის ფილმების ინსტიტურმა დაასახელა ყველაზე სამახსოვრო ბოროტმოქმედად ფილმების ისტორიაში.