ემილ ადოლფ ბერინგი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ემილ ადოლფ ბერინგი

ემილ ადოლფ ბერინგი (გერმ. Emil Adolf von Behring; დ. 15 მარტი, 1854 — გ. 31 მარტი, 1917) — გერმანელი ბაქტერიოლოგი. სამედიცინო განათლება მიიღო ბერლინში. მუშაობდა ასისტენტად რობერტ კოხთან. 1895 წლიდან მუშაობდა მარბურგში მის მიერვე დაარსებულ ექსპერიმენტული თერაპიის ინსტიტუტში. 1900 წელს აირჩიეს პარიზის მეცნიერებათა აკადემიის წევრად. 1890 წელს კიტასატოსთან ერთად მიიღო ანტიდიფთერიული და ანტიტეტანუსური შრატები. დიფთერიის სამკურნალოდ ანტიდიფთერიული შრატის გამოყენებამ მკვეთრად შეამცირა ამ დაავადებით გამოწვეული სიკვდილიანობა. 1901 წელს ბერინგსა და პიერ პოლ ემილ რუს, რომლებმაც ერთმანეთისაგან დამუკიდებლად აღმოაჩინეს ანტიდიფთერიული შრატი, მიენიჭათ პარიზის მეცნიერებათა აკადემიის, სამედიცინო აკადემიისა და ნობელის პრემიები. ბერინგის მიერ აღმოჩენილმა პასიურმა იმუნიზაციამ დიდი გავლენა იქონია სეროთერაპიის განვითარებაზე.

ლიტერატურა[რედაქტირება]