ილია მეჩნიკოვი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ილია მეჩნიკოვი

ილია ილიას ძე მეჩნიკოვი (დ. 3 მაისი/15 მაისი, 1845, ივანოვკა, ახლანდელი კუპიანსკის რაიონი, ხარკოვის ოლქი ― გ. 2 ივლისი/15 ივლისი, 1916, პარიზი) — რუსი მეცნიერი, ბიოლოგი და პათოლოგი, ემბრიოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ანთების შედარებითი პათოლოგიის და იმუნიტეტის ფაგოციტური თეორიის შემქმნელი. პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი (1902), 1870-1882 წლებში ნოვოროსიის (ქ. ოდესა) უნივერსიტეტის პროფესორი, ნობელის პრემიის ლაურეატი (1908).

ბიოგრაფია[რედაქტირება]

იყო რეაქციის მტერი, მეფის მოხელეებს ებრძოდა. 1882 წელს პროტესტის ნიშნად დატოვა უნივერსიტეტი და მუშაობას შინ განაგრძობდა. 1863 წელს ორგანიზმის განმკურნებელ ძალებზე წარმოთქვა ცნობილი სიტყვა, რომელშიც იმუნიტეტის ფაგოციტარული თეორია წამოაყენა. გარდაიცვალა 1916 წელს, 71 წლის ასაკში.