თეოდორ კოხერი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თეოდორ კოხერი

თეოდორ კოხერი (გერმ. Emil Theodor Kocher; დ. 25 აგვისტო, 1841, ბერნი — გ. 27 ივლისი, 1917, ბერნი) — შვეიცარიელი ქირურგი, მუცლის ღრუს თანამედროვე ასპექტური ქირურგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. 1865 წელს დაამთავრა ბერნის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. თეოდორ ბილროთისა და ბერნჰარდ ლანგენბეკის მოწაფე. 1872-1911 წლებში ბერნის უნივერსიტეტის ქირურგიული კლინიკის დირექტორი იყო. კოხერმა დაამუშავა ადამიანის ყველა მსხვილი სახსრის ოპერაციის მეთოდი. შექმნა ახალი ქირურგიული ხელსაწყოები, რომლებიც ამჟამად მის სახელს ატარებს. ფარისებრი ჯირკვლის ქირურგიულ მკურნალობაზე ნაშრომებისათვის 1909 წელს ნობელის პრემია მიენიჭა.

ლიტერატურა[რედაქტირება]