ფრენკ ბერნეტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფრენკ ბერნეტი

ფრენკ ბერნეტი (გერმ. Frank Macfarlane Burnet; დ. 3 სექტემბერი, 1899, ტრარალგონი, ვიქტორია — გ. 31 აგვისტო, 1985, მელბურნი, ავსტრალია) — ავსტრალიელი ვირუსოლოგი. დაამთავრა მელბურნის უნივერსიტეტი (1923). იყო ამავე უნივერსიტეტის პროფესორი და სამედიცინო გამოკვლევების ინსტიტუტის დირექტორი. ბერნეტის ძირითადი გამოკვლევები ეხება ვირუსებისა და მათი მასპინძლის ურთიერთობას, ვირუსთა ეკოლოგიას, გამრავლების მექანიზმსა და ცვალებადობას. ბერნეტმა პირველმა აღმოაჩინა Q ცხელების გამომწვევი, რომელსაც მისი სახელი დაერქვა. 1960 წელს მიენიჭა ნობელის პრემია.

ლიტერატურა[რედაქტირება]