ჯოშუა ლედერბერგი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯოშუა ლედერბერგი

ჯოშუა ლედერბერგი (დ. 23 მაისი, 1925, მონტკლერი, ნიუ-ჯერსის შტატი, აშშ — გ. 2 თებერვალი, 2008) — ამერიკელი გენეტიკოსი და ბიოქიმიკოსი. ე. ლედერბერგთან ერთად (1952) შეიმუშავა სპეციფიკური გარემო პირობების გარეშე ბაქტერიებში მუტაციების აღმოცენების ხერხი, ე. წ. „ანაბეჭდების“ მეთოდი. დაადგინა ბაქტერიებში გენეტიკური რეკომბინაციის მექანიზმი (1947). მიკროორგანიზმების გენეტიკაში გამოკვლევებისათვის ჯ. ბიდლთან და ე. ტატუმთან ერთად მიენიჭა ნობელის პრემია (1958).

ლიტერატურა[რედაქტირება]