კატალინ კარიკო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კატალინ კარიკო
უნგრ. Karikó Katalin
დაბ. თარიღი 17 იანვარი, 1955(1955-01-17)[1] (69 წლის)
დაბ. ადგილი სოლნოკი, Hungarian People's Republic[2]
მოქალაქეობა  უნგრეთი[3]
 აშშ[4]
საქმიანობა მკვლევარი[5] , ბიოქიმიკოსი[6] და უნივერსიტეტის პროფესორი
მუშაობის ადგილი პენსილვანიის უნივერსიტეტი[7] [8] [9] , BioNTech[10] [11] , Biological Research Centre, Temple University[11] და Uniformed Services University of the Health Sciences
ალმა-მატერი Móricz Zsigmond Gimnázium és Közgazdasági Szakközépiskola, University of Szeged და University of Szeged[12]
შვილ(ებ)ი Susan Francia
ჯილდოები როზენსტილის პრემია[13] , Széchenyi Prize[14] [15] , For Human Dignity Award[16] , ვილჰელმ ექსნერის მედალი[17] , ასტურიის პრინცესის პრემია სამეცნიერო და ტექნიკური აღმოჩენებისათვის[18] , Breakthrough Prize in Life Sciences[7] , AAAS-ის წევრი[19] , კეიოს სამედიცინო სამეცნიერო პრემია, ლუიზა გროს ჰორვიცის პრემია[20] , Grand Prize of the French Academy of Science, Time 100[21] , პოლ ერლიხისა და ლუდვიგ დარმშტედტერის პრემია[22] , ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი[23] , Pearl Meister Greengard Prize[24] , Jessie Stevenson Kovalenko Medal[25] , Louis-Jeantet Prize for Medicine[26] , ჟენევის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი[27] , უორენ ალპერტის ფონდის პრემია[28] , Albany Medical Center Prize[29] , ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში[30] [31] , Hungarian Order of Saint Stephen[32] , ლასკერ-დებეიკის პრემია კლინიკური სამედიცინო კვლევებისათვის[33] , EMBO-ს წევრობა, ეროვნულ გამომგონებელთა დიდების დარბაზი[34] , Cameron Prize of the University of Edinburgh, Debrecen Award for Molecular Medicine, დოქტორ პოლ იანსენის პრემია ბიომედიცინის კვლევისთვის[35] , გაირდნერის ფონდის საერთაშორისო პრემია და William B. Coley Award[36]
საიტი pennmedicine.org/providers/profile/katalin-kariko[37]

კატალინ კარიკო (ინგლ. Katalin Karikó, უნგრ. Karikó Katalin; დ. 17 იანვარი, 1955, ქ. სოლნოკი, უნგრეთი) — ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე უნგრელი ბიოქიმიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიოლოგიასა და მედიცინაში (დრიუ ვაისმანთან ერთად, 2023). ცნობილია რიბონუკლეინის მჟავებით (რნმ) გაშუალებული ბიოლოგიური მექანიზმების კვლევით, რამაც მეცნიერული საფუძველი შეუქმნა რნმ-ვაქცინების განვითარებას.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა სეგედის უნივერსიტეტი (სეგედი, უნგრეთი) 1978 წელს. 1985 წელს იმდროინდელი სოციალისტური უნგრეთიდან აშშ-ში გადასახლდა. მუშაობდა ტემპლის უნივერსიტეტში ფილადელფია (1985-1990), შემდეგ — პენსილვანიის უნივერსიტეტში (1990 წლიდან). აქტიურად თანამშრომლობდა ამერიკელ იმუნოლოგთან დრიუ ვაისმანთან. მათი ძირითადი სამეცნიერო ინტერესი იყო მესენჯერული რნმ (მ-რნმ) მოლეკულის როლი ადამიანის იმუნური პასუხის წარმოქმნაში და ამ მექანიზმების პრაქტიკული გამოყენება კლინიკური იმუნოლოგიის საკითხებში. 2005 წელს მათ შექმნეს ინოვაციური ტექნოლოგია (ე. წ. არაიმუნოგენური, ნულეოზიდ-მოდიფიცრებული რნმ), რომელიც ეფუძნებოდა ნუკლეოზიდური სტრუქტურის მოდიფიცირებით ისეთი მ-რნმ მოლეკულის შექმნას, რომელიც უჯრედში შეღწევისას დაავადების მიმართ მედეგობის ხელშემწყობი ცილების წარმოქმნას განაპირობებდა.

2013 წელს კარიკო დაინიშნა მსხვილი ბიოტექნოლოგიური კომპანიის „ბიონტექის“ (BioNTech) ვიცე-პრეზიდენტად და სათავეში ჩაუდა კომპანიის მუშაობას მ-რნმ-ზე დაფუძნებულ ტექნოლოგიებზე. გარდა ამისა, ვაისმანთან ერთად კარიკოს ჰქონდა საკუთარი კომპანია RNARx. მომდევნო წლებში მკვლევარების მცდელობები შეექმნათ მ-რნმ-ზე დაფუძნებული ეფექტიანი სამკურნალო საშუალებები ძირითადად წარუმატებელი იყო. გარდატეხა მოხდა კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის (COVID-19) დროს, 2021 წელს, როდესაც კარიკოს და ვაისმანის კვლევებზე დაყრდნობით კომპანიებმა „მოდერნამ“ (დამოუკიდებლად), „ფაიზერმა“ და „ბიონტექმა“ (ერთობლივად) შექმნეს მ-რნმ-ზე დაფუძნებული ექსპერიმენტული ვაქცინები კორონავირუსის წინააღმდეგ. 2023 წელს კარიკოს და ვაისმანს ნობელის პრემია მიენიჭათ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. nobelprize.orgNobel Foundation.
  2. https://www.szoljon.hu/orszag-vilag/kariko-katalin-felfedezese-is-kellett-a-vakcinahoz-3118372/
  3. How a Researcher 'Clinging To the Fringes of Academia' Helped Develop a Covid-19 Vaccine
  4. 2021 Great Immigrant Awards
  5. La madre de la vacuna contra la covid: “En verano podremos, probablemente, volver a la vida normal”
  6. Katalin Karikó: la madre del ARN mensajero
  7. 7.0 7.1 https://www.theguardian.com/world/2021/sep/10/scientists-egos-key-barrier-to-progress-covid-vaccine-pioneer-katalin-kariko
  8. https://www.pennmedicine.org/providers/profile/katalin-kariko
  9. https://www.med.upenn.edu/apps/faculty/index.php/g325/p13418
  10. ARN messager : la leçon de liberté de Katalin Kariko — 2020.
  11. 11.0 11.1 Sample I. Scientists’ egos are key barrier to progress, says Covid vaccine pioneer — 2021. — ISSN 0261-3077
  12. Krammer F., Palese P. Profile of Katalin Karikó and Drew Weissman: 2023 Nobel laureates in Physiology or Medicine // Proc. Natl. Acad. Sci. U.S.A. / M. R. Berenbaum[Washington, etc.], USA: National Academy of Sciences [etc.], 2024. — Vol. 121, Iss. 9. — P. e2400423121. — ISSN 0027-8424; 1091-6490doi:10.1073/PNAS.2400423121
  13. https://www.brandeis.edu/rosenstiel/rosenstiel-award/past.html
  14. https://24.hu/belfold/2021/03/15/szechenyi-dij-kossuth-dij-dijazottak-2021/ — 2021.
  15. MAGYAR KÖZLÖNY — 2021. — გვ. 1766.
  16. https://hungarytoday.hu/pfizer-vaccine-creator-katalin-kariko-human-dignity-award/
  17. https://www.ots.at/presseaussendung/OTS_20210318_OTS0155/wilhelm-exner-medaillen-2021-an-katalin-karik-und-luisa-torsi
  18. https://www.fpa.es/es/comunicacion/katalin-kariko-drew-weissman-philip-felgner-ugur-sahin-ozlem-tureci-derrick-rossi-y-sarah-gilbert-premio-princesa-de-asturias-de-investigacion-ci.html?idCategoria=0&fechaDesde=&especifica=0&texto=&fechaHasta=&tipo=0
  19. https://web.archive.org/web/20220311133847/https://www.aaas.org/page/2021-fellows
  20. https://www.cuimc.columbia.edu/research/louisa-gross-horwitz-prize/horwitz-prize-awardees
  21. Time / N. GibbsNYC: Time Inc., 1923. — ISSN 0040-781X; 2169-1665
  22. https://www.uni-frankfurt.de/105750216.pdf
  23. https://www.amacad.org/new-members-2022
  24. https://www.rockefeller.edu/greengard-prize/recipients/
  25. http://www.nasonline.org/programs/awards/kovalenko-medal.html
  26. https://www.jeantet.ch/en/prix-louis-jeantet/laureats/%25year_laureat%25/ugur-sahin-ozlem-tureci-and-katalin-kariko/
  27. https://www.unige.ch/archives/adm/documents-en-ligne/listes-docteurs-honoris-causa
  28. https://warrenalpert.org/prize-recipients/katalin-karik%C3%B3
  29. https://engage.amc.edu/wp-content/uploads/2022/12/AlbanyPrize_PastRecipients_2023.pdf
  30. The Nobel Prize in Physiology or Medicine 2023
  31. Katalin Karikó
  32. https://magyarnemzet.hu/belfold/2023/08/kariko-katalin-es-szilagyi-aron-kapta-a-szent-istvan-rendet
  33. https://laskerfoundation.org/award/clinical/
  34. https://www.invent.org/inductees/katalin-kariko
  35. https://www.pauljanssenaward.com/winners
  36. https://www.cancerresearch.org/william-b-coley-award
  37. საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემია — 1666.