ელიგზანდერ ფლემინგი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან ალექსანდერ ფლემინგი)
ელიგზანდერ ფლემინგი (დ. 6 აგვისტო, 1881, ლოკფილდი — გ. 11 მარტი, 1955, ლონდონი), შოტლანდიელი მიკრობიოლოგი. ლონდონის სამეფო საზოგადოებისა (1943) და პარიზის მეცნიერებათა აკადემიის (1946) წევრი. 1948-1955 ლონდონის უნივერსიტეტის ბაქტერიოლოგიის პროფესორი. 1951-1954 ედინბურგის უნივერსიტეტის რექტორი. ზოგადი მიკრობიოლოგიის საზოგადოების პირველი პრეზიდენტი. მისი ძირითადი შრომები ეხება იმუნოლოგიის, ზოგადი ბაქტერიოლოგიის, ქიმიოთერაპიის საკითხებს, ანტისეპტიკური და ანტიბიოტიკური ნივთიერებების შესწავლას. აღმოაჩინა ლიზოციმი (1922) და პენიცილინი (1929). ნობელის პრემია (1945, ჰ. ფლორისთან და ე. ჩეინთან ერთად).
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, გვ. 343, თბ., 1986 წელი.